Jump to content

Bitcoin-ის ფასი 25 ათას აშშ დოლარამდე შემცირდა


Recommended Posts

image.png 

13 ივნისის ღამეს პირველი კრიპტოვალუტის ფასი 25000 აშშ დოლარამდე შემცირდა, Ethereum-ის - 1300 აშშ დოლარამდე. 

image.png 

BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. 

სტატიის წერის მომენტისთვის Bitcoin-ის ფასი დაახლოებით 25600 აშშ დოლარია. CoinGecko-ს მიხედვით კრიპტოვალუტის ღირებულებას დაახლოებით 6.5% მოაკლდა დღეში. 

ამავე პერიოდში Ethereum 8.9%-ით გაიაფდა. მისი ამჟამინდელი ფასია 1313$. გრაფიკების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პირველი და მეორე კრიპტოვალუტების ფასების კლებას თან ახლდა ვაჭრობის მოცულობის ზრდა. 

image.png 

ETH/USD-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. 

ფლაგმანების კვალად თითქმის მთელი ბაზარი წითელ ზონაში გადავიდა. ბოლო დღის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დააფიქსირა Solana-მ (-13,4%) და Dogecoin-მა (-11,4%). 

image.png 

წყარო: CoinGecko. 

მთლიანი კაპიტალიზაცია თითქმის 6%-ით შემცირდა და 1.1 ტრილიონ აშშ დოლარზე ნაკლებს შეადგენს. BTC-ის დომინირების ინდექსი 45.3%, ETH-ის - 15.1%. 

Coinglass-ის თანახმად ფიუჩერსების ბაზარზე 500 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პოზიციები ლიკვიდირებულია. 

შიშისა და სიხარბის ინდექსმა კრიპტო ინდუსტრიაში 11 ქულას მიაღწია („ექსტრემალური შიში“). 

10 ივნისს Bitcoin-ის ფასი 30 ათას აშშ დოლარზე დაბლა ჩამოვიდა აშშ-ში ინფლაციის დაჩქარების შესახებ სიახლის ფონზე. იმავე დღეს ანალიტიკოსმა, ფსევდონიმით PlanC, აღნიშნა, რომ ის ჯერ კიდევ ვერ ხედავს ტენდენციის მნიშვნელოვნად შეცვლას უახლოეს მომავალში. 

MicroStrategy-ის ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა აღნიშნა, რომ ინფლაციამ Bitcoin-ის მსგავსად პიკს არ მიაღწია“. 

ორშაბათი ტრადიციულ ბაზრებზეც შემცირებით დაიწყო. ჰონკონგის Hang Seng 3.19%-ით შემცირდა, იაპონური Nikkei 225 კი 3.01%-ით. Nasdaq Technology Index-ის ფიუჩერსები 4.44%-ით შემცირდა, ხოლო S&P 500 - 2.91%-ით. 

შეგახსენებთ, რომ Guggenheim Partners-ის საინვესტიციო დირექტორმა სკოტ ინერდმა აღნიშნა, რომ პირველი კრიპტოვალუტის ფასი შეიძლება 8000 აშშ დოლარამდე დაეცეს. 

ადრე Bitcoin-ის კრიტიკოსმა პიტერ შიფმა "დიდი ალბათობით მოსალოდნელი" უწოდა ვარაუდს, რომ აქტივის ფასი 10 ათას აშშ დოლარამდე დაეცემა 30-ათასიანი დონის მკვეთრი გარღვევის შემთხვევაში. 

Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა დაუშვა კრიპტოვალუტების ბაზარზე შემდგომი ვარდნა. მისი აზრით მომდევნო რამდენიმე კვარტალი არასტაბილური იქნება უოლ-სტრიტზე არსებული ნეგატივის გამო. 

Link to comment
Share on other sites

25000$ არა დღეს დილით იყო უკვე 20900$, ეგ კი  უკვე 2020 წლის 16 დეკემბრის კურსია, ბოლოს ეგრე დაბლა მაშინ იდგა ბიტკოინი, ეხლაა 22300$ გაჩერებული მაგაზე ბოლოს იდგა 18 დეკემბერს იმავე წლის, ეთერაზე მთლათ გაპარტახდა კურსი, ეგ კოინი დაეცა უკვე 1080$ დღეს ეგ კურსი ბოლოს იყო 2021 წლის 22 იანვარს, ამწუთას 1210$ დგას სადღაც, ეგ კურსი კი 27 იანვარს იყო წინა წლის, ინვესტორებმა ბოლო 8 თვის მანძილზე 2 ტრილიარდი დოლარი დაკარგესო ინვესტიციებში მაღალი ინფლიაციის გამო, თუ ინფლიაციას ვერ შეამცირებენ ეგ ლოსები გაგრძელდება და ბიტკოინ-ეთერეუმის კურსი კიდე უფრო შემცირდება, მაგალითათ პროგნოზებში უკვე შემდეგ 1-2 კვირაში მოსალოდნელია 15000$-მდე კურსის ვარდნა ბიტკოინზე და 680$-მდე ეთერეუმზე ყველაზე ცუდი რასკლადებით ოღონდ ეგ, თუ ისევ დიდი ვეილსები არ ჩაერიენ არაფერი ეშველება მაგას, ან შეიძლება მაგათმა გაზიდეს კაკრაზ მაგხელა თანხები, შეიძლება დროებითი იყოს და მერე უკან დააბრუნონ თუ გამოსწორდა ეკონომიკა, მაგრამ 2023 წლის პირველ კვარტალამდე ვარდნები გაგრძელდებაო იძახიან, ეგ არა მარტო კრიპტოს თითქმის ყველა სექტორებს ეხება, პროგნოზები ძალზე ცუდია, ანუ რისკოვი აქტივებს ძალიან გაუჭირდებათ მაგ პერიოდში, მათ შორის კრიპტოსაც, შეიძლება პოლნი კრახითაც დასრულდეს ყველაფერი, მაგრამ მერე ამოქაჩავენ ისევე, როგორც ყოველთვის ხდებოდა აქამდე, გუშინ დაჟე ოქროს ფასიც კი 3% დაეცა, დოუ ჯონსი რეკორდულ 30500 დაეცა გუშინ, დღეს ვუყურებ და ეხლა კიდე უფრო დაცემულა და უკვე 30200, ეგ კარგს არაფერს მოასწავებს, მაგალითათ ბიტკოინი 4 მაის რომ იდგა 40000$ მაშინ ეგ ინდექსი 34000 იყო გაჩერებული, მანამდე 36500 იყო თებერვალში ასული, ანუ ძალიან მოშნათ დაეცა ეგ და სხვა ინდექსებიც აქციების საშვალო ფასს რაც განსაზღვრავს, გამოდის რომ ეხლა ყველაფერს სული ძვრება არა მარტო კრიპტოინდუსტრიას

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.