Jump to content

MediaTek-მა დააანონსა Wi-Fi 7 ჩიპები კორპორატიული და სამომხმარებლო პროდუქტებისთვის


Recommended Posts

კომპანია MediaTek-მა დააანონსა ახალი ჩიპები Filogic 880 და Filogic 380 Wi-Fi 7-ის მხარდაჭერითა და მაღალი სიჩქარით, რომლებიც განკუთვნილია კორპორატიული და სამომხმარებლო მოწყობილობების ფართო სპექტრში გამოყენებისთვის. ახალი ჩიპები იქნება ერთ-ერთი პირველი Wi-Fi 7 პროდუქტები ბაზარზე, მათი მეშვეობით მწარმოებელი კომპანიები შეძლებენ მომხმარებლებს შესთავაზონ მოწინავე ტექნოლოგიაზე დამყარებული პროდუქტები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: trecebits.com 

ჩიპი Filogic 880 დამზადებულია 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და წარმოადგენს Wi-Fi 7 პლატფორმას ოთხბირთვიან პროცესორ Cortex A73-ის ბაზაზე, რომელიც უზრუნველყოფს 36 გბ/წმ-მდე სიჩქარეს. პროდუქტი განკუთვნილია მაღალი წარმადობის მარშრუტიზატორებში გამოყენებისთვის. 

image.jpeg 

მეორე სიახლეა ჩიპი Filogic 380, რომელიც ასევე მზადდება 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და გამოიყენება სმარტფონებში, პლანშეტებში, ტელევიზორებში, ტვ-ბოქსებსა და სხვა ტექნიკაში. ჩიპი უზრუნველყოფს ქსელთან კავშირს 2.4, 5 და 6 გჰც დიაპაზონებში, აქვს 320 მჰც-მდე არხის მხარდაჭერა და 5 გბ/წმ-მდე სიჩქარე არხზე. მხარდაჭერილია 2х2 MIMO და Bluetooth 5.3. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MediaTek 

უსადენო კავშირის ჩვენი მოწყობილობები განკუთვნილია მაქსიმალური წარმადობის უზრუნველყოფისთვის მოწინავე ტექნოლოგიების მეშვეობით და ასახავენ MediaTek-ის სწრაფვას - მოხდეს ახალ ბაზრებზე Wi-Fi 7-ის დანერგვის სტიმულირება. Filogic 880 და Filogic 380 ჩიპების მეშვეობით ჩვენი მომხმარებლები უზრუნველყოფილნი იქნებიან სწრაფი, საიმედო კავშირით ინდუსტრიის მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“ - აცხადებს MediaTek-ის კორპორატიული ვიცე-პრეზიდენტი Alan Hsu. 

შეგახსენებთ, რომ Wi-Fi 7 სტანდარტის საბოლოო ვერსია ჯერ არ არის სერტიფიცირებული. უკვე ცნობილია სტანდარტის ძირითადი მახასიათებლები, მაგრამ მისი საბოლოო ვერსიის გამოსვლა მოსალოდნელია 2024 წელს. ეს ნიშნავს, რომ Wi-Fi 7-ის მხარდაჭერის მქონე სამომხმარებლო მოწყობილობები ბაზარზე რამდენიმე წელიწადში გამოჩნდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.