Jump to content

Tesla-მ წარადგინა ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის ახალი ვერსია. მოდელი ბაზარზე არაუადრეს 2023 წელს გამოვა


Recommended Posts

კომპანია Tesla-მ კიდევ ერთხელ წარადგინა ელექტრო პიკაპი Cybertruck და მიუხედავად იმისა, რომ დიზაინის ცვლილებები ბევრს არ მოეწონა, მანქანის მახასიათებლები დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. 

კომპანია გეგმავს გაამყაროს თავისი, როგორც ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილების მწარმოებლის პოზიცია და მოდელების ხაზს აფართოვებს ელექტრო პიკაპის ხარჯზე, რომელიც აშშ-ში მსგავსი ტიპის მანქანებში ერთ-ერთი პოპულარული ვარიანტია. 

როდესაც 2019 წელს Tesla-მ Cybertruck წარადგინა, ბევრი გაკვირვებული დარჩა ელექტრომობილის უცნაური, კუთხოვანი კორპუსით, რომელიც უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული და მდგრადია ნაკაწრებისა და სხვა დაზიანებისადმი. 

ილონ მასკმა ოსტინში გიგაქარხნის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიება Rodeo Party-ზე განაცხადა, რომ სერიული წარმოებისთვის Cybertruck 2023 წელს იქნება მზად. 

image.png

Tesla Cybertruck. Tesla 

რატომ არის Tesla Cybertruck ასეთი უნიკალური? 

ელექტრომობილების მწარმოებელი ამტკიცებს, რომ ერთი ძრავის მქონე Cybertrucks-ს შეუძლია 0-დან 100 კმ-მდე სიჩქარის განვითარება 6.5 წამში, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 177 კმ/სთ-ს შეადგენს. ორძრავიანი Cybertruck 100 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწევს 4.5 წამში, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 193 კმ/სთ-ია. და ბოლოს, ყველაზე მძლავრი, სამძრავიანი მოდელი, რომელიც ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულთათვის არის განკუთვნილი, 100 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს მხოლოდ 2.9 წამში, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 210 კმ/სთ-ს შეადგენს. 

Cybertruck-ის სამივე მოდელს გააჩნია პნევმატური დაკიდების სისტემა, რომელსაც შეუძლია ძალიან სწრაფად გაზარდოს ავტომობილის კლირენსი (დაშორება მიწიდან იატაკამდე) 40.6 სმ სიმაღლემდე. გარდა ამისა, ელექტრო პიკაპის წინა და უკანა ბამპერების დახრილობის კუთხეებია 35 და 28 გრადუსი (შეუძლია გორაზე ავიდეს და ჩამოვიდეს ისე, რომ ძირი არაფერს გამოსდოს) რაც მას უგზოობაზე სერიოზული გამავლობის მანქანად აქცევს. 

Cybertruck-ის ბუქსირების შესაძლებლობაც შთამბეჭდავია: ერთძრავიანი მოდელის მაქსიმალური გამწევი სიმძლავრეა 7500 ფუნტი (3400 კგ), ორძრავიანის - 10000 ფუნტი (4500 კგ), ხოლო სამძრავიანი მოდელისა - 14000 ფუნტი (6350 კგ). 

რაც შეეხება აკუმულატორებს, მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს ჯერ არ გაუხმაურებია ბატარეების სრული მახასიათებლები, უკვე ცნობილია, რომ Cybertruck-ის გავლის მარაგი ძრავების რაოდენობაზეა დამოკიდებული: ერთ სრულ დამუხტვაზე ერთძრავიანი მოდელის გავლის მარაგია 250 მილი (დაახლოებით 400 კმ), ორძრავიანის - დაახლოებით 300 მილი (480 კმ-ზე მეტი), ხოლო სამძრავიანისა - 500 მილზე მეტი (800 კმ-ზე მეტი). 

Cybertruck-ის კონსტრუქციის მოდიფიკაციები 

მათ, ვინც მონაწილეობა მიიღო გამოფენის გახსნაში, შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი თვალით ენახათ Cybertrucks-ის ახალი დიზაინი. უნდა ითქვას, რომ ბევრი მათგანი უკმაყოფილო დარჩა მისი ვიზუალით. ამბობენ, რომ Cybertruck-ი არ გამოიყურება საუკეთესო სახით, მისი კარები განსხვავდება კორპუსის დანარჩენი ნაწილის ფერისგან და მთელი უკანა ნაწილი კიდევ უფრო უცნაურად გამოიყურება უფრო ახლოს შემოწმებისას. 

სახურავის შემადგენელი ყველა ელემენტი არ არის სწორხაზოვანი, ყველაფერი უცნაური კუთხით არის მოხრილი, რის შედეგად ფირფიტებს შორის უზარმაზარი სივრცეებია. სახურავი არ ეკვრის ფანჯრის რაფებს, რაფები კი მჭიდროდ არ ეკვრის ფანჯრებს. სამაგიეროდ, მანქანას აქვს თითქმის ორმეტრიანი საბარგული. 

Cybertruck მაინც ყველაზე ფუტურისტულ პიკაპად რჩება სარკეების, უნიკალური საბურავების, წინა საქარე მინის ხელახალი კონფიგურაციისა და მცირე ცვლილებების მიუხედავად. 

რა ღირს Tesla Cybertruck? 

ერთძრავიანი უკანა ამძრავი სისტემის მქონე Cybertruck-ის ფასი იქნება 39900 აშშ დოლარი, ორი და სამი ძრავის მქონე სრულამძრავიანი მოდელები კი ეღირება 49900 და 69000 აშშ დოლარი შესაბამისად.  

ჩვენ უბრალოდ უნდა დაველოდოთ ტესტის შედეგებს და ვნახოთ, როგორ გაუწევს Cybertruck კონკურენციას ისეთ მოდელებს, როგორებიცაა GMC Hummer EV, Rivian R1T, Chevrolet Silverado EV და Ford F-150 Lightning. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.