Magdalena Posted May 13, 2022 Share Posted May 13, 2022 კომპანია Samsung-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ტექნიკური დოკუმენტი, რომელშიც გადმოცემულია მომავალი თაობის 6G სტანდარტის ქსელთან დაკავშირებული გეგმები. დოკუმენტის სახელწოდებაა „ სპექტრი 6G: საზღვრების გაფართოება“. Samsung-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და პერსპექტიული კომუნიკაციების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა Seong-Jin Cho-მ განაცხადა: „ჩვენ დიდი ხანია დავიწყეთ 6G სტანდარტის გაგება, შემუშავება და სტანდარტიზება. მზად ვართ საკუთარ თავზე ავიღოთ ინიციატივა და გავაზიაროთ აღმოჩენები, რათა გავავრცელოთ ჩვენი ხედვები და მივიღოთ ახალი გამოცდილება ცხოვრების ყველა ასპექტთან მიმართებაში. ზოგადად, კომპანია მუშაობს ახალი თაობის სტანდარტის ბაზარზე შემოტანაზე“. 6G-სთვის საჭირო იქნება ულტრა ფართო გამტარუნარიანობის სპექტრი, რომელიც მერყეობს "ასობით მჰც-დან ათობით გჰც-მდე". ეს შესაძლებელს გახდის შეიქმნას მაღალი ხარისხის მობილური ჰოლოგრამები და ყოვლისმომცველი გაფართოებული რეალობა (XR). კომპანია ორიენტირებულია დაფარვის გაუმჯობესებაზე. ამ მიზნით განიხილება ყველა ხელმისაწვდომი დიაპაზონი - დაბალი 1 გჰც-მდე დიაპაზონით დაწყებული, საშუალო 1-დან 24 გჰც-მდე და მაღალი 24-დან 300 გჰც-თ დამთავრებული. Samsung ამტკიცებს, რომ 6G-ს სიჩქარემ შესაძლოა მაღწიოს 1 ტბ/წმ-ს, რაც ორმოცდაათჯერ აღემატება 5G ქსელის 20 გბ/წმ სიჩქარეს. 2021 წლის ივნისში ჩატარებულ ტესტებში კომპანიამ შეძლო 6 გბ/წმ მონაცემთა გადაცემის სიჩქარის მიღწევა 15 მეტრის დაშორებაზე შენობაში. 30 მეტრ მანძილზე სიჩქარემ შეადგინა 12 გბ/წმ. 120 მეტრი დისტანციისას სიჩქარემ მიაღწია 2.3 გბ/წმ-ს. https://tinyurl.com/yckzzeut Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.