Jump to content

NVIDIA-მ განაახლა GeForce GTX 1630 და RTX 40 დაფების გამოშვების თარიღი


Recommended Posts

ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია GeForce GTX 1630 და RTX 40 სერიების გამოსვლის შესახებ, რასაც რამდენიმე წყარო ადასტურებს. 

image.jpeg 

NVIDIA ვიდეო დაფა GTX 1630-ის გამოშვებას მიმდინარე კვირაში აპირებდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ კომპანიამ განაახლა ემბარგოს გრაფიკი ამ მოდელზე. ზოგიერთი წყაროს ცნობით NVIDIA-მ წერილი გაუგზავნა თავის პარტნიორებს ახალი ემბარგოს თარიღით, რომელიც მითითებულია, როგორც "აუცილებლად გადასაწყვეტი". დროის გადავადება აიხსნება საჭირო კომპონენტების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებით. 

აღსანიშნავია, რომ GTX 1630 "GTMK" (Go To Market Kit) ხელმისაწვდომი გახდა 31 მაისს და AIB პარტნიორებმა უკვე გამოუშვეს პირველი გრაფიკული დაფები, რომლებიც ტესტირებას გადიან. ასევე დასრულდა და დამტკიცდა შეფუთვის დიზაინი. მმართველი პარტნიორები ამჟამად ელიან გამოშვების თარიღის განახლებას. 

image.png 

გარდა ამისა, გამოვიდა RTX 40 სერიის გამოშვების თარიღების განახლება. უახლესი ინფორმაციის თანახმად RTX 4090-ის გაშვება გადაიდო ერთი თვით აგვისტოდან სექტემბრამდე, RTX 4080 მოდელის -  ოქტომბრამდე და RTX 4070-სა - ნოემბრამდე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ გამორიცხავს ვადაზე ადრე ანონსის შესაძლებლობას. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს თარიღები არ არის საბოლოო. გრაფიკული პროცესორების ბაზარზე სიტუაცია სწრაფად იცვლება და სტიმული ახლა არის რაც შეიძლება მეტი RTX 30 გრაფიკული დაფის გაყიდვა, სანამ RTX 40 ხელმისაწვდომი გახდება. AIB პარტნიორები ელოდებიან ფასების შემცირებას RTX 30 სერიაზე, მაგრამ NVIDIA-ს ჯერ არ დაუდასტურებია ამგვარი გეგმის არსებობა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.