Magdalena Posted April 29, 2022 Share Posted April 29, 2022 კომპანია GIGABYTE-მა წარადგინა AERO 5 XE4-73JP614SH, ლეპტოპი მე-12 თაობის Core პროცესორით, GeForce RTX 3070 Ti ვიდეო დაფით და OLED-ეკრანით. მისი ფასი დაახლოებით 3000 აშშ დოლარი იქნება. ლეპტოპი გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, რომელიც შთაგონებელია სპორტული ავტომობილის აეროდინამიკით. დისპლეის აქვს Samsung-ის 4K OLED პანელი 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამის მხარდაჭერით, თავსებადია DisplayHDR 400 TRUE BLACK-თან, კონტრასტულობის კოეფიციენტი კი არის 100 000:1. ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებია: პროცესორი Core i7-12700H, 16 გბ მეხსიერება, 1 ტბ მოცულობის NVMe SSD, გრაფიკული პროცესორი GeForce RTX 3070 Ti (8 გბ), Samsung-ის OLED-პანელი გაფართოებით 3840 x 2160 პიქსელი, ოპერაციული სისტემა Windows 11. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია Thunderbolt 4, სამი USB 3.0, ერთი HDMI 2.1, Mini DisplayPort 1.4, UHS-II თავსებადი მოწყობილობა SD-ბარათის წაკითხვისთვის, 2,5 Gigabit Ethernet, Wi-Fi 6, Bluetooth 5.2+LE, HD-ready ვებ კამერა და ა.შ. ბატარეის მოცულობაა 99 ვტ/სთ, ავტონომიური მუშაობის დრო - 7 საათი. ლეპტოპის ზომაა 357 x 254 x 23.6 მმ, წონა - 2.3 კგ. https://tinyurl.com/3v7ejz4w Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.