Jump to content

Intel-მა წარადგინა 16-ბირთვიანი მობილური პროცესორები - მე-12 თაობის სერია Core HX


Recommended Posts

Intel-მა წარადგინა Alder Lake-HX - მობილური პროცესორები, რომლებიც განკუთვნილია მძლავრი სამუშაო სადგურის კლასის ლეპტოპებისთვის. ამასთან, სერიის ფლაგმანი Core i9-12950HX გახდა პირველი მობილური 16-ბირთვიანი CPU (რვა მაღალი წარმადობისა და რვა ენერგოეფექტური ბირთვით), რომელსაც შეუძლია იმუშაოს 5.0 გჰც-მდე სიხშირეზე. 

image.jpeg 

Intel მიიჩნევს, რომ ასეთი მძლავრი პროცესორები საინტერესო იქნება არა მხოლოდ პროფესიონალების, არამედ გეიმერებისთვისაც. როგორც განაცხადა Intel-ის სამომხმარებლო გამოთვლითი განყოფილების მობილური პროდუქტების მარკეტინგის უფროსმა დირექტორმა Daniel Rogers-მა, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო გეიმინგ პროცესორი არის Core i9-12900HK, ახალი HX სერიაც გამოსადეგია გეიმინგ ლეპტოპებისთვის. 

მე-12 თაობის Core HX სერიაში შევიდა შვიდი მოდელი 8-დან 16-მდე ბირთვების ფორმულებით 8P+8E, 6P+8E, 4P+8E და 4P+4E. ყველა მათგანს საკმაოდ მაღალი სიხშირეები გააჩნია. მაღალი წარმადობის ბირთვები ტურბორეჟიმში შესაძლებელია აჩქარდეს 4.4-5.0 გჰც-მდე მოდელის შესაბამისად, ენერგოეფექტური ბირთვების სიხშირის დიაპაზონი კი არის 3.1-3.6 გჰც. ამასთან, სერიის ყველა CPU-ს აქვს 55-ვატიანი სითბური პაკეტი და ტურბორეჟიმში მაქსიმალური ენერგომოხმარება - 157 ვატი. 

image.png 

როგორც Intel-ის წარმომადგენლებმა განმარტეს, Alder Lake-HX სერია აერთიანებს პროცესორებს, რომლებიც დაპროექტებულია დესკტოპის ნახევრადგამტარი კრისტალების საფუძველზე. ფაქტობრივად ესენია იგივე დესკტოპ Alder Lake, თუმცა ოპტიმიზებულია ენერგოეფექტურობაზე და გადატანილია BGA-პაკეტში. ამიტომ ასეთ პროცესორებს გააჩნია 16 PCIe 5.0 არხი გრაფიკულ დაფასთან მიერთებისთვის და 4 PCIe 4.0 არხი NVMe SSD-სთვის. ეს ფაქტი ცალკე აღნიშვნას იმსახურებს, რადგან Core i9-12900HK მოდელის მსგავს მობილურ პროცესორებში არ არის მხარდაჭერილი PCIe 5.0 სალტე. ამასთან, Alder Lake-HX პროცესორებში არ არის წარმოდგენილი ინტეგრირებული კონტროლერი Thunderbolt 4. 

image.png 

Alder Lake-HX-ზე დმყარებულ სისტემებს შეუძლია მუშაობა DDR5/LPDDR5 (სიხშირე 4800/5200 მჰც) და DDR4/LPDDR4 (სიხშირე 3200/4267 მჰც) სტანდარტების მეხსიერებებთან. მეხსიერების მოცულობა აღწევს 128 გბ-ს. მხარდაჭერილია ECC. 

მე-12 თაობის ყველა Core HX მოდელი განბლოკილია ოვერქლოქინგისთვის (გარკვეული შეზღუდვებით), აგრეთვე შესაძლებელია მასთან დაკავშირებული მეხსიერების აჩქარება. 

ოფიციალური მონაცემების თანახმად Core i9-12900HX სამუშაო აპლიკაციებში წარმადობით აღემატება Core i9-12900HK-ს, i9-11980HK-სა და Ryzen R9-6900HX-ს, თუმცა უპირატესობის კონკრეტული მასშტაბები არ სახელდება. 

image.png 

image.png 

გარდა ამისა, Intel-მა მოიყვანა Core i9-12900HX-ის ტესტირების შედეგები გრაფიკულ დაფა GeForce RTX 3080-ითა და DDR5-4800 მეხსიერებით, რის შედეგად ფიქსირდება FPS-ის სამნიშნა მაჩვენებელი პოპულარულ თამაშებში. 

image.png 

მე-12 თაობის Core HX სერიის პროცესორების ბაზაზე დამყარებულ მობილურ სამუშაო სადგურებს უახლოეს პერიოდში გამოუშვებენ Dell, HP, Lenovo და სხვა კომპანიები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.