Tornikee Posted April 8, 2022 Share Posted April 8, 2022 გამარჯობა, ამ პრობლემაზე Tomshardware-ის ფორუმზეც ვიკითხე, BuildaPC-ს დისკორდზეც, მაგრამ დიდად ინფორმატიული პასუხები ვერ ვნახე. აქ დავსერჩე ეს პრობლემა და ერთი თემა იყო, სადაც იმის ვარიანტი ეწერა, რომ შეიძლება მაზერბორდი ქეისს ეხება და დენი გადააქვს, მაგრამ სხვა მაზერბორდიც მაქვს და იმაზე რომ დავტესტე (ქეისის გარეთ), არ გასწორდა და მაგის პრობლემა არ უნდა იყოს. ახალი ქეისი ვიყიდე ამას წინათ და მაგ ქეისში კომპონენტების გადატანიდან 2 კვირაში, ჩვეულებრივი ჩართვის დროს თითქოს დენის მიწოდება 1-2 ჯერ შეწყდა და თავიდან დაიწყო, სადღაც 5 წამის განმავლობაში. მერე გამოირთო და მაგის მერე ახლა რომ ვრთავ, 1 წამში ითიშება. ტექნიკურად სხვაობა წინა და ახლანდელ ქეისს შირს ერთი ის არის, რომ ახალს მეტი fan აქვს და თან განათებიანი. რა ვარიანტები არსებობს, რა დროსაც ეს ხდება ხოლმე? კვების ბლოკი რომ იყოს დაბრედილი, ალბათ არც შევიდოდა დენი იმ 1 წამით ხო? იმ მეორე მაზერბორდზე რომ ვტესტავდი, პროცესორი და RAM არ ჩამიდია და დაიტესტებოდა ეგრე დენის შესვლა? თუ პროცესორით და მეხსიერებით უნდა დავტესტო? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted April 8, 2022 Share Posted April 8, 2022 3 minutes ago, Tornikee said: პროცესორით და მეხსიერებით უნდა დავტესტო? თავისთავად Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted April 8, 2022 Share Posted April 8, 2022 რა სისტემა გაქვს, კონკტრეტულად რა პრობლემაა ამ წუთას და რა ვარიანტები გამორიცხე ეგ ჩამოწერე, თორემ ცოტა გაუგებრად გიწერია სტარტი აქვს? ანუ ქულერები ტრიალებს? თუ ისტარტება წამიერად ან საერთოდ არ აქვს სტარტი? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Tornikee Posted April 8, 2022 Author Share Posted April 8, 2022 სისტემა რაც ჩემ პროფილში წერია მარცხნივ ეგ არის. პრობლემა რაც სათაურში დავწერე - ჩართვიდან 1 წამში ითიშება სისტემა. გამორიცხვით რახან ის მეორე მაზერის დატესტვა არასწორად გამიკეთებია, გამოდის რომ ჯერ ვერაფერი გამოვრიცხე. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Tornikee Posted April 8, 2022 Author Share Posted April 8, 2022 Just now, Gogla1990 said: სტარტი აქვს? ანუ ქულერები ტრიალებს? თუ ისტარტება წამიერად ან საერთოდ არ აქვს სტარტი? კი ქულერები იწყებს ტრიალს - კვების ბლოკისაც და ქეისში რაც არის, ყველა - და მერე ითიშება. ერთხელ რომ გაითიშება, შემდეგ დაჭერაზე საერთოდ აღარ ირთვება, სანამ რაღაც დროს (15-30 წუთი) არ ვაცდი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted April 8, 2022 Share Posted April 8, 2022 გამოაძრე მაზერიდან ყველა უსბ/სატა პორტი და ისე ნახე ასევე ოპერატიულები და ვიდეოც ამოიღე, ნუ მოკლედ კვება დატოვე მხოლოდ და პროციც იდოს ჯერ-ჯერობით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Tornikee Posted April 8, 2022 Author Share Posted April 8, 2022 2 minutes ago, Gogla1990 said: ასევე ოპერატიულები და ვიდეოც ამოიღე, ნუ მოკლედ კვება დატოვე მხოლოდ და პროციც იდოს ჯერ-ჯერობით ამოვიღე ოპერატიულებიც და ვიდეოც, ჩავრთე და იგივე შედეგი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted April 8, 2022 Share Posted April 8, 2022 კვება ცალკე თუ ირთვება? გამოაერთე მაზერ/სსდ/ჰსს-დან და სინჯე პინების დამოკლება სტარტი თუ არ აქვს მანდ 3 ვარიანტია სულ 1 - კვება 2- მაზერი 3 - მოკლე აქვს სადმე და დაცვა მუშაობს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Tornikee Posted April 8, 2022 Author Share Posted April 8, 2022 კვების ცალკე დატესტვა მინდოდა, მაგრამ არ ვიცი როგორ უნდა შევამოწმო ირთვება თუ არა, როცა მაზერში არ არის შეერთებული. ეს დამოკლების ტექნიკა რაშია? როგორ უნდა გავაკეთო? ფოტოებსაც მივამატებ სისტემის, ყოველი შემთხვევისთვის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted April 8, 2022 Share Posted April 8, 2022 5 minutes ago, Tornikee said: ეს დამოკლების ტექნიკა რაშია? როგორ უნდა გავაკეთო? დავდე ზედა პოსტში სურათი ჩართვის სიგნალს აძლევს, იგივეს რასაც იდეაში მაზერიდან იღებს ღილაკის დაჭერისას Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Tornikee Posted April 8, 2022 Author Share Posted April 8, 2022 Just now, Gogla1990 said: დავდე ზედა პოსტში სურათი ჩართვის სიგნალს აძლევს, იგივეს რასაც იდეაში მაზერიდან იღებს ღილაკის დაჭერისას ფოტო ვნახე, მაგრამ ვერ მივხვდი რას ვაკეთებ კონკრეტულად - რა უნდა გამოვიყენო ეგრე მისაერთებლად? ასევე, ის ვარიანტი რომ არსებობს, რომ დენი ქეისზე გადაააქვს, ეგ როგორ შევამოწმო? ვინტები რომ მოვუშვა, არ მინდა მაზერი მოირყას. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted April 8, 2022 Share Posted April 8, 2022 5 minutes ago, Tornikee said: ვერ მივხვდი რას ვაკეთებ კონკრეტულად დამჭერის მხარეს მყოფ 3-4 პინს აერთებ/ამოკლებ ერთმანეთთან 5 minutes ago, Tornikee said: რა უნდა გამოვიყენო ეგრე მისაერთებლად? ნებისმიერი რამ რაც დენს გადაიტანს ერთი პინიდან მეორეზე, მავთული, სკრეპი, თმის საკეთი, პატარა მაკრატელი და აშ. 5 minutes ago, Tornikee said: დენი ქეისზე გადაააქვს, ეგ როგორ შევამოწმო? მაზერი და კვება უნდა მოხსნა და ამოიღო კეისიდან პ.ს დენს არ დაგარტყავს არ შეგეშინდეს, 12 ვოლტია ყველაზე დიდი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Tornikee Posted April 8, 2022 Author Share Posted April 8, 2022 მაგ ყველაფრის ამოღებაზე მარტივი მგონი ის იქნება, იმ მეორე მაზერში გადავიტანო პროცესორი და ოპერატიული და იმაზე დავტესტო ისევ კვება. რომ გადავიტან მაგეებს, რაზე დავდო ის მაზერი ქეისის გარეთ? უსაფრთხოდაც რომ იყოს და დენი რომ კარგად გაატაროს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted April 8, 2022 Share Posted April 8, 2022 2 minutes ago, Tornikee said: რაზე დავდო ის მაზერი ქეისის გარეთ? რაზეც მოგესურვება, მთავარია წყალი არ ესხას ან მეტალი არ იყოს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Tornikee Posted April 8, 2022 Author Share Posted April 8, 2022 მადლობა, დავტესტავ მოგვიანებით. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gobro Posted April 9, 2022 Share Posted April 9, 2022 მე უფრო დედაპლატის ბრალი მგონია. მეც მქონდა ადრე მსგავსი პრობლემა და დედაპლატას ქონდა დარხეული. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ottko Posted April 9, 2022 Share Posted April 9, 2022 ეგეთი თემა როცაა ჯერ კვება გამორიცხე ყველაზე ადვილი ეგაა 24 პინიანი დაამოკლე რამე გამტარით თუ დაიქოქა და არ გაითშა ესეიგი კვება კარგია აირევ დაირევი სხვა რაღაცების გამორიცხვით თუ კვება კარგია და მაზერიც უკვე ამოღე კეისიდან ვაფშე ყველაფერი დახსენი მაზერს პროციკა ოპერატიულები თუ რამეა შერთებული 24 პინიანის გარდა და ისე დაქოქე მაგ მზხაერს ღილაკი აქ ჩართვის თუ სწორედ მახსოვს თუ დაიქოქა და არ გაითიშა მერე ჯერ პროციკა ჩასვი სოკეტში და 6 იანი აქ 8 პინიანი პროციკის კვების კაბელი დაერთე და ჩარრთე და თუ ისევე იმუშავა და არ გაითიშა მერე ოპერატიულები და ეგრე აზბორე კლეისი გარეთ თუ ყველაფერმა იმუშავე კეისზე ამოკლებს მარა მეჭვება მაქამდე მივიდეს მაზერსი თემას გავს თუ კვება კარგია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted April 9, 2022 Share Posted April 9, 2022 ისე ბანალურად ბატარეიკაც გამორიცხეთ, მაგასაც შეუძლია ეგეთი რამე 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Tornikee Posted April 9, 2022 Author Share Posted April 9, 2022 ბატარეა გუშინ ამოვიღე და CMOS იც გავანულე მაგრამ არაფერი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Tornikee Posted April 9, 2022 Author Share Posted April 9, 2022 დავტესტე კვება ამ წამს ზემოთ ნაჩვენები მეთოდით - რომ ჩავრთე, fan-მა ტრიალი დაიწყო და 2 წამის მერე გაჩერდა. ეს ყველა ვარიანტში ნიშნავს რომ დაბრედილია? თუ იქნებ რახან არაფერი არ მქონდა ბლოკში შეერთებული და მაგის გამო დაბალ ტემპერატურაზეა, გაგრილება არ ჭირდება და fan-ს აჩერებს უბრალოდ და დანარჩენი ბლოკი მუშაობს? ეს დამდნარივით ნივთიერება რომ ჩანს შიგნით ნაცრისფერი, მაგის ნიშანი ჰომ არ არის რომ დაიბრიდა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted April 9, 2022 Share Posted April 9, 2022 ალბათ კვებაა, ეგ ეგრე უნდა იყოს დამდნარი, თუ დამწვარი არაა მაგის ბრალი არ იქნება, ანუ სადმე გაშავებულს თუ არ ხედავ ან ბოლო არ გაუშვა მანამდე მაგის ბრალი არ უნდა იყოს, უბრალოთ გაფუჭდა ალბათ, ნუ პირველ რიგში კვების გამო არ ირთვებოდეს შეიძლება სისტემა, მერე მაზერი, დაჟე გაღუნული თავები პროცესორზე, უპს და ასე შემდეგ, მიზეზები არჩართვის ბევრი რამე შეიძლება იყოს, ერთი გაფუჭებული ნაწილი შეიძლება სხვა ნაწილებს უშლიდეს ხელს და ითიშებოდეს მაგის გამო მაზერი, თუმცა ალბათ კვება იქნება შენ შემთხვევაში, ეგ კვება სადმე სხვაგან რომ დაგეტესტა დარწმუნებოდი რომ კვების ბრალია ნამდვილათ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Tornikee Posted April 9, 2022 Author Share Posted April 9, 2022 მადლობა, წავიღებ სერვისში თვის ბოლოს და დავწერ მერე აქ, რა აღმოჩნდება. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted April 9, 2022 Share Posted April 9, 2022 1 hour ago, Tornikee said: ბატარეა გუშინ ამოვიღე რო ამოიღე მერე ახალი ჩადე? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Tornikee Posted April 9, 2022 Author Share Posted April 9, 2022 2 minutes ago, david_888 said: რო ამოიღე მერე ახალი ჩადე? არა არ მაქვს სხვა. რომ მივიტან ვეტყვი მაგასაც რომ ახლით არ დამიტესტავს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ottko Posted April 9, 2022 Share Posted April 9, 2022 1 hour ago, Tornikee said: დავტესტე კვება ამ წამს ზემოთ ნაჩვენები მეთოდით - რომ ჩავრთე, fan-მა ტრიალი დაიწყო და 2 წამის მერე გაჩერდა. ეს ყველა ვარიანტში ნიშნავს რომ დაბრედილია? თუ იქნებ რახან არაფერი არ მქონდა ბლოკში შეერთებული და მაგის გამო დაბალ ტემპერატურაზეა, გაგრილება არ ჭირდება და fan-ს აჩერებს უბრალოდ და დანარჩენი ბლოკი მუშაობს? ეს დამდნარივით ნივთიერება რომ ჩანს შიგნით ნაცრისფერი, მაგის ნიშანი ჰომ არ არის რომ დაიბრიდა? კვებაა, გაკეთებით ღირს კი რომ გაკეთდეს და ამუშაო ამგაზე სისტემა ან რამ,დენად გაკეთდება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.