Jump to content

Intel-ის წარმომადგენელმა წარადგინა დესკტოპ ვიდეო დაფის პროტოტიპი 500 ვატზე მეტი ენერგომოხმარებით


Recommended Posts

კომპანია Intel-ის წარმომადგენელმა Tom Petersen-მა პორტალ HotHardware-თან ინტერვიუს მსვლელობისას წარადგინა უცნობი დესკტოპ გრაფიკული ამაჩქარებლის პროტოტიპი. ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ის, რომ დაფას აქვს სამი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

კომპანია Intel-ს დესკტოპ ვიდეო დაფა Arc-ის დემონსტრაციისას არ უჩვენებია, რა სახის და რამდენი კონექტორი ექნებოდა კვებისთვის. პეტერსონმა ინტერვიუში დაადასტურა, რომ საუბარი ეხება კვების ჩვეულებრივი ATX სტანდარტის მხარდაჭერის მქონე ამაჩქარებელს. ეს ნიშნავს, რომ დაფაში გამოყენებულია სტანდარტული 6- და 8-პინიანი კონექტორები და არა უახლესი 12+4-პინიანი კონექტორი PCIe 5.0, რომელიც მიღებულია ATX 3.0 სტანდარტის მახასიათებლებით. 

წარმოდენილ დაფას აქვს სამი 8-პინიანი კონექტორი. თითოეულ ასეთ კონექტორს შეუძლია ვიდეო დაფისთვის 150 ვატის მიწოდება. PCIe x16 სლოტიდან 75 ვატთან ერთად (ასევე ნაჩვენები იყო ინტერვიუში) 525 ვატამდე სიმძლავრის მიწოდება შესაძლებელი დაფისთვის. კონექტორებს შორის მნიშვნელოვანი დაშორება, რომელიც შეგვიძლია შევნიშნოთ ქვემოთ მოცემულ სურათზე, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ეს არის ვიდეო დაფის ძალიან ადრეული საინჟინრო ნიმუში, რომლის მთავარი მიზანია მისი კომპონენტების მუშაობის შემოწმება. Intel-ის პოლიტიკამ ხელი შეუშალა პეტერსონს დესკტოპ ამაჩქარებლის სრული პროტოტიპის წარდგენაში. 

image.jpeg 

აღსანიშნავია, რომ პეტერსნის მიერ ნაჩვენები პროტოტიპი საერთოდ არ ჰგავს დესკტოპ დაფა Intel Arc Alchemist-ის ინჟინრულ ნიმუშებს, რომელთა შესახებ ცნობები უფრო ადრე გამოჩნდა. მისი ფინალური ეტალონური ვერსია Intel-მა გასული თვის ბოლოს წარადგინა. 

image.jpeg 

ვიდეო დაფა Arc Alchemist-ის ადრეული ნიმუში. ფოტოს წყარო: YouTube / Moore’s Law is Dead 

image.jpeg 

ვიდეო დაფა Arc Alchemist მარტის პრეზენტაციიდან. ფოტოს წყარო: Intel 

რეალურად, ჯერჯერობით შეუძლებელია განსაზღვრა, გვიჩვენა თუ არა პეტერსენმა ARC სერიის ვიდეო დაფის პროტოტიპი თუ საუბარი ეხებოდა მომდევნო თაობის ამაჩქარებელს. ადრე Intel-მა დაადასტურა, რომ ვიდეო დაფების სერია Battlemage, რომელიც Alchemist-ს ჩაანაცვლებს, იქნება „გადაწყვეტილება ენთუზიასტებისთვის“. ამ სიტუაციაში დამაბნეველია ასევე სამი 8-პინიანი კვების კონექტორის არსებობაც, რადგან შესაძლებელი იყო ერთი ახალი 12+4-პინიანი ATX 3.0 სტანდარტის კონექტორის გამოყენება, რომელსაც მეტი სიმძლავრის გადაცემა შეუძლია. 

Intel-მა განაცხადა, რომ Arc Alchemist სერიის დესკტოპ ვიდეო დაფებს მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში წარადგენს. იმ დროს გახდება ცნობილი ყველა დეტალი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.