Jump to content

ევროკავშირმა მიიღო წინასწარი კანონი, რომლის თანახმად ყველა სმარტფონს 2024 წლიდან უნდა ჰქონდეს USB Type-C


Recommended Posts

ევროკავშირის ხელისუფლება დიდი ხანია გეგმავს მობილური ელექტრონიკის დამტენი მოწყობილობების უნიფიცირებას, რათა შემცირდეს გარემოზე ზიანის მიყენება ყოველი გაჯეტის ახალი დამტენით უზრუნველყოფის აუცილებლობით. მიმდინარე კვირაში მიღებულ იქნა წინასწარი შეთანხმება და საბოლოო დამტკიცების შემდეგ იგი ძალაში შევა 2024 წლის შემოდგომიიდან. შედეგად მობილური მოწყობილობების ყველა მწარმოებელი ვალდებული იქნება მოწყობილობები წარმოადგინოს USB Type-C პორტით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

ევროპაში დამტენების ერთიანი სტანდარტის განხილვა გასულ წელს დაიწყო. მისი განხორციელება, წინასწარი შეფასებით, დაზოგავს 250 მილიონ ევროს წელიწადში. შემდეგ ეტაპზე შეთანხმებას ევროპარლამენტმა და ამ ბლოკის 27 ქვეყანამ უნდა მოაწერო ხელი. მობილური ელექტრონიკის მწარმოებლებს მოეთხოვებათ ევროპაში გაყიდული ყველა მოწყობილობის გადაყვანა USB Type-C პორტით დამუხტვაზე 2024 წლის შემოდგომიდან. სმარტფონებისა და პლანშეტების გარდა ერთიანი დამტენი პორტით უნდა იყოს აღჭურვილი ლექტრონული წამკითხველები და ციფრული კამერები. 

„ევროპელ მომხმარებლებს შეეძლებათ გამოიყენონ ერთი დამტენი ყველა მობილური ელექტრონიკისთვის - ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მოხერხებულობის გაზრდისა და ნარჩენების შემცირებისკენ“, - განაცხადა ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა. ამ პერსპექტივას თავდაპირველად Apple-ის ოფიციალური პირების ნეგატიური რეაქცია მოჰყვა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ევროკომისიის მიდგომა დამუხტვის პორტების გაერთიანებასთან დაკავშირებით შეზღუდავს ინოვაციებს. 

გასული თვის შუა რიცხვებში ცნობილმა ექსპერტმა Ming-Chi Kuo-მ განაცხადა, რომ Apple უკვე ტესტავს USB Type-C პორტით აღჭურვილი სმარტფონის პროტოტიპებს. იმის გათვალისწინებით, რომ iPad და Mac უკვე გადაერთნენ USB Type-C კონექტორის გამოყენებაზე, iPhone-ისთვის ასეთი მიგრაცია მხოლოდ დროის საკითხია. ევროკავშირის ხელისუფლება ამჟამად უბიძგებს Apple-ს, შეწყვიტოს Lightning კონექტორის გამოყენება სმარტფონების დასატენად და მას, ალბათ, მოუწევს ამ გადაწყვეტილებასთან შეგუება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.