Jump to content

24-ბირთვიანი Intel Raptor Lake-ის ნიმუში გამოჩნდა Arc A770 ვიდეო დაფის ტესტში


Recommended Posts

ვებ-გვერდ UserBenchmark-ის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა 24-ბირთვიანი Intel Raptor Lake პროცესორი Intel Arc A770 დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლით. როგორც ჩანს, კომპიუტერის ორივე სამომავლო კომპონენტი ამჟამად აქტიურ ტესტირების ფაზას გადის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

საინტერესოა ის, რომ სატესტო სისტემაში გამოყენებული იყო DDR5-4800 სტანდარტის 32 გბ ოპერატიული მეხსიერება. უახლესი ინფორმაციის თანახმად Raptor Lake პროცესორები იმუშავებენ DDR5-5200 მეხსიერების უფრო სწრაფ მოდულებთან დამატებითი აჩქარების გარეშე. 

თავად Raptor Lake-ის ინჟინრულ ნიმუშს აქვს 8 მაღალი წარმადობის და 16 ენერგოეფექტური ბირთვი. ტესტის ფარგლებში პროცესორის მაქსიმალურმა სიხშირემ შეადგინა 4.6 გჰც, რაც მოსალოდნელზე დაბალია, თუმცა სატესტო ჩიპის კვალობაზე ცუდი ნამდვილად არ არის. მიიჩნევა, რომ მე-13 თაობის Core ჩიპებს შეეძლება ავტომატური აჩქარება 5.5 გჰც-მდე რამდენიმე ბირთვზე. 

image.png 

ფოტოს წყარო: UserBenchmark 

Intel Arc A770 დისკრეტული ამაჩქარებლის ძალიან დაბალი გრაფიკული წარმადობა სრულად აიხსნება იმით, რომ ვიდეო ბარათი მხოლოდ 1 გბ მეხსიერებას იყენებდა. 

შეგახსენებთ, რომ დესკტოპ დისკრეტული Arc Alchemist ვიდეო დაფების გამოშვებას მიმდინარე წლის ზაფხულში გეგმავს, Raptor Lake პროცესორების გამოსვლა კი მოსალოდნელია შემოდგომაზე და ისინი AMD Ryzen 7000 სერიის ჩიპების პირდაპირი კონკურენტები გახდებიან. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.