Jump to content

Qualcomm-ის ჩიპ Snapdragon 8 Gen 1+-ის ანონსი მიმდინარე კვირაში შედგება


Recommended Posts

image.jpeg 

კომპანია Qualcomm კარგად არის ცნობილი ენთუზიასტებისთვის, რომლებიც მობილური გაჯეტებით ინტერესდებიან - მისი ჩიპები განთავსებულია ყველა სეგმენტის სმარტფონებში, დაბალბიუჯეტურიდან დაწყებული - ტოპ ვერსიებით დამთავრებული. გულშემატკივრები დიდი ხანია ელოდნენ ინფორმაციას ახალ ფლაგმანურ SoC Snapdragon 8 Gen 1+-ის შესახებ და კომპანიამ საბოლოოდ დაადასტურა: ჩიპის პრეზენტაცია პარასკევს, 20 მაისს გაიმართება. ასევე წარმოდგენილი იქნება საშუალო დონის ერთკრისტალიანი სისტემა Snapdragon 7 Gen 1. 

Snapdragon 8 Gen 1+ ჩიპს, თუკი ინსაიდერების ინფორმაციას დავუჯერებთ, ექნება უფრო მძლავრი გრაფიკული პროცესორი, ვიდრე საბაზისო Gen 1 ვერსიას, აგრეთვე ახალი ჩიპი დამზადდება მსოფლიოში არსებული ერთ-ერთი მოწინავე ტექნოლოგიით - ტაივანური კომპანია TSMC-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. წარმოებისადმი ამგვარმა მიდგომამ უნდა გადაჭრას Qualcomm-ის ბოლო ფლაგმანური ჩიპების პრობლემები, როგორებიცაა Snapdragon 888 ჩიპის ძლიერად გაცხელება და შედეგად წარმადობის კარგვა ხანგრძლივ სტრეს-ტესტებში, ბენჩმარკებსა და თამაშებში. ამჟამად არსებული ცნობების თანახმად Snapdragon 8 Gen 1+ ჩიპის ბირთვების ფორმულა არ განსხვავდება Snapdragon 8 Gen 1-ის სტრუქტურისგან - წარმოდგენილი იქნება მთავარი მაღალი წარმადობის ბირთვი Cortex-X2 ტაქტის სიხშირით 3 გჰც (შესაძლოა ოდნავ მაღალი), სამი დამხმარე მაღალი წარმადობის ბირთვი Cortex-A710 და ოთხი ენერგოეფექტური Cortex-A510 ბირთვი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.