Jump to content

AMD ამზადებს ტექნოლოგია EXPO-ს DDR5-ის ავტომატური აჩქარებისთვის - იგი Intel XMP 3.0-ის ანალოგი იქნება


Recommended Posts

მიმდინარე წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ AMD ამზადებს ახალ ტექნოლოგიას DDR5 ოპერატიული მეხსიერების ავტომატური აჩქარებისთვის, სახელწოდებით AMD RAMP (Ryzen Accelerated Memory Profile) Socket AM5 პლატფორმის და Ryzen 7000 (Raphael) პროცესორებისთვის. უახლესი ინფორმაციით ამ ტექნოლოგიას შესაძლოა სხვა სახელი ჰქონდეს - AMD EXPO. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

რესურს Videocardz-მა მოიპოვა გარკვეული დეტალები ტექნოლოგია EXPO-ს ანუ EXtended Profiles for Overclocking-ის შესახებ. იგი უნდა გახდეს პროფილ Intel XMP 3.0-ისთვის საპასუხო ნაბიჯი, რომელიც გამოიყენება ოპერატიული მეხსიერების აჩქარებისთვის Intel Alder Lake სისტემებში. სავაჭრო ნიშანი EXPO კომპანია AMD-მ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში დაარეგისტრირა. აღწერის თანახმად იგი ნამდვილად ოპერატიულ მეხსიერებასთან მუშაობას უკავშირდება. თუმცა განმარტებისას კომპანია პირდაპირ არ მიუთითებს, კონკრეტულად რა მიზნით იქნება EXPO გამოყენებული. 

image.png 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

Videocardz-ის მონაცემებით EXPO გამოყენებული იქნება ორი ტიპის DDR5 ოპერატიული მეხსიერების აჩქარებული პროფილების შენახვისთვის. პირველი ტიპი ოპტიმიზებული იქნება მაღალი სიჩქარის მეხსიერებასთან მუშაობაზე, მეორე - უზრუნველყოფს მცირე შეყოვნებას DDR5-თან მუშაობისას. წყაროებზე დაყრდნობით რესურსი აღნიშნავს, რომ მეორე სახის პროფილები ძირითადი არ იქნება. 

ასევე აღნიშნულია, რომ AMD EXPO იმუშავებს ნებისმიერი ტიპის DDR5 მეხსიერებასთან - UDIMM, RDIMM და SO-DIMM. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოპერატიული მეხსიერების პროფილების აჩქარების მხარდაჭერა გამოჩნდება არა მხოლოდ კომპიუტერებში, არამედ ამა თუ იმ ფორმით შეიძლება განხორციელდეს ლეპტოპებზე, რომლებიც დაფუძნებული იქნება AMD-ის სამომავლო მობილურ პროცესორებზე, ასევე სამუშაო სადგურებზე. შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელ მობილურ Ryzen 6000 (Rembrandt) მოდელებზე მხარდაჭერილია მხოლოდ DDR5-4800 და LPDDR5-6400 მეხსიერების სტანდარტებ. 

AMD-მ ადრე განაცხადა, რომ აპირებს DDR5 მეხსიერების აჩქარების ავანას ახალ დონეზე Zen 4 არქიტექტურის მქონე Ryzen 7000 ჩიპების მეშვეობით. „ჩვენი პირველი გეიმინგ პლატფორმა DDR5-ის მხარდაჭერით იქნება Raphael. და მისი ერთ-ერთი აღსანიშნავი მახასიათებელია ის, რომ ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ დიდი ფურორის მოხდენას მეხსიერების აჩქარებით. სიჩქარე, რომელიც შეუძლებელი გეგონათ, შესაძლებელი იქნება“ - განაცხადა AMD-ის მეხსიერების ტექნოლოგიების საკითხების ინჟინერმა Joseph Tao-მ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.