Jump to content

Radeon RX 6950 XT-მ 3DMark-ის ზოგ ტესტში უკან მოიტოვა GeForce RTX 3090 Ti


Recommended Posts

გამოჩნდა AMD-ის განახლებული ვიდეო დაფების პირველი ტესტები 3Dmark-ზე. დაფებში წარმადობის კარგი ზრდა ფიქსირდება. 

image.jpeg 

AMD უახლოეს დროში გაანახლებს Radeon RX 6000 ვიდეო დაფების სერიას უფრო მაღალი ტაქტის სიხშირის მქონე მოდელებით. ცნობილი გახდა ეტალონური მოდელების მახასიათებლები. როგორ აისახება ეს წარმადობაზე და შეძლებს თუ ვერა სერიის ფლაგმანი NVIDIA GeForce RTX 3090 Ti-სთვის კონკურენციის გაწევას? რესურს Wccftech-მა გამოქვეყნა ახალი მოდელების 3Dmark ტესტები, ვიდეო დაფები საკმაოდ კარგად წარმოაჩენენ თავს. 

Wccftech-ის სპეციალისტებმა შეადგინეს შედეგების საკმაოდ დიდი არჩევანი 3DMark Fire Strike-ში, Time Spy-სა და Port Royal-ში, გადავხედოთ ზოგიერთ მათგანს. Fire Strike-ში AMD RDNA 2-ის ყველა გრაფიკული დაფა აფიქსირებს შთამბეჭდავ წარმადობას, მაგრამ ეს ტესტი უკვე საკმაოდ ძველია. Ultra რეჟიმში RX 6950 XT გრაფიკის ქულა იყო 15159, რაც მეტია GeForce RTX 3090 Ti-ზე. 3Dmark-ის მონაცემთა ბაზაში NVIDIA-ს ფლაგმანის შედეგების ყველაზე დიდი რაოდენობა არ აღემატება 15000 ქულას, ამით თავის მოწონება შეუძლიათ მხოლოდ OC მოდელებს, რომლებიც პირველ ორ ადგილს იკავებენ საერთო რეიტინგში. შედარებისთვის, შეგიძლიათ ნახოთ რესურს eTeknix-ის ბოლო ტესტი, GIGABYTE GAMING OC ვარიანტმა 14233 ქულა დააგროვა. 

image.png 

წყარო: Wccftech, eTeknix და Guru3D 

Port Royal-ში RX 6950 XT-ის გრაფიკულმა ქულამ შეადგინა 10824, ამავე, უფრო თანამედროვე სცენარში RTX 3090 Ti უფრო სრაფია. eTeknix-ის ანალოგიურ ტესტში მოდელი აგროვებს 14789 ქულას. Time Spy-ში RX 6950 XT ვიდეო დაფა აგროვებს 22209 ქულას და შეუძია კონკურენციის გაწევა RTX 3090 Ti-სთვის, Guru3D-ს ტესტში MSI SUPRIM X-ის შედეგმა შეადგინა 19698 ქულა, ხოლო Wccftech-ის მონაცემებით ძლიერად აჩქარებული RTX 3090 Ti აგროვებს 22408 ქულას. 

RX 6750 XT და RX 6650 XT მოდელებმა დააფიქსირეს საბაზისო ვერსიებთან შედარებით წარმადობის შესანიშნავი ზრდა 3DMark Time Spy-ში. პირველი მათგანი გახდა 7%-ით უფრო სწრაფი, წარმატებით მოიტოვა უკან RTX 3070 და მიუახლოვდა ამ ვიდეო დაფის Ti ვერსიას. RX 6650 XT მოდელი კი გახდა 17%-ით უფრო სწრაფი და მყარად გაიმაგრა პოზიცია საბაზისო ვერსიასა და RX 6700 XT-ს შორის. 

Link to comment
Share on other sites

On 5/6/2022 at 11:47 AM, Magdalena said:

Port Royal-ში RX 6950 XT-ის გრაფიკულმა ქულამ შეადგინა 10824

იგივე აიღო ჩემმა კარტამ

ანუ იგვე  XTXH ჩიპიანი კარტა არის + სწრაფი მეხსიერება

რა თქმა უნდა ეს კარტები არ უნდა იყიდოთ, წემ ბოლეე 6950

რდნა3 ორი ამდენი სიძლიერის იქნება წესით

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.