Jump to content

ვიდეო დაფა AMD Radeon RX 6650 XT-ს ექნება აჩქარებული ჩიპი Navi 23 და უფრო სწრაფი მეხსიერება


Recommended Posts

image.jpeg 

ოვერქლოქერებისა და კომპიუტერის ენთუზიასტებისთვის კარგად ცნობილმა პორტალ Videocardz-მა განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით გამოსვლისთვის მზადებაში არსებული გრაფიკული ამაჩქარებელი AMD Radeon RX 6650 XT დამყარებული იქნება იმავე ჩიპ Navi 23-ზე, რაზეც ორიგინალი RX 6600 XT, თუმცა ახალი დაფის ქარხნული აჩქარება ბევრად საგრძნობი იქნება: 2486-2689 მჰც 2382-2593 მჰც-ის ნაცვლად. 

ვიდეო მეხსიერებას რაც შეეხება, დაფას ექნება 8 გბ GDDR6 სიჩქარით 17.5 ან 18 გბ/წმ - RX 6600 XT-ის მაჩვენებელი 16 გბ/წმ-ია. დიდი ალბათობით, GPU-ისა და მეხსიერების აჩქარება ახალ დაფას რამდენიმეპროცენტიან უპირატესობას მიანიჭებს სხვადასხვა თამაშში, თუმცა უპირატესობა შესაძლოა უფრო სერიოზული აღმოჩნდეს, თუკი AMD-ის ინჟინრებს რამე სახის არქიტექტურული ოპტიმიზაცია აქვთ გაკეთებული. ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის დადასტურებული ინფორმაცია, თუ როგორია RX 6650 XT-ის ენერგომოხმარების დონე და მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელი საუბრობს ვიდეო დაფის მიერ 600 ვატი ენერგიის გამოყენების მიზანშეწონილობაზე, ასეთი სიმძლავრე სავარაუდოდ ძალიან გადაჭარბებულია. 
Radeon RX 6950 XT, RX 6750 XT და RX 6650 XT გრაფიკული ამაჩქარებლები წარდგენა მოხდება 10 მაისს. მათი გამოშვების მასშტაბები და გაყიდვაში გამოსული ეგზემპლარების რაოდენობა რთულად შესაფასებელია - მაინინგის ციებ-ცხელების მინელების მიუხედავად ადეკვატური ფასის მქონე დაფები შესაძლოა მაინც არ იყოს ყველა მსურველისთვის სამყოფი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.