Jump to content

შედგა Poco F4 GT-ის ანონსი Snapdragon Gen1-ითა და 120-ჰერციანი ეკრანით


Recommended Posts

ახალი თაობის Poco F სმარტფონები გამოსაშვებად მზადდება და მათგან პირველი არის Poco F4 GT. ეს მოწყობილობა გვთავაზობს ფლაგმანურ Snapdragon 8 Gen 1 პროცესორს და დამუხტვის გაზრდილ სიჩქარეს, გვაცნობებს GSMArena. 

image.jpeg 

სმარტფონში წარმოდგენილია ტექნოლოგია LiquidCool 3.0, რაც ნიშნავს გაგრილების ორი ამაორთქლებელი კამერის არსებობას. წინა მოდელ Poco F3-ში გამოიყენებოდა ამ ტექნოლოგიის 1.0 ვერსია. ამაორთქლებელი კამერების ზომა 170%-ით გაიზარდა. 

გრაფიკული პროცესორი Adreno 730 გახდა 50%-ით უფრო სწრაფი და უზრუნველყოფს გამოსახულების გამოტანას 6.67-დუიმიან AMOLED ეკრანზე. ეს არის 10-ბიტიანი პანელი 1 მლრდ ფერითა და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. DisplayMate-ის წყალობით ეკრანს მინიჭა A+ 15 პარამეტრში ჩანაწერების დაყენებით ან გამეორებით. 

ეკრანის შეხების დისკრეტიზაციაა 480 ჰერცი - F3 მოდელის შემთხვევაში 360 ჰერცია. გეიმერებისთვის განკუთვნილი ღილაკები გამოცდილია ასზე მეტ პოპულარულ თამაშში. ისინი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მიზნებისთვის, როგორიცაა კამერის ჩართვა. 

image.jpeg 

მოწყობილობას აქვს 120 ვატი სიმძლავრის დამუხტვის სისტემა HyperCharge. 4700 მა/სთ მოცულობის ბატარეის დამუხტვა 100%-ზე შესაძლებელია 17 წუთში. მეორე რეჟიმის გამოყენებით სმარტფონი გეიმინგის პროცესისას იმუხტება 27 წუთში. სპეციალური USB-C სადენი გამოსაყენებლად მოსახერხებელია, თუკი მოწყობილობას ჰორიზონტალურად დაიჭერთ. 

სმარტფონის უკანა მხარეს განთავსებულია 64-მეგაპიქსელიანი კამერა სენსორით Sony IMX686 1/1,73 (პიქსელების ზომაა 0.8 მკმ და 1.6 მკმ გაერთიანებისას) დიაფრაგმით f/1,9. მის გვერდით მოცემულია ფართოკუთხიანი 8 მპ კამერა (120°, f/2.2) და 2-მეგაპიქსელიანი მაკრო. ფრონტალური კამერა 20-მეგაპიქსელიანია და აგებულია სენსორზე Sony IMX596. უკანა ხარეს მოცემულია RGB განათება შეტყობინებების, დამუხტვის ინდიკაციისა და თამაშებისთვის. 

image.jpeg 

Poco F4 GT გაყიდვაში გამოვა 28 აპრილს რამდენიმე რეგიონის ინტერნეტ-მაღაზიებში. იგი წარმოდგენილი იქნება შავი, ვერცხლისფერი და ყვითელი ფერების ვარიანტებად. საბაზისო 8/128 ვერსიის ფასია 600 ევრო, 12/256 ვერსია კი ღირს 700 ევრო. ორივე შემთხვევაში ესენია LPDDR5 და UFS 3.1 სტანდარტის მეხსიერება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.