Jump to content

VanEck-ის CEO პროგნოზირებს Bitcoin-ის ფასის 250 ათას აშშ დოლარამდე ზრდას


Recommended Posts

image.jpeg 

VanEck Asset Manager-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იან ვან ეკმა Barrons-თან ინტერვიუში ივარაუდა პირველი კრიპტოვალუტის ფასის ზრდა 250.000 აშშ დოლარამდე. 

„მაგრამ ამას შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს. რთულია მისთვის დროის ჩარჩოს დადგენა“, - განაცხადა მან. 

ვან ეკის თქმით Bitcoin-ს დიდი მომავალი აქვს და უნდა მიაღწიოს ოქროს საბაზრო კაპიტალიზაციის ნახევარს, რაც დაახლოებით 10.6 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 

აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა პირველი კრიპტოვალუტის ეტაპობრივი მიღება ინსტიტუციონალური ინვესტორებისა და სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების მიერ. მან ასევე ხაზი გაუსვა ბლოკჩეინის სარგებელს ფინანსურ სისტემაში ეფექტურობის გაზრდისა და რისკის შემცირების კუთხით. 

ვან ეკის თქმით ინვესტორებმა კაპიტალის 0.5%-3% უნდა იქონიონ Bitcoin-ში, მაგრამ მან უფრო მეტი წილი გამოყო აქტივის წარმატების რწმენის გამო. ტოპ მენეჯერი ასევე ფლობს Ethereum-ს 2019 წლიდან და ოპტიმისტურად არის განწყობილი Altcoin-ის პერსპექტივის მიმართ. 

”მე მიყვარს რაღაცის ყიდვ, ჩემს პორტფელში მოთავსებ და ამაზე ფიქრის იდეა,” - განაცხადა მან. 

Bitcoin-ETF-თან დაკავშირებით VanEck-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას არ სურს დაამტკიცოს ინსტრუმენტი კრიპტო ბირჟებზე იურისდიქციის მიღებამდე. მას ეჭვი ეპარებოდა 2022 წელს აშშ-ის სენატის არჩევნების გამო შესაბამისი კანონპროექტის მიღებაში. 

მანამდე MicroStrategy-ის ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა Bitcoin-ს უწოდა „ყველაზე სანდო რამ არასტაბილურ სამყაროში“. 

შეგახსენებთ, რომ ივნისის დასაწყისში კრიპტო დერივატივების ბირჟა BitMEX-ის თანადამფუძნებელმა მაიკლ სეილორმა განაცხადა, რომ ციფრული ოქროს ფასმა უკვე მიაღწია მიმდინარე ციკლის ფსკერს. 

მაისის ბოლოს JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა Bitcoin-ის სამართლიან ფასად 38000 აშშ დოლარი დაასახელეს. 

Link to comment
Share on other sites

ამჯერათ ჯერ უბედური აბვალია კრიპტობაზრის და ვერ აჩერებენ, მოკლეთ კურსი წინა ორშაბათიდან (ნუ ფაქტიურათ 1 კვირაა პადრიათ ეცემა უკვე დიდი გამწვანებების გარეშე) 31700$-ან 23500$-მდე დააგდეს ეხლახან, რამდენზე დაეცემა კიდე არავინ არ იცის, ჯერ ვერ შემოატრიალეს და მარტო დაცემები მიდის ძირითადათ, ეხლა ისეთი ცუდი სიტუაციაა რომ 250000$ კი არა და 35000$ კურსზე ასვლაც გამიხარდებოდა პირველ ჯერზე, ყველაფერი კვდება და მაგიტომ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.