Jump to content

მობილური გრაფიკა AMD Radeon RX 6300M გამოჩნდა Geekbench 5-ზე


Recommended Posts

იანვარში კომპანია AMD-მ დააანონსა დაბალბიუჯეტური მობილური ვიდეოდაფა Radeon RX 6300M, თუმცა ამ გრაფიკის მქონე კომპიუტერები ბაზარზე ჯერჯერობით შემოსული არ იყო. როგორც ჩანს, ეს ვითარება მალე შეიცვლება. ეს ამაჩქარებელი გამოჩნდა Geekbench 5-ის ტესტში, სადაც დააფიქსირა საკმაოდ სუსტი წარმადობა და ჩამორჩა თითქმის თანაბარ GeForce MX450-ს - NVIDIA-ს წინა თაობის საბაზისო დონის ვიდეო დაფას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

AMD Radeon RX 6300M - ეს არის საწყისი დონის ვიდეო დაფა RDNA 2 არქიტექტურით. მას აქვს 12 გამომთვლელი ბლოკი და 768 ნაკადური პროცესორი კრისტალ Navi 24-ზე. GDDR6 ვიდეომეხსიერების მოცულობა შეადგენს მხოლოდ 2 გბ-ს, Infinity Cache-ის კი - 8 მბ-ს. AMD-მ საგრძნობლად შეამცირა GPU-ის ტაქტის სიხშირე 1512 მჰც-მდე, ამ ყველაფრის შედეგად მიღწეულ იქნა მხოლოდ 25 ვატი და უფრო ნაკლები ენერგომოხმარება. ბირთვების იგივე რაოდენობაა წარმოდგენილი Ryzen 6000 სერიის პროცესორების ინტეგრირებულ Radeon 680M-ში, თუმცა მათი ტაქტის სიხშირე 2.4 გჰც-ია - დისკრეტული ადაპტერის ერთადერთი უპირატესობა გამოდის უფრო სწრაფი GDDR6. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: geekbench.com 

Geekbench 5-ის ბაზაში ვიდეო დაფა Radeon RX 6300M გამოჩნდა მონობლოკ HP Zhan 99 Pro G9-ის შემადგენლობაში, რომელშც ასევე წარმოდგენილი იყო ჩიპი Intel Core i7-12700 (Alder Lake) და 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, რაც დესკტოპ პროცესორისა და მობილური გრაფიკის არასტანდარტულ შერწყმას წარმოადგენს. OpenCL ტესტში ვიდეოდაფამ მოაგროვა 30044 ქულა, Vulkan-ში- 24371. თანამედროვე გრაფიკისთვის ეს საკმაოდ მოკრძალებული შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ დაახლოებით ასეთივე მახასიათებლები აქვს წინა თაობის NVIDIA MX450-ს: OpenCL-ში 29000, ხოლო Vulkan-ში მეტიც კი - 24688 ქულა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: geekbench.com 

ჯერ მაინც ნაადრევია დასკვნების გაკეთება, რადგან Geekbench 5-ის შედეგები ყოველთვის არ ასახავს ვიდეო დაფის წარმადობას თამაშებში - შესაძლოა, ვითარება გეიმინგ ტესტებში შეიცვალოს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.