Jump to content

Corsair-მა წარადგინა თავისი პირველი გეიმინგ ლეპტოპი Voyager a1600 - Ryzen 6000HS, Radeon RX 6800M და Apple Touch Bar-ის ანალოგი


Recommended Posts

Corsair უკვე დიდი ხანია ერთ-ერთი ლიდერია გეიმინგ აქსესუარების, მეხსიერების და კომპიუტერების ბაზარზე. კომპანიამ ამჯერად წარადგინა თავისი პირველი გეიმინგ ლეპტოპი - Voyager a1600 AMD Advantage Edition, რომელიც აგებულია AMD-ის მოწინავე გადაწყვეტილებების საფუძველზე და აღჭურვილია Touch Bar-ის ანალოგით - OLED სენსორული პანელით, რომელიც წარსულში Apple MacBook Pro ლეპტოპებში გამოიყენებოდა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Corsair 

ლეპტოპს აქვს 16-დუიმიანი IPS დისპლეი გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი (შეესაბამება QHD+ ფორმატს), რომელიც ფერთა გადმოცემის მაღალ სიზუსტეს უზრუნველყოფს. პანელის გვერდების შეფარდებაა 16:10, კადრის განახლების სიხშირე 240 ჰერცი და მხარდაჭერილია ტექნოლოგია AMD FreeSync Premium, რომელიც გეიმინგ პროცესის დინამიურობას აუმჯობესებს კადრების გაწყვეტისა და არტეფაქტების მოგვარების ხარჯზე. მოწყობილობაში წარმოდგენილია 1080p გაფართოების მქონე ვებ-კამერა. 

image.jpeg 

მომხმარებლებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ AMD Ryzen 7 6800HS ან  Ryzen 9 6900HS პროცესორების მქონე ვერსიებს შორის. ორივე შემთხვევაში ლეპტოპი დაკომპლექტებულია გრაფიკული ამაჩქარებლით AMD Radeon RX 6800M. კონფიგურაციაში შედის 32 ან 64 გბ ოპერატიული მეხსიერება Corsair Vengeance DDR5 SO-DIMM, აგრეთვე 1 ან 2 ტბ მოცულობის SSD. 

image.jpeg 

ხალი ლეპტოპის ერთ-ერთი თვალსაჩინო მახასიათებელია სენსორული პანელი, რომელიც კლავიატურის ქვემოთ არის განთავსებული. ხელმისაწვდომია ათ დამატებით კონფიგურირებად კლავიშ სხვადასხვა ფუნქციზე სწრაფი წვდომისთვის. სენსორული პანელის მშაობას უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფა Elgato Steam Deck. საინტერესოა ის, რომ მომხმარებელს შეუძ₾ია წვდომა მიიღოს სენსორულ პანელზე მაშინაც კი, როდესაც მოწყობილობა დახურულია. თავად კლავიატურა დამზადებულია მექანიკურ გადამრთველ Cherry MX Ultra-Low Profile-ზე და დამატებული აქვს RGB-განათება. 

image.jpeg 

აუდიო სისტემა წარმოდგენილია ტექნოლოგია Dolby Atmos-ის მხარდაჭერის მქონე ორი დინამიკით. ლეპტოპის ავტონომიურობას უზრუნველყოფს 6410 მა/სთ მოცულობის ბატარეა. ხელმისაწვდომია უსადენო დაპატერები Wi-Fi 6E და Bluetooth 5.2. კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ორი ინტერფეისი Thunderbolt 3, ერთი USB 3.2 Gen2 Type-C, ერთი USB 3.2 Gen1 Type-A, ქარდრიდერი და აუდიოკონექტორი. 

გეიმინგ ლეპტოპები Corsair Voyager a1600 წარმოდგენილი იქნება ოპერაციულ სისტემა  Windows 11 Home-ით. მოდელი პროცესორით Ryzen 7 6800HS, 32 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და 1 ტბ მყარი დისკით შეფასებულია 2700 აშშ დოლარად, ხოლო ვერსია, რომელსაც აქვს პროცესორი Ryzen 9 6900HS, 64 გბ ოპერატიული მეხსიერება და 2 ტბ SSD - ღირს 3000 აშშ დოლარი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.