Jump to content

Intel-მა გააზიარა Arc Alchemist დესკტოპ ვიდეო დაფის რეალური ფოტოები


Recommended Posts

კიბერსპორტულ ღონისძიება Intel Extreme Masters (IEM) 2022-ზე დალასში (აშშ) კომპანია Intel-მა წარმოადგინა Arc Alchemist-ის დისკრეტული დესკტოპ გრაფიკული ამაჩქარებელი. ახალი ვიდეო დაფის ფოტოები Twitter-ის ერთმა მომხმარებელმა გააზიარა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Twitter / @theBryceIsRT 

Intel არ მიუთითებს ვიდეო დაფის კონკრეტულ მოდელს. თუმცა იგი ძალიან ჰგავს იმ დაფას, რომელიც კომპანიის მიერ მარტში წარმოდგენილ სარეკლამო რგოლში ფიგურირებდა. იმ დროს Intel-მა აღნიშნა, რომ ამაჩქარებელი მიეკუთვნება გარკვეულ შეზღუდულ სერიას (Limited Edition) და გამოვა ზაფხულში. ამჟამად კომპანია ახალ ვიდეო დაფას ცოცხლად გვიჩვენებს. 

ფოტოებიდან ჩანს, რომ ვიდეო დაფას ორი ქულერი აქვს. პორტალი VideoCardz მიიჩნევს, რომ ფოტოზე მოცემულია 32 Xe ბირთვის მქონე პროცესორ Intel ACM-G10-ის ბაზაზე აგებული მოდელი. შესაბამისად, იგი შესაძლოა იყოს Arc A770, ან ფლაგმანური Arc A780. სავსებით სარწმუნოა, რომ დაფას ექნება 16 გბ GDDR6 მეხსიერება. გარდა ამისა, მას აქვს 8- და 6-პინიანი კონექტორები დამატებითი კვებისთვის. 

image.jpeg 

უფრო ადრეული ცნობების მიხედვით Intel Arc Alchemist-ის ფლაგმანური დესკტოპ მოდელი შეძლებს კონკურენციის გაწევას ისეთი ვიდეო დაფებისთვის, როგორებიცაა Radeon RX 6700 და GeForce RTX 3070. 

image.jpeg 

სამწუხაროდ, კომპანიას ჯერ არ დაუკონკრეტებია ზუსტად როდის აპირებს Arc სერიის დესკტოპ გრაფიკის გამოშვებას. Intel ამჟამად ორიენტირებულია ამავე სერიის ამაჩქარებლების მობილური ვერსიების გამოშვებაზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.