Jump to content

NVIDIA-მ თავის მოწინავე სისტემა DGX H100-სთვის Intel Xeon Sapphire Rapids პროცესორები აირჩია


Recommended Posts

დღესდღეობით პოპულარულ HPC სისტემებში ამაჩქარებლები ხშირად თამაშობენ წამყვან როლს წარმადობის უზრუნველყოფაში უნივერსალური გამოთვლითი ბირთვების უზარმაზარი მასივებით. თუმცა ყველა მათგანს დროულად სჭირდება „კვება“ მონაცემებით და აქ ინტერკონექტის გამტარუნარიანობა გამოდის წინა ხაზზე. ერთ დროს NVIDIA-მ DGX A100-ისთვის აირჩია AMD EPYC - იმ დროისთვის ერთადერთი მასიური CPU PCI Express 4.0-ის მხარდაჭერით. 

თუმცა Intel-მა მოახერხა და საბოლოოდ გაუმკლავდა ტექნოლოგიურ ჩამორჩენას ამ სფეროში ისე, რომ Sapphire Rapids თაობის Xeon პროცესორებმა მიიღეს არა მხოლოდ ახალი გაფართოებები, არამედ PCI Express 5.0/CXL-ის მხარდაჭერა. და ეს არის ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც NVIDIA-მ კონფერენცია BofA Securities 2022-ზე გამოაცხადა, რომ ახალი DGX H100 სისტემა გამოიყენებს Sapphire Rapids-ს და არა AMD EPYC Genoa-ს, თუმცა დედა დაფის დიზაინი ამ პროცესორისთვისაც იყო შემუშავებული. 

image.png 

DGX H100. წყარო: NVIDIA 

ახალი სისტემა მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს, მასში წარმოდგენილი იქნება ორ Xeon Sapphire Rapids პროცესორ, 2 ტბ სისტემურ მეხსიერება და Hopper არქიტექტურაზე დამყარებული რვა ერთეული NVIDIA H100 ამაჩქარებელი, რომლებიც გაერთიანებულია მეოთხე თაობის NVLink ინტერკონექტით. ამაჩქარებლების HBM3 მეხსიერების ჯამური მოცულობა იქნება 640 გბ, რაც საკმარისია საკმაოდ სერიოზული მანქანური სწავლების მოდელებისთვის; წარმადობა FP8 რეჟიმში 32 Pflops იქნება. 

მოწყობილობას ექნება ორი NVMe SSD -თითოეული 1.9 ტბ მოცულობით, მონაცემთა ინტეგრირებული საცავი შედგენილი იქნება 3.84 ტბ მოცულობის რვა NVMe U.2 დისკისგან. საკმაოდ საინტერესოა ქსელის ნაწილიც: DGX H100-ის მართვისთვის ხელმისაწვდომია 10GbE პორტი (50GbE ოფციურად), ძირითაი ქსელი წარმოდგენილია ConnectX-7 და DPU BlueField-3 400G ადაპტერებით. 

image.png 

წყარო: Intel 

კორპორაციის ხელმძღვანელმა ჯენსენ ჰუანგმა აღნიშნა, რომ NVIDIA გააგრძელებს x86 პროცესორების მხარდაჭერას, მათ შორის ახალი სუპერკომპიუტერებისთვის მიუხედავად საკუთარი Grace (Hopper) Arm-პროცესორების სერიის განვითარებისა. ამ ჩიპებში ასევე გამოყენებულია NVLink 4.0 სიჩქარით 900 გბ/წმ და გამოიყენება HGX პლატფორმაში. 

Intel Sapphire Rapids იმსახურებს ცალკე განსაკუთრებულ შექებას მისი "შესანიშნავი წარმადობისთვისრთნაკადიან რეჟიმში". ჰუანგმა აღნიშნა, რომ Intel-ის ახალი პროცესორი გადის ჰიპერსკალრების საკვალიფიკაციო ტესტირებას მიერ მთელ მსოფლიოში და ასევე იტესტება, როგორც მთავარი CPU NVIDIA-ს მომავალი სუპერკომპიუტერებისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.