Magdalena Posted May 18, 2022 Share Posted May 18, 2022 ჯერ კიდევ გასულ წელს ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები ერთმანეთს შეხვდნენ პიტსბურგში, რათა განეხილათ თანამშრომლობა ნახევრადგამტარი კომპონენტების დეფიციტის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, რაც იმ დროისთვის მკვეთრად იგრძნობოდა საავტომობილო სეგმენტში. მიმდინარე კვირაში მოლაპარაკების მხარეები მზად არიან ჩამოაყალიბონ მიდგომა ინფორმაციის გაცვლისა და სუბსიდიების კოორდინაციისთვის ნახევარგამტარი ინდუსტრიის მხარდასაჭერად. ფოტოს წყარო: TSMC Reuters-ის ცნობით შესაბამის განცხადებებს ვაჭრობისა და ტექნოლოგიების საბჭოს (TTC) წარმომადგენლები გააკეთებენ, რომელშიც შედიან ოფიციალური პირები როგორც აშშ-დან, ასევე ევროპიდან. ორი რეგიონის ხელისუფლებას სურს კოორდინაცია გაუწიოს ნახევრადგამტარი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას, რათა თავიდან იქნას აცილებული თანხების არაეფექტური ხარჯვა, ასევე აღმოიფხვრას „სუბსიდიებისთვის შეჯიბრი“ მათი მიღების მსურველ კომპანიებს შორის. ზემოთხსენებული სამთავრობოთაშორისი ორგანო კოორდინაციას გაუწევს აშშ-ისა და ევროკავშირის ხელისუფლების ქმედებებს სხვა სფეროებში, დაწყებული ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ - დამთავრებული ამ იურისდიქციებში მსხვილი კორპორაციების საქმიანობის რეგულირების წესების დადგენით. შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა შეიმუშავეს (ან აპირებენ შეიმუშავონ) ცალკეული პროგრამები ჩიპების ადგილობრივი წარმოების განვითარების სუბსიდირების მიზნით. ამერიკის ხელისუფლება აპირებს 52 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფას შესაბამისი საჭიროებისთვის, ევროკავშირის ხელისუფლებამ კი მსგავსი მიზნებისთვის 43 მლრდ ევრო გამოყო. https://tinyurl.com/4dm2a67z Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.