Jump to content

ASUS-მა განაახლა ლეპტოპები Vivobook S14 და S15 OLED Intel-სა და AMD-ის უახლესი პროცესორებით


Recommended Posts

კომპანია ASUS-მა წარადგინა განახლებული ლეპტოპები Vivobook S14 და Vivobook S15 OLED. ახალი მოწყობილობები წარმოდგენილია პროცესორებით Intel Core i7-12700H, Core i5-12500H და AMD Ryzen 7 6800H. Intel-ის ჩიპებში გამოყენებულია ინტეგრირებული ამაჩქარებელი Iris Xe, AMD-ის პროცესორებში კი წარმოდგენილია უფრო მძლავრი გრაფიკა Radeon 680M. ყველა მოდელს აქვს 16 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება და 1 ტბ SSD. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

ASUS Vivobook S14 OLED წარმოდგენილია 14.5-დუიმიანი OLED ეკრანით, რომლის გაფართოებაა 2.8K (2880 × 1800 პიქსელი), გვერდების შეფარდებაა 16:10, კადრის განახლების სიხშირე - 90 ჰერცი. მოდელ Vivobook S15-ის ერთ მოდიფიკაციას აქვს OLED ეკრანი 2880 × 1620 პიქსელი გაფართოებით და გვერდების შეფარდებით 16:9, მეორე მოდიფიკაციას კი - FHD დისპლეი (1920 × 1080 პიქსელი). ორივე შემთხვევაში კადრის განახლების სიხშირე შეადგენს 120 ჰერცს. Vivobook S14 და S15 ლეპტოპების OLED ეკრანების დანარჩენი მახასიათებლები იდენტურია, მათ შორისაა 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა და მაქსიმალური სიკაშკაშე 600 კდ/2. 

გამოყენებული პროცესორების მიხედვით ლეპტოპებზე ხელმისაწვდომი იქნება ორი Thunderbolt 4.0 პორტი (Intel-ის ჩიპებში) ან USB 4.0 (AMD). უსადენო დაკავშირებისთვის გამოიყენება Wi-Fi 6E და Bluetooth 5.2 მოდულები. FHD-პანელის მოდელების პარალელურად ახალ ლეპტოპებს აქვს 70 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი 90-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. 

ASUS Vivobook S14-ისა და S15 OLED-ის გაყიდვა დაიწყება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.