Jump to content

2021 წელს ბაზარზე წარმოდგენილი იყო 143 მილიონზე მეტი მონიტორი, რაც 2012 წლის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია


Recommended Posts

2021 წელს მსოფლიო ბაზარზე წამოდგენილი იყო 143.6 მილიონი მონიტორი - ნათქვამია ანალიტიკურ სააგენტო International Data Corporation-ის (IDC) ახალ ანგარიშში. ეს მაჩვენებელი საუკეთესოა 2012 წლის შემდეგ, იმ დროს ბაზარზე წარმოდგენილი იყო 150.3 მილიონი მონიტორი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Gigabyte 

მიწოდების ზრდამ 2020 წელთან შედარებით 2021 წელს გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზებს და 5% შეადგინა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჯამში ზრდა შეიძლება კიდევ უფრო დიდი იყოს. გასული წლის პირველ ნახევარში მიწოდების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.4%-ით გაიზარდა. ამავდროულად, კორპორატიულ სეგმენტზე დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ზრდა. 

წლის მეორე ნახევრის დასაწყისში მონიტორებზე მოთხოვნამ კლება დაიწყო ბაზრის გადატვირთულობის გამო. მოცულობის შემცირების კიდევ ერთი ფაქტორი იყო ახალი შეზღუდვები, რომლებიც დაწესდა აზიაში კორონვირუსის მორიგი გავრცელების ფონზე, რამაც გამოიწვია პრობლემები ლოჯისტიკაში, ასევე კომპონენტების ნაკლებობა. შედეგად 2021 წლის მეოთხე კვარტალში მიწოდება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.2%-ით შემცირდა. 

image.png 

წყარო: IDC 

ანალიტიკოსების თქმით გასული წლის მეოთხე კვარტლის შედეგების თანახმად მონიტორების ტოპ ხუთეულიდან მხოლოდ ორმა კომპანიამ დააფიქსია მიწოდების მოცულობის ზრდა. ესენი იყვნენ Dell და Lenovo. კორპორატიულ სეგმენტზე მიწოდება 2021 წლის მეოთხე კვარტალში წინა წელთან შედარებით 2.2%-ით შემცირდა, ხოლო სამომხმარებლო ბაზარზე - 8%-ზე მეტით. 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2022 წელი მონიტორების ბაზრისთვის ნაკლებად წარმატებული იქნება. მათი აზრით კორონავირუსის ახალი გავრცელება, ისევე როგორც მსოფლიოში არსებული არასტაბილური გეოპოლიტიკური მდგომარეობა წლის ბოლომდე მიწოდების 3.6%-ით შემცირებას გამოიწვევს. თუმცა 2023 წლიდან მაჩვენებლები დასტაბილურებას დაიწყებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.