Jump to content

NVIDIA-მ განაცხადა, რომ გეიმინგ სეგმენტში Ampere-ის შემცვლელს წლის მეორე ნახევარში წარადგენს


Recommended Posts

NVIDIA-ს დამფუძნებელი Jensen Huang საკმაოდ სიტყვაძუნწია ახალი პროდუქტების შესახებ გაკეთებული კომენტარების მხრივ, თუმცა მსგავსი ტიპის ინფორმაციის ერთ-ერთი ია წყაროა კომპანიის ფინანსური დირექტორი Colette Kress, რომელმაც ახლახანს განაცხადა, რომ წლის ბოლომდე NVIDIA წარადგენს ახალ არქიტექტურას გეიმინგ სეგმენტში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

საინტერესო ის არის, რომ კვარტალური კონფერენციის მსვლელობისას კრესი ამ თემას შეეხო საკუთარი ინიციატივით ღონისძიებაზე მოწვეული ანალიტიკოსების შეკითხვების გარეშე. მეორე კვარტალში გეიმინგ სეგმენტიდან შემოსავლის მიღების შემცირების თანმიმდევრული შედარებისას ფინანსურმა დირექტორმა განმარტა: „ჩვენ ვემზადებით ახალ არქიტექტურაზე გადასვლისთვის მიმდინარე წლის დასასრულისკენ და შედეგად ველოდებით მეორე კვარტალში გეიმინგ სფეროდან შემოსავლის შემცირებას“. 

როგორც მოსალოდნელია, მეორე კვარტალში NVIDIA-ს გეიმინგ შემოსავალი შესაბამისი დროის შედარებით შესაძოა შემცირდეს 10-20%-ით, თუმცა წლიურ ჭრილში მაინც ზრდა იქნება. ასეთ დინამიკაზე საკმაოდ დიდ გავლენას მოახდენს ჩინეთის ლოქდაუნები და უკრაინაში მიმდინარე ომი.  

მასთან კოლეტ კრესი ხაზს უსვამს, რომ Ampere შესანიშნავი არქიტექტურაა და კვლავ ისარგებლებს მაღალი მოთხოვნით. GeForce RTX 30 სერიის ვიდეო დაფები დემონსტრირებს გაყიდვების საუკეთესო დინამიკას მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში 2020 წლის შემოდგომაზე დაანონსებიდან მოყოლებული დღემდე. პერსონალური კომპიუტერების პლატფორმამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მოიზიდა დაახლოებით 100 მილიონი ახალი გეიმერი. RTX-ის მხარდაჭერის მქონე თამაშების რაოდენობა წელიწადში ორჯერ გაიზარდა 250 დასახელებამდე, ამ ტექნოლოგიაზე წვდომის მქონე, Geforce-ის მომხმარებლების რაოდენობა კი NVIDIA-ს შეფასებით ერთ მესამედს უახლოვდება. 

ძირითადი პროცესები, რომლებიც ახალ გრაფიკულ არქიტექტურაზე მიგრაციას უკავშირდება, კოლეტ კრესის თქმით წლის მეორე ნახევარში განხორციელდება. ეს უნდა იქნას გაგებული როგორც გეიმინგ, ასევე სერვერის სეგმენტებთან მიმართებაში. მაგალითად, სერვერული სეგმენტის Hopper მესამე კვარტალში გამოვა, თუმცა ამ არქიტექტურაზე დამყარებული პროდუქტების მიწოდება კალენდარული წლის ბოლოს დაიწყება. „ახალი პროდუქტების უმეტესი ნაწილი გამოვა მიწოდების მასშტაბირების პარალელურად წლის მეორე ნახევარში“, - აღნიშნა კოლეტ კრესმა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.