Jump to content

Bentley-ს პირველი ელექტრომობილის სიმძლავრე იქნება 1400 ცხენის ძალა და 100 კმ/სთ სიჩქარეს 1.5 წამში მიაღწევს


Recommended Posts

Bentley - საუკუნოვანი ბრიტანული საავტომობილო ბრენდი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია ხარისხითა და ლუქს კლასის მანქანებით, ელექტრომობილების ბაზარზე შემოდის ყველაზე სწრაფი სამომხმარებლო ელექტრომობილის წარდგენით. 

image.jpeg 

ლუქს კლასის ავტომობილების მწარმოებელი Bentley. Wuka/iStock 

დრე Bentley-მ განაცხადა ელექტრფიკაციის სტრატეგია "Beyond100"-ის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 2030 წლისთვის სრულიად ელექტრო ავტომობილებზე გადასვლას ხუთი ახალი BEV-ის მეშვეობით, რომლებიც ყოველწლიურად გამოვა 2025 წლიდან. 

Bentley-ს გენერალურმა დირექტორმა ადრიან ჰომარკმა განაცხადა, რომ კომპანიის პირველი ელექტრომობილი, რომლის გამოსვლა 2025 წელსაა დაგეგმილი, შეძლებს 1400 ცხენის ძალა სიმძლავრის (1044 კვტ) განვითარებას და 0-60 მილი/სთ (0-100 კმ/სთ) სიჩქარის განვითარებას სულ რაღაც 1.5 წამში. თუ ეს სიმართლეა, ახალი Bentley უკან ჩამოიტოვებს Lucid Air Dream Edition Performance-სა (1 111 ცხენის ძალა) და Tesla Model S Plaid-ს (1 020 ცხენის ძალა) დრაგ-რეისინგში. ეს მოდელები ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სამომხმარებლო ელექტრომობილებია, რომელთაც ორ წამზე ნაკლებ დროში შეუძლიათ ზემოთხსენებული სიჩქარის განვითარება. 

Automotive News Europe-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰოლმარკმა ისაუბრა კომპანიის პირველი ლუქს-ელექტრომობილის ზოგიერთი თამამი მახასიათებლისა და ფასების შესახებ. 

მისი თქმით, კომპანიას სურს ბაზარზე შესვლა მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ წარმოუდგენია არც ერთი სრულიად ელექტრო ავტომობილი. 

ახალი BEV აიწყობა Porsche-სა და Audi-ს მიერ შემუშავებულ პრემიუმ-კლასის ელექტრო პლატფორმაზე (PPE), ეს კომპანიები არიან VW Group-ის ქვედანაყოფები და Bentley-ს მფლობელები 1998 წლიდან. PPE უზრუნველყოფს Bentley-ს ბატარეების ტექნოლოგიით, ელექტრომობილების წამყვანი სისტემებისა და სალონის წყობის ტექნოლოგიებით, აგრეთვე ავტონომიური და დაკავშირებადი ავტომობილების პოტენციალით. 

Bentley-ს პირველი ელექტრომობილი წარმოებული იქნება ინგლისში, კომპანიის ქარხანაში. 

image.jpeg

Bentley EXP 100 GT-ს კონცეფცია 

ჰოლმარკმა ისაუბრა სამომავლო ელექტრომობილი „ბრუტალურ აჩქარებაზე“ და განაცხადა, რომ ეს არ იქნება მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელი, ამის ნაცვლად ეს იქნება „გადასწრება ძალისხმევის გარეშე“. მან განაცხადა: დიდ ბრიტანეთშ ადამიანების უმეტესობას მოსწონს აჩქარება 30-დან 70 მილი/სთ-მდე (50-113 კმ/სთ), გერმანიაში - 30-დან 150 მილი/სთ-მდე (50-240 კმ/სთ). ახლა ჩვენ გაგვაჩნია 650 ცხენის ძალა GT Speed-ში, BEV-ის შემთხვევაში კი სიმძლავრე ორჯერ მეტი იქნება. თუმცა, თუ განვიხილავთ აჩქარებას 0-დან 60 მილი/სთ-მდე, ეფექტი მცირდება. პრობლემა ის არის, რომ ეს არაკომფორტულია. 2.4 წამში 60 მლი/სთ სიჩქარის (100 კმ/სთ) განვითარება მფლობელისთვის ათჯერ უფრო სასიამოვნოა. ამაზე მეტის შემდეგ მას უბრალოდ გულისრევის შეგრძნება გაუჩნდება“.  

ეს არის ნამდვილი გადაჭარბებული სიჩქარე. მაგრამ სანერვიულო არაფერია.  ჰოლმარკის თქმით ექსტრემალური აჩქარების არჩევანი მომხმარებლის გადასაწყვეტი იქნება - ავტომობილის შეძენისას მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარების ვარიანტი 1.5 ან 2.7. წამ. 

კომპანიამ არ გაიზიარა დამატებითი ტექნიკური მახასიათებლები, მაგრამ განაცხადა, რომ დიზაინი დაფუძნებული იქნება Continental GT კუპეზე, Flying Spur სედანსა და Bentayga SUV-ზე. 

რაც შეეხება უსიამოვნო ამბებს, ჰოლმარკმა აღნიშნა, რომ ავტომობილის მინიმუმ ერთი ვარიანტი ეღირება 262 000 აშშ დოლარზე მეტი (250 000 ევრო). 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.