Jump to content

Samsung-მა შექმნა ლეპტოპისთვის განკუთვნილი პირველი OLED დისპლეი 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით


Recommended Posts

კომპანია Samsung Display-მ განაცხადა, რომ შეიმუშავა მსოფლიოში პირველი OLED დისპლეი პორტატული კომპიუტერებისთვის, რომელიც ფლობს 240 ჰერც კადრის განახლების სიხშირეს. ახალი დისპლეი უკვე ჩაეშვა მასობრივ წარმოებაში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung 

პანელის ზომაა 15.6 დუიმი, გაფართოება - QHD - 2560 × 1440 პიქსელი. კონტრასტულობის დონეა 1 000 000:1, რეაგირების დრო - მხოლოდ 0.2 მილიწამი. 

მხარდაჭერილია VESA DisplayHDR 600 სერტიფიკატი. OLED მატრიცის წყალობით უზრუნველყოფილია მუქი შავი ფერი და უდიდესი ფერთა გამა. ლურჯი სპექტრის მცირე გამოსხივების წყალობით შემცირებულია თვალებზე დატვირთვა ხანგრძლივი გამოყენებისას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: SamMobile 

ერთ-ერთი პირველი ლეპტოპი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება Samsung-ის ახალი დისპლეი, იქნება მოდელი MSI Raider GE67 HX. ამ კომპიუტერის მაქსიმალურ კომპლექტაციაში მოცემული იქნება მე-12 თაობის Intel Core i9 პროცესორი და გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 3080 Ti. პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 11. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.