Jump to content

შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ხელისუფლება შეიმუშავებს მექანიზმს სუბსიდიების კოორდინაციისთვის ნახევრადგამტარი ინდუსტრიის მხარდასაჭერად


Recommended Posts

ჯერ კიდევ გასულ წელს ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები ერთმანეთს შეხვდნენ პიტსბურგში, რათა განეხილათ თანამშრომლობა ნახევრადგამტარი კომპონენტების დეფიციტის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, რაც იმ დროისთვის მკვეთრად იგრძნობოდა საავტომობილო სეგმენტში. მიმდინარე კვირაში მოლაპარაკების მხარეები მზად არიან ჩამოაყალიბონ მიდგომა ინფორმაციის გაცვლისა და სუბსიდიების კოორდინაციისთვის ნახევარგამტარი ინდუსტრიის მხარდასაჭერად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: TSMC 

Reuters-ის ცნობით შესაბამის განცხადებებს ვაჭრობისა და ტექნოლოგიების საბჭოს (TTC) წარმომადგენლები გააკეთებენ, რომელშიც შედიან ოფიციალური პირები როგორც აშშ-დან, ასევე ევროპიდან. ორი რეგიონის ხელისუფლებას სურს კოორდინაცია გაუწიოს ნახევრადგამტარი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას, რათა თავიდან იქნას აცილებული თანხების არაეფექტური ხარჯვა, ასევე აღმოიფხვრას „სუბსიდიებისთვის შეჯიბრი“ მათი მიღების მსურველ კომპანიებს შორის. 

ზემოთხსენებული სამთავრობთაშორისი ორგანო კოორდინაციას გაუწევს აშშ-ისა და ევროკავშირის ხელისუფლების ქმედებებს სხვა სფეროებში, დაწყებული ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ - დამთავრებული ამ იურისდიქციებში მსხვილი კორპორაციების საქმიანობის რეგულირების წესების დადგენით. შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა შეიმუშავეს (ან აპირებენ შეიმუშავონ) ცალკეული პროგრამები ჩიპების ადგილობრივი წარმოების განვითარების სუბსიდირების მიზნით. ამერიკის ხელისუფლება აპირებს 52 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფას შესაბამისი საჭიროებისთვის, ევროკავშირის ხელისუფლებამ კი მსგავსი მიზნებისთვის 43 მლრდ ევრო გამოყო. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.