Jump to content

AMD-მ წარადგინა 6-ნანომეტრიანი პროცესორები Ryzen PRO 6000 პროფესიონალური ლეპტოპებისთვის


Recommended Posts

კომპანია AMD-მ ოფიციალურად წარადგინა მობილური პროცესორები Ryzen PRO 6000 (Rembrandt). ჩიპები დამყარებულია 6-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და გამოყენებულია ბირთვების არქიტექტურა Zen 3+. Ryzen PRO 6000 პროცესორების სერია წარმოდგენილია მოდელებით, რომელთაც აქვთ რვამდე ბირთვი 16-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით, სამუშაო სიხშირე კი შეადგენს 4.9 გჰც-ს. ახალი პროცესორები გამოყენებული იქნება პროფესიონალურ სამუშაო სადგურებში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

Ryzen PRO 6000 პროცესორების სერია შედგება U და H სერიის მოდელებისგან. პირველი მათგანისთვის დამახასიათებელია TDP-ის დონე 15-დან 30 ვატამდე, სტანდარტული ენერგომოხმარება კი 28 ვატს შეადგენს. მეორე სერიის ჩიპებს კი აქვთ 35 ვატი ენერგომოხმარება (მოდელები HS ინდექსით) და 45 ვატი (H ინდექსის მქონე მოდელები). L2 და L3 ქეშ-მეხსიერების ჯამური მოცულობა შეადგენს 10, 19 ან 20 მბ-ს მოდელის შესაბამისად. 

image.jpeg 

Ryzen PRO 6000H სერიის მოდელებს აქვთ 6 ან 8 ბირთვი 12 ან 16 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით, შესაბამისად. ამ მოდელების საბაზისო სიხშირის დიაპაზონი 3.2-დან 3.3 გჰც-მდე, ავტომატური აჩქარების რეჟიმში სიხშირე იზრდება 4.5-4.9 გჰც-მდე, მოდელის შესაბამისად. 

image.jpeg 

Ryzen PRO 6000U სერიის პროცესორებსაც აქვთ 6 ან 8 ფიზიკური ბირთვი 12 ან 16 ნაკადის მხარდაჭერით, შესაბამისად. საბაზისო სიხშირე შეადგენს 2.7-2.9 გჰც-ს, მაქსიმალური - 4.5-4.7 გჰც-ს. 

image.jpeg 

Ryzen PRO 6000 მოდელების პარალელურად კომპანია AMD-მ წარადგინა პროცესორები Ryzen PRO 5х75, რომლებიც დამყარებულია 7-ნანომეტრიან არქიტექტურა Zen 3-ზე და აქვს ინტეგრირებული გრაფიკა Radeon Vega. სერიაში შევიდა სამი მოდელი: ოთხბირთვიანი Ryzen 3 PRO 5475U სიხშირის დიაპაზონით 2.7-4.1 გჰც, ექვსბირთვიანი Ryzen 5 PRO 5675U სიხშირით 2.3-4.3 გჰც და რვაბირთვიანი Ryzen 7 PRO 5875U, რომელიც მუშაობს 2.0-დან 4.5 გჰც სიხშირეზე. ყველა მათგანს აქვს თითო ბირთვზე ორი ნაკადის მხარდაჭერა. 

Ryzen PRO 6000 სერიის პროცესორების ერთ-ერთ განსაკუთრებულ მახასიათებლად AMD ასახელებს გაზრდილ წარმადობას და ავტონომიურობას. კომპანიის თქმით ახალ პროცესორებზე დამყარებული სისტემები უზრუნველყოფენ 29 საათამდე ავტონომიურ მუშაობას. მაგალითის სახით მოყვანილია მოდელი Ryzen 7 PRO 6850U. 

image.png 

image.png 

15 ვატი TDP-ის დონის მქონე ჩიპებზე გამოცხადებულია 10%-მდე გამომთვლელი წარმადობის მატება, 28 ვატი ენერგომოხმარების ჩიპების შემთხვევაში კი უპირატესობა შეადგენს 30%-ს გასული თაობის 15-ვატიან მოდელებთან შედარებით. გარდა ამისა, კომპანია აღნიშნავს ინტეგრირებული RDNA 2 გრაფიკის 50%-მდე მეტ წარმადობას 15-ვატიანი მოდელების შემთხვევაში და გრაფიკის 110%-მდე მეტ წარმადობას 28-ვატიანი მოდელების შემთხვევაში Ryzen PRO 5000 (Cezanne) სერიის 15-ვატიან მოდელებთან შედარებით. 

image.png 

Ryzen PRO 6000 და Ryzen PRO 5x75 სერიების ახალი პროცესორები პირველ რიგში გამოჩნდება HP-სა და Lenovo-ს ლეპტოპების შემადგენლობაში. 

image.jpeg 

image.jpeg 

image.jpeg 

AMD პროცესორებზე დაფუძნებული ლეპტოპების ხელმისაწვდომობის შესახებ AMD-ს ჯერჯერობით არაფერი გამოუცხადებია. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.