Jump to content

Intel მოამზადებს რობოტ-ყველგანმავლებს ვირტუალური უგზოობის პირობებში


Recommended Posts

NVIDIA-ს დამფუძნებელი ჯენსენ ჰუანგი (Jensen Huang) ავტომატური მართვის სატრანსპორტო საშუალებების სისტემების ვირტუალურ გარემოში ტესტირების აქტიური მომხრეა. კომპანია Intel-იც გეგმავს მსგავსი გამოცდების გადატანას ხარისხიანი საფარის მქონე სივრციდან უგზოობაში, რომელიც მხოლოდ ვირტუალურად არსებობს. შედეგად დაჩქარდება რობოტიზებული ყველგანმავლების შექმნის პროცესი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

ვებ-გვერდზე განთავსებული პრეს-რელიზის თანახმად კორპორაცია Intel-მა მიიღო ამერიკულ სააგენტო DARPA-ს მხარდაჭერა, რომელიც აფინანსებს სხვადასხვა სახის თავდაცვით ინიციატივას, რომლებიც უკავშირდება რობოტიზებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის სიმულირებული გარემოს შექმნას. ასეთი ტექნოლოგიების სრულყოფა სამხედრო ტექნიკის მწარმოებლებს საშუალებას მისცემს შექმნან რობოტიზებული მანქანები, რომელთა მართვა შესაძლებელი იქნება დისტანციურად და ავტომატურად. 

სისტემა Intel CARLA საშუალებას იძლევა შეიქმნას უხეში რელიეფის მქონე ვრცელი ვირტუალური ლანდშაფტები ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, შემდეგ კი ეს სივრცე გამოყენებულ იქნას მაღალი გამავლობის თვითმავალი მანქანების ტესტების სიმულაციისთვის. ვირტუალურ სივრცეში მიღებული უნარების შემდგომ გამოყენება შესაძლებელია რეალური ტექნიკის ნიმუშების აპარატულ უზრუნველყოფაში, რაც დააჩქარებს შემუშავებას. პროექტი გათვლილია ხუთ წელზე, მის ფარგლებში Intel მოიზიდავს ტეხასის უნივერსიტეტისა და ბარსელონაში არსებული კომპიუტერული ხედვის ცენტრის რესურსებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.