Jump to content

Goldman Sachs: კრიპტობაზრის ვარდნამ უმნიშვნელო გავლენა იქონია აშშ-ის ეკონომიკაზე


Recommended Posts

image.png 

აქციებისა და ობლიგაციების ღირებულების კლებამ უფრო დიდი გავლენა მოახდინა აშშ-მაცხოვრებლების დანაზოგებზე, ვიდრე კრიპტოვალუტების ნეგატიურმა გადაფასება. ამ დასკვნამდე მივიდნენ Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები, წერს CoinDesk. 

Bitcoin-ის და სხვა ციფრული აქტივების ფასის დაცემას შეზღუდული გავლენა ექნება მთლიან მოთხოვნაზე ამგვარი ინვესტიციების მასშტაბის გამო. 

ექსპერტების გამოთვლით აშშ-ის მოქალაქეები ფლობენ 1.3 ტრილიონი აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაციის დაახლოებით მესამედს. შიდა მეურნეობების წმინდა დაგროვებული კაპიტალი 150 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს (2021 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით). 

ფასების ამჟამინდელმა კლებამ სავარაუდოდ ციფრული აქტივების შეფასება დაახლოებით 300 მლრდ აშშ დოლარით შეამცირა. დღესდღეობით მათი წილი მხოლოდ 0.3%-ს შეადგენს, გამოთვალეს ანალიტიკოსებმა. შედარებისთვის: აქციები შეადგენდა წმინდა დაგროვებული კაპიტალის 33%-ს. ფასიანი ქაღალდების ღირებულების კლებამ აქციონერები ჯამში 8 ტრილიონი აშშ დოლარით გააღარიბა. 

აშშ-ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ TerraUSD-თან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის გამო ფინანსური სტაბილურობისთვის საფრთხე არ არსებობს. 

Chainalysis-ის ექსპერტებმა 2021 წელს აშშ-ს მაცხოვრებლების კრიპტოვალუტებში ინვესტიციებიდან მიღებული მოგება 47 მლრდ აშშ დოლარად შეაფასეს. 

 

Link to comment
Share on other sites

მანდ პირიქით მოხდა, აქციები რომ ეცემოდა და დოუ ჯონსის ინდექსი ბიტკოინმა და სხვა კოინებმაც დაიწყო სერიოზული დაცემა, მაგას მერე დაემატა ლუნაკოინის კრახი და მაგან მთლათ დააგდო ბაზარი, ეხლა ნელ-ნელა რაღაცას ცოდვილობენ ისევ 2500$ მაინც რომ აიყვანონ მინიმუმ ეთერეუმი და 35000$ მიუახლოვდეს ბიტკოინი, ეგაა ალბათ პირველი პლანი კურსის აწევის, რამდენათ გამოუვათ ისევ დოუ ჯონსზე და სხვა ნიუანსებზე იქნება დამოკიდებული, ლუნაკოინის პატრონს კი სუდში უჩივიან ინვესტორები სერიოზული სანქციებით, მაგრამ ძალიან რთული იქნება დაჯარიმება თუ ვერაფერი დაუმტკიცეს რომ მართლა ქონდა სგოვორს ადგილი და განგებ კაპიტალის გასუხარებას, რაც შეეხება ივნისის ბოლოს ეთერეუმის 1300$ და ბიტკოინის დაცემას 20000$ ფარგლებში, თეორიულათ შეიძლება ეგ მოხდეს, მაგრამ თუ 3-4 ივისისთვის 35000$ მიუახლოვდება ბიტკოინი და 2400$ მაინც ეთერეუმი მცირეა მაინც ეგეთი შანსი რომ ეგრე დააგდებენ კურსს, მაინც დიდ გავლენას იქონიებს დოუ ჯონსის ინდექსის კურსი თუ დარჩა 30000 ზევით ინდექსი მეეჭვება 30000$ ბევრათ ქვემოთ დააგდონ ბიტკოინი, თუ მთლათ გაზრდა დაიწყო ისევ 34000-35000 ბიტკოინიც რამდენიმე ათასით კიდე გაიზრდება, აი მაგას უნდა ადევნო თვალი და გამოჩნდება უფრო კარგათ რანაირათ განვითარდება მოვლენები, ლუნაკოინის აჟიოტაჟი და პანიკაც ჩაივლის და ჩემი აზრით მერე უფრო შემოყრიათ დიდ აბიომებში უკან გატანილ თანხებს, სხვათაშორის ეგ კორეელი ლუნაკოინის პატრონი არ კარგავს ოპტიმიზმს და მაინც არ ეშვება მაგ კოინს, ბოლომდე ვიბრძოლებო და ვეცდებიო კოინის ამოქაჩვას, თუმცა მაგის შანსები საკმაოთ მცირეა მასეთი კრახის შემდეგ, რაც არ უნდა იყოს 10 ცენტზე ზევით ვერაფრის დიდებით ვერ აწიეს მაგ კოინზე ფასი, თუმცა 1$ არც არასდროს უნდა ჩამოცდენილიყო, ინვესტორებმა ასობით მილიონი დაკარგა, ბევრმა კი ბოლო ინვესტიციები მაგ პროექტში, ეხლაც 6 ცენტზეა ფასი გაჩერებული და 7 ცენტზე ზევით არც ასულა ბოლო 24 საათში, დიდი ალბათობით კიდე უფრო დაეცემა შემდგომში, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ კრიპტობაზრის საინვესტიციო პოტენციალი გაცილებით მაღალია ვიდრე ტერაკოინები და ეგ ჩემი აზრით საბოლოო ჯამში დიდ გავლენას იქონიებს კურსის აწევის პერსპექტივაზე, მაგრამ თუ დოუ ჯონსი არ გამოკეთდება ეგრე დარჩება კურსი დაბალ ატმეტკებზე ჯერ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.