Jump to content

GPU-ის გაყიდვები 19%-ით შემცირდა, Intel-მა კი უკვე დაიწყო AMD-სა და NVIDIA-სთვის დისკრეტული ვიდეო დაფების ბაზრის წილის წართმევა


Recommended Posts

Jon Peddie Research-ის სტატისტიკის მიხედვით პირველ კვარტალში ყველა ტიპის პერსონალური კომპიუტერისთვის განკუთვნილი გრაფიკული პროდუქტების მიწოდება გასულ კვარტალთან შედარებით 6.2%-ით, 96 მილიონ ერთეულამდე შემცირდა, წლიურ შედარებაში კი ვარდნამ 19% შეადგინა. დისკრეტული გრაფიკის სეგმენტში საკუთარი პრეტენზიები გამოაცხადა კომპანია Intel-მა, რომელსაც ამჟამად შეუძლია ბაზრის წილის მხოლოდ 4-5%-ის დაკავება, თუმცა უკვე დისკომფორტს უქმნის AMD-ს ლეპტოპების სეგმენტში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

Jon Peddie Research-ის ანგარიშის მიხედვით Intel-ის მიერ პირველ კვარტალში მიწოდებული გრაფიკული პროდუქტების რაოდენობა (ინტეგრირებული და დისკრეტული) კომპიუტერების სეგმენტში მცირდება 8.7%-ით. AMD-ის შემთხვევაში კლებამ შეადგინა 1.5%, ხოლო NVIDIA-მ შეძლო 3.2%-იანი ზრდის დაფიქსირება, თუმცა ამისთვის იგი დესკტოპ ვიდეო დაფებზე არსებულ მაღალ მოთხოვნას უნდა უმადლოდეს.  

ჯამში დესკტოპ ვიდეო დაფების სეგმენტში პირველ კვარტალში რეალიზაციის მოცულობა 1.4%-ით შემცირდა. ცენტრალური პროცესორების ბაზარი შემცირდა 10.8 %-ით, წლიურ შედარებაში კი - 26.2%-ით. ცხადია, გრაფიკული ბაზარი ნაკლებად მცირდებოდა პროცესორებთან შედარებით, ამიტომ გრაფიკულსა და ცენტრალურ პროცესორებს შორის პროპორციამ პერსონალური კომპიუტერების სეგმენტში პირველ კვარტალში მიაღწია 129%-ს, რაც 5%-ით აღემატება გასული წლის მეოთხე კვარტლის შედეგს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეულ ცენტრალურ პროცესორზე მოდიოდა 1.29 გრაფიკული პროცესორი ინტეგრირებული გრაფიკის ჩათვლით. პარალელურად აღინიშნა, რომ პირველ კვარტალში პლანშეტების მიწოდების მოცულობა 16.5%-ით შემცირდა. 

image.png 

ფოტოს წყარო: Jon Peddie Research 

პერსონალური კომპიუტერების გრაფიკის ბაზარზე დომინანტ Intel-ს წარმატებით უწევენ კონკურენციას. გასული წლის პირველ კვარტალში კომპანია აკონტროლებდა ბაზრის 68%-ს, მეოთხე კვარტალში მისი წილი შემცირდა 62%-მდე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი - 60%-მდე. NVIDIA-ს წილი, რომელიც საკუთარ ინტერესებს ამ სეგმენტში ექსკლუზიურად დისკრეტული გრაფიკული გადაწყვეტილებებით იცავს, წელიწადის განმავლობაში 15-დან 21%-მდე გაიზარდა და თანმიმდევრულ შედარებაში რამდენიმე პროცენტული პუნქტით მოიმატა. 

კომპანია AMD გასული წლის პირველ კვარტალში აკონტროლებდა პერსონალური კომპიუტერების გრაფიკის ბაზრის 17%-ს, მეოთხე კვარტალში მისმა წილმა მოიმატა 1%-ით ისევე, როგორც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში. ამრიგად, AMD-მ თავისი მრავალფეროვანი გრაფიკული პროდუქტების წყალობით 19%-იანი პოზიცია გაიმყარა და საკმაოდ შესამჩნევად მიუახლოვდა NVIDIA-ს. 

დისკრეტული გრაფიკის სეგმენტში უპირატესობა კვლავ NVIDIA-ს მხარეზეა, AMD-ის პოზიციების შევიწროებას კი კომპანია Intel იწყებს. ცნობილია, რომ Intel ჯერჯერობით არ ახორციელებს დესკტოპ სეგმენტის დისკრეტული გრაფიკის მიწოდებას, სამაგიეროდ მობილურ სეგმენტში მან პარტნიორების მომარაგება ჯერ კიდევ გასული წლის მეოთხე კვარტალში დაიწყო. იმ დოს კომპანიამ შეძლო დისკრეტული გრაფიკის ბაზრის 5%-ის დაკავება, თუმცა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წილი 4%-მდე შემცირდა. 

image.png 

ფოტოს წყარო: Jon Peddie Research 

გასული წლის პირველ კვარტალში NVIDIA-მ და AMD-მ ბაზარი გაიყვეს 81:19 შეფარდებით (NVIDIA-ს უპირატესობით), მეოთხე კვარტალში კი Intel-მა დაიწყო დისკრეტული გრაფიკის მიწოდება ლეპტოპებისთვის, შედეგად AMD-ს ერთი პროცენტული პუნქტი გამოაკლდა, ხოლო NVIDIA-ს - სამზე ოდნავ მეტი. NVIDIA-მ გასული წელი დაასრულა დისკრეტული ბაზრის 78%-იანი წილით, თუმცა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შეძლო პოზიციის შენარჩუნება ამავე დონეზე, AMD-ს კი კიდევ ერთი პროცენტი წაართვა Intel-მა და დარჩა 17%. დამრგვალების გამო ეს მნიშვნელობები ყოველთვის არ იძლევა ჯამში 100%-ს, რაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ბაზრის დინამიკის გაანალიზებისას. 

Jon Peddie Research-ის ექსპერტების ვარაუდით კლების შემდეგ წლის ბოლომდე ბაზრის მოცულობა კვლავ გაიზრდება 2-3%-ით, ხოლო 2026 წლამდე პერიოდში წლიური საშუალო ზრდის ტემპი 6.3%-მდე იქნება. ამ პერიოდის ბოლოსთვის დისკრეტული გრაფიკის მქონე კომპიუტერების წილი პირველად ბაზარზე 46%-ს მიაღწევს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.