Magdalena Posted May 19, 2022 Share Posted May 19, 2022 კრიპტო მილიარდერმა, კრიპტო ბირჟა FTX-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა სემ ბენკმან-ფრიდმა გამოხატა აზრი, რომ Bitcoin-ს, როგორც ანგარიშსწორების საშუალებას, მომავალი არ აქვს. მილიარდერმა გააკრიტიკა Bitcoin-ის ტრანზაქციის შემოწმების სისტემა ეკოლოგიაზე მაღალი დატვირთვისა და არაეფეტურობის გამო. იგი მიიჩნევს, რომ ქსელს არ შეუძლია წამში მილიონი ტრანზაქციის დამუშავება. ამასთან, იგი აცხადებს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ Bitcoin-ების გადატანა მეორე დონის გადახდის პროტოკოლებზე, როგორიცაა Lightning. proof-of-stake ალგორითმის მქონე ქსელებს ამ პრობლემების გადაჭრა შეუძლიათ. თუმცა, წილის დამადასტურებელ ალგორითმზე Bitcoin-ის გადატანა რთული ამოცანა იქნება. Ethereum-ის დეველოპერები უკვე რამდენიმე წელია გეგმავენ ასეთ გადასვლას და ვადები მუდმივად ჭიანურდება. მიუხედავად იმისა, რომ ბენკმან-ფრიდს არ სჯერა Bitcoin-ის, როგორც საგადახდო ვალუტის, იგი მასში ხედავს ოქროს მსგავსად აქტივის, სასაქონლო და დაგროვების საშუალების პოტენციალს. გასულ კვირას კრიპტო ბაზარმა დიდი ვარდნა განიცადა Stablecoin Terra-ს კრახის შემდეგ. Bitcoin-ის ფასი ოდნავ გაიზარდა მინიმალური ღირებულებიდან, მაგრამ ღირს ორჯერ ნაკლები ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით, წერს Techspot. https://tinyurl.com/2d7w497r Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.