Jump to content

მაინინგის დაწყება მინდა, მჭირდება რჩევები


Recommended Posts

გამარჯობა.

გადავწყვიტე ინვესტიცია მაინინგის დასაწყებად. დეტალები არ მომიძიებია და მაინტერესებს რა არის საჭირო დასაწყებად. 

რა თქმა უნდა პირველ რიგში ვიდეოკარტები დამჭირდება.
რომელი კარტაა დღეს ყველაზე ოპტიმალური?
მეორადის ყიდვა ჯობია თუ ახლის?
ვნახე RX 6600, RX 6700, RTX 3060 და ა.შ... Whattomine -  ზე დავთვალე და ვნახე, რომ დაახლოებით 8-10 თვეში თავის ღირებულებას იღებენ.
ასევე მაინტერესებს რამდენად ღირს დღეს ამ საქმის დაწყება.

დიდი მადლობა წინასწარ.

Link to comment
Share on other sites

ინვესტიციას აქვს მნიშვნელობა, ფულიც მაგის მიხედვით კეთდება და ნამაინინგარის მოგვიანებით ვაჭრობაც მაინერის სიმძლავრეზე იქნება დამოკიდებული, ნუ ამ ეტაპზე ალბათ 3080Ti ყველაზე კარგი ვარიანტია 3000 სერიია LHR კარტებიდან ფასი-წარმადობით, დებს დაახლოებით 90მჰ.სეკ ცალი ეგეთი კარტა ეთერეუმის ალგოზე, ღირს თუ არა ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული, თუ არ აგრძალავენ და გაიზრდება ფასი, ყველა ვარიანტში ღირს დაჟე მაქსიმუმ ორჯერ რომც გაიზარდოს ფასი რამდენიმე წლის შემდეგ მაინც კარგ მოგებას მოგიტანს, ანუ აქვს მაგას მნიშვნელობა გაიზრდება თუ არა ფასი ლონგ რანში, ცალი ეგეთი კარტა კარგათ თუ მოუვლი და ნორმა გაგრილება-კვებით 3-4 წელი მაინც მუშაობს, მაქსიმუმ კი შეიძლება 5-6 წელიც იმუშავოს ნორმა პირობებში, ამიტომ რასაც ჩადებ უნდა ამოიღოს რამდენიმე წლის შემდეგ და მერე უკვე პლიუსში წახვალ, აღარაფერს ვიძახი უკვე უფასო დენზე (მთლიანათ შეგიძლია სახლში დენის ფულის გადახდა ნამაინინგარი თანხიდან) და თამაშებზე, რა თქმა უნდა თუ თამაშობ და გაქვს მაგისთვის სისტემა, ეგეც ფაქტიურათ უფასოა, ბევრისთვის შეიძლება საკმაოთ აქტუალურიც იყოს, კარტის გარდა კვებაც მნიშვნელოვანია, სსდ-ოპერები, პროცესორი  და მაზერი ისეთი აქტუალური არაა, არაა საჭირო ძვირიანის ყიდვა, როგორც წესი უბრალოც საკმარისია

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მადლობა, ჯორჯ.

გუშინ ვეძებდი Whattomine - ზე ოპტიმალურ ვარიანტს და გავსინჯე 6700xt ბარათები. $600 ის ფარგლებში შეიძლება შოვნა და $6-7 k - ის ინვესტიციით შემეძლო 10 ცალი მეყიდა. 

შენი აზრით ჯობია 3080ti ავიღო? ამ ფასად 5ც არ მომდის და როგორც შევადარე 5x 3080ti უფრო ცოტას შოულობს ვიდრე 10x 6700xt.

 

რამდენად შეინარჩუნებს 3080ti იმ ფასს რაც ახლა აქვს? როცა გაყიდვა მომინდება, 2-3 წლის შემდეგ, ნახევარ ფასში (2-2.5კ GEL -ად)  გაიყიდება? ხომ არ ჯობია დაბალფასიანი ავიღო?

Link to comment
Share on other sites

კარგია ეგეც, ერთადერთი 10 ცალ კარტას შეიძლება ორი რიგი დაჭირდეს უკვე და არა ერთი, ანუ ორი მაზერი, ორი სსდ, კვებაც უფრო მეტი შნურების გამო, 10 ცალის გაფუჭების სანსიც იზრდება მაინც, 1-2 შეიძლება მალე გაძვრეს უფრო სული, მაგის შემდეგ კი სხვაობა აღარც იქნება ან რამე უპირატესობა, ეგ რომ არა კი 1,5-1.8$ მეტს დაგიდებს დღეში ეგეთი ვარიანტი, ორივეს შემთხვევაში ეთერეუმის მაინინგი ჯობია ალბათ მაინც, 17,5-19$ თემაა დღეში 10 6700X დააყენებ თუ 5 ცალ 3080Ti, მაგის გარდა 5 კარტის გაწმენა უფრო ადვილია ვიდრე ორი 5 კარტიანი რიგის თუნდაც, მე 3 თვეში ერთხელ ვწმინდავ და დღემდე მშვენივრათ უბერავს 2018 წლის მაისში აწყობილი 1080X4+1080Ti კარტიანი რიგი ეთერეუმზე, პრინციპში კონტროლი და აწყობაც უფრო ადვილია 5 კარტიანის ვიდრე 10 კარტიანი რიგის, ბევრი დრო უნდა უფრო და თვალთვალი, 1-2 კარტა თუ გაჯიუტდა დამატებით დროს დაგაკარგიებს, ანუ აქვს თავისი მინუსები მრავალკარტიან რიგებს, სხსვა მხრივ როგორც წესი ჯობია ხოლმე, ნუ 5 ცალი 3080Ti გაყიდვა უფრო ადვილი იქნება დაჟე გეიმერებზე ვიდრე 10 6700X, მე ეგრე მგონია, ეხლა ნელ-ნელა დაეცემა ფასები, არ ვიცი შეიძლება ჯობია ზაფხულისთვის იყიდო უკვე მაქსიმალურათ იაფათ

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

2 minutes ago, George said:

კარგია ეგეც, ერთადერთი 10 ცალ კარტას შეიძლება ორი რიგი დაჭირდეს უკვე და არა ერთი, ანუ ორი მაზერი, ორი სსდ, კვებაც უფრო მეტი შნურების გამო, 10 ცალის გაფუჭების სანსიც იზრდება მაინც, 1-2 შეიძლება მალე გაძვრეს უფრო სული, მაგის შემდეგ კი სხვაობა აღარც იქნება ან რამე უპირატესობა, ეგ რომ არა კი 1,5-1.8$ მეტს დაგიდებს დღეში ეგეთი ვარიანტი, ორივეს შემთხვევაში ეთერეუმის მაინინგი ჯობია ალბათ მაინც, 17,5-19$ თემაა დღეში 10 6700X დააყენებ თუ 5 ცალ 3080Ti

კი, კი, ეთერეუმის მაინინგს ვაპირებ. 

ჰო, 2 რიგი ზრდის ფასს ნამდვილად, მაგაზე არ მიფიქრია. ისე არ შეიძლება, რომ 10-15 კარტა ერთ რიგზე ჩავაბა? დაბალი პერფორმანსი აქვს თუ საერთოდ შეუძლებელია?

 

სხვაობა მართლა 1-2$ - ია და უკვე გაფუჭების შანსზეც უნდა ვიფიქროთ და ასევე ფასის შენარჩუნებაზე. 

რადგან ორივე მოქმედებს უკვე რენტაბელურობაზე. 

რაც შეეხება წინა პოსტში დაწერილ გეიმინგის შესაძლებლობაზე და უფასო დენზე, წარმოიდგინე ეგ ბენეფიტები აღარ არსებობს. 
არ ვთამაშობ ხოლმე და დენს კი ისედაც 20-25 ლარს ვიხდი

Link to comment
Share on other sites

10 უკვე პრობლემურია, იმიტომ კი არა რომ მაზერს არა აქვს მაგდენი კარტის საპორტი, უბრალოთ პროცესორი აღარ ყოფნის ნორმალურათ და ბოთლის ყელის გამო ცალი კარტის ჰეშრეიტი ეცემა, ამიტომ 5-6 კარტაზე მეტი ცალ რიგზე არ ღირს, ლინუქსზე აქვთ ხოლმე 8-10 კარტიანებიც, მეტი მანდაც გაჭირდება უკვე ძლიერ პროცესორზეც კი ალბათ, ჩემი აზრით 1-2$ მართლა არაა ის სხვაობა რომ ორჯერ მეტი კარტა იყიდო და ორი რიგი გაუშვა ერთის მაგივრათ, თუმცა შენი გადასაწყვეტია

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

გასაგებია. 

ანუ, როგორც ამ ლინკზე ვხედავ, 1ც 3080ti შოულობს $3 დღეში. თუ მის 1300-1500 იან ღირებულებას გავითვალისწინებთ წელიწადზე მეტი სჭირდება, რომ თავი ამოიღოს და შემდეგ წელიწადში 100% იან მოგებაზე გავიდეს. სწორად ვითვლი, არა?

უკეთესი ვარიანტი ჯერჯერობით არ არსებობს?

ამ ლინკზე  წერს რომ 1 ც RTX3080 ტოვებს დღში $3.37 - ს, ხოლო აქ  1ც RTX 3080ti ტოვებს $3.02 - ს, რა ლოგიკით? მაშინ 3080 ის აღება არ ჯობია ti - ს აღებას?

კარტების ფასში $300 - ია სხვაობა. 

3080: https://www.newegg.com/gigabyte-geforce-rtx-3080-gv-n3080gaming-oc-10gd/p/N82E16814932459?Item=N82E16814932459&Description=Rtx 3080&cm_re=Rtx_3080-_-14-932-459-_-Product&quicklink=true

3080ti: https://www.newegg.com/gigabyte-geforce-rtx-3080-ti-gv-n308tgaming-oc-12gd/p/N82E16814932436

Link to comment
Share on other sites

3080 სამნაირი არსებობს ეხლა უკვე, პირველია საუკეთესო FHR, ანუ აგრანიჩენიის გარეშე 10გბ VRAM, თერმობალიშების გამოცვლით მინიმუმ 100მჰ.სეკ დებდს ცალი, მერე გამოუშვეს ისევ 10გბ მაგრამ უკვე აგრანიჩენიით LHR, ეგ უკვე მაქს 75მჰ/სეკ-მდე დებს ცალი, ეხლახან გამოვიდა 12გბ ვერსიაც, გეიმინგში კი აქვს პრიროსტი მაგრამ ეგეც LHR და დღემდე ვერ მოხსნეს ლოკი, ამიტომ მაქს 60მჰ/სეკ მუშაობს, არ უნდა აგერიოს ერთმანეთში, 3080Ti ყველა ერთნაირია LHR ვერსია, არ ვიცი FE ვერსია ანუ რეფერანსი თუ მუშაობს უფრო მაღალ ჰეშრეიტზე, შეიძლება მარტო ეგეთზე არ ედოს ლოკი, 3090 საერთოდ არ ადევს ლოკი ისე არცერთ მოდელზე, დაჟე რომ ეწეროთ მაიმარკეტზე FHR შეიძლება იტყუებოდენ, დატესტვის გარეშე არ ღირს ნდობა ისე 3060Ti FHR ვერსიაც კარგ 60მჰ/სეკ დებს ცალი, ანუ ეგეც ძალიან კარგია სამაინინგოთ, მაგრამ როგორც 3080 ეგეც იშვიათათ იშოვება, ნუ უხმარი

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ანუ ეს, რაც მე დავლინკე: https://www.newegg.com/gigabyte-geforce-rtx-3080-gv-n3080gaming-oc-10gd/p/N82E16814932459 LHR ვერსიაა და მაქს 60მჰ - ს დადებს ხომ? და whattomine 3080 - ს თვილის როგორც 91.5 მჰ /სეკ - იანს და მაგაზე თვლის

Link to comment
Share on other sites

არა ეგ 10გბ და ამიტომ უნდა დადოს სადღაც 75მჰ./სეკ, 91მჰ.სეკ ეგ ძველი პირველი ვერსია იქნება, შეჩხუკუნების გარეშე და თერმობალიშების გამოცვლის ეგრე დებს ეგ ძველი, მაგას არ აწერია ისე FHR. უბრალოთ LHR არ უნდა ეწეროს და შეიძლება ეგ უკვე ძველი ვერსია იყოს, ეხლა აღარ გამოდის და მეეჭვება სადმე კიდე ქონდეთ გაყიდვაში, ზოგი დაჟე 105მჰ/სეკ დებს ძველზე კარგი თერმობალიშებით და სერიოზული გაგრილებით

Link to comment
Share on other sites

პირველ რიგში ის გაითვალისწინე რო ეთეთრზე არ გააკეთო გათვლა,  ზაფხულის ბოლოკენ იგეგმბა პოსზე გადასვლა

Link to comment
Share on other sites

არ გამოვრიცხავ 2023-საც გადაწიონ ისევე, თუმცა იგეგმებოდა ზაფხულის ბოლოს

Link to comment
Share on other sites

ეგ რას ნიშნავს შეგიძიათ მითხრათ? ბევრი რამ შეიცვლება?

Link to comment
Share on other sites

რას და ვეღარ შეძლებ ეთერეუმის მაინინგს, რამე სხვა უნდა იპოვო ანალოგიური ვირუჩკით

Link to comment
Share on other sites

ანუ საკმაოდ დავაგვიანე :D სხვა რამეს მოვიფიქრებ ჯობია :D

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.