Jump to content

მსოფლიოში პირველი სუპერკომპიუტერი, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნური ინტელექტის მქონე Intel Habana ამაჩქარებლებზე, ტესტირებისთვის მზად არის


Recommended Posts

ახლახანს დაანონსდა ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებელ Intel Habana-ს მეორე თაობა, თუმცა ამ ჩიპების პირველ თაობაზე დამყარებული პირველი სერიოზული ხელოვნური ინტელექტის მქონე სუპერკომპიუტერი Voyager მხოლოდ ახლა აიწყო საბოლოოდ და მზად არის ექსპლუატაციისთვის. 

2021 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის სუპერკომპიუტერულმა ცენტრმა აირჩია Habana Labs-ის ამაჩქარებლები, რომლებიც მაშინ Intel-ის მიერ იყო შეძენილი მიექსპერიმენტულ სუპერკომპიუტერ Voyager-ისთვის. 

image.png 

სუპერკომპიუტერი Voyager. წყარო: SDSC 

Voyager მოიცავს Supermicro X12-ის 42 ნოუდს, თითოეული მათგანი აღჭურვილია მესამე თაობის წყვილი ჩვეულებრივი პროცესორით Intel Xeon Scalable და პირველი თაობის რვა Habana Gaudi ამაჩქარებლით. თითოეულ ამაჩქარებელს აქვს 32 გბ HBM მეხსიერება რვა ინფერენს-ამაჩქარებლით Habana Goya HL-100. რადგანაც სისტემა გათვლილია სუპერდიდ ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე, ძირითადი ინტერკონექტის სახით გამოიყენება 400GbE-ფაბრიკა RDMA-ით: თითოეულ სერვერს აქვს ექვსი ასეთი პორტი, დაკავშირებისთვის კი გამოიყენება არამბლოკავი კომუტატორები Arista. 

image.png 

პროექტ Voyager-ის ფაზები. წყარო: Intel 

საკმაოდ სერიოზული მახასიათებლების მიუხედავად Voyager-ისგან რეკორდებს არ უნდა ველოდოთ. მუშაობის პირველი სამი წლის განმავლობაში კომპიუტერს ელოდება სატესტო ფაზა, რომლის დროსაც მასზე წვდომას მიიღებენ მეცნიერებისა და მკვლევარების რჩეული გუნდები, მთელი ინფორმაცია კი გულმოდგინედ შეგროვდება და მოხდება შესწავლა. შემდეგი ფაზა გაგრძელდება ორი წელი და ამ პერიოდში Voyager-ზე წვდომა გახდება ბევრად თავისუფალი. ამ დროისთვის SDSC იმედოვნებს, რომ მოაგვარებს ყველა ხარვეზს, მოახდენს პროგრამულ უზრუნველყოფის ადაპტირებას და შეიმუშავებს სუპერკომპიუტერთან მუშაობის ყველაზე ოპტიმალურ მეთოდებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.