Jump to content

Intel-მა გააზიარა დესკტოპ ვიდეო დაფა Arc A780-ის მახასიათებლები


Recommended Posts

კომპანია Intel-მა, როგორც ჩანს, გაასაჯაროვა სამომავლო დესკტოპ ვიდეო დაფა Arc A780-ის მახასიათებლები. Arc და Iris Xe ამაჩქარებლების მართვისთვის განკუთვნილი ახალი პროგრამული უზრუნველყოფა Arc Control-ის პრეზენტაციაზე კომპანიამ აჩვენა ვიდეო დაფის მახასიათებლები, რომლებიც არ შეესაბამება ამ დრომდე ოფიციალურად წარდგენილ არც ერთი მობილურ Arc Alchemist ვიდეო დაფის მახასიათებლებს. დიდი ალბათობით, საუბარი ეხება დესკტოპ მოდელს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

Arc Control-ის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა აპლიკაცია, მათ შორის გრაფიკული სისტემის მონიტორინგი, აგრეთვე ვიდეო დაფის საბაზისო აჩქარების გარკვეული პარამეტრები. აპლიკაციების ერთ-ერთ ჩანართში გამოჩნდა ინფორმაცია ვიდეო დაფის GPU-ის სამუშაო სიხშირის, მეხსიერების სიხშირის, GPU-ისა და მეხსიერების დატვირთვის დონის შესახებ, აგრეთვე ენერგომოხმარების დონე და ამაჩქარებლის სხვა მახასიათებლები. 

image.jpeg 

ამ მონაცემების თანახმად GPU-ის სიხშირე შეადგენს 2200-2250 მჰც-ს 99%-ანი დატვირთვის პირობებში. შეგახსენებთ, რომ ფლაგმანური მობილური ვიდეო დაფა Arc A770M-ის გრაფიკული ჩიპი მუშაობს 1650 მჰც სიხშირემდე. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ უმცროს მობილურ ვიდეო დაფა Arc A350M-ის GPU-ის (რომლის სიხშირე 1150 მეგაჰერცია) მექანიკური აჩქარება თეორიულად შესაძლებელია 2.2 გიგაჰერცამდე. ეს ფაქტი დადასტურდა Geekbench-ის სინთეტიკური ტესტებიდან გამოჟონილი მონაცემების საფუძველზე.  

image.png 

მობილური Intel Arc A350M GPU-ის სიხშირით 2.2 გჰც. წყარო: Geekbench 

ზემოთხსენებული ამაჩქარებლის დესკტოპ ბუნებაზე სხვა ფაქტებიც მეტყველებს. Arc Control-ის აპლიკაციაში ვიდეო დაფის TDP-ის დონედ 175 ვატი ფიგურირებდა. Arc სერიის უკვე წარდგენილი მობილური ვიდეო დაფების არც ერთი მოდელი არ ფლობს ენერგომოხმარების ასეთ დონეს. მაგალითად, ფლაგმანური Arc A770M დაფის TDP-ის დონე 150 ვატს შეადგენს, თუმცა ამაჩქარებელმა შესაძლოა მიაღწიოს ენერგომოხმარების უფრო მაღალ დონეს ტექნოლოგია Intel Deep Link-ის წყალობით, რომელსაც შეუძლია სიმძლავრის განაწილება ცენტრალურ და გრაფიკულ პროცესორს შორის საჭიროების შემთხვევაში. 

ასევე უნდა აღინიშნოს ვიდეომეხსიერების სიხშირე, რომელიც, თუკი წარმოდგენილ ინფორმაციას დავუჯერებთ, 1093 მჰც-ს შეადგენს. ამრიგად იგი უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს 17.5 გბ/წმ-ის დონეზე. შეგახსენებთ, რომ მობილური ვიდეო დაფების სერია Arс Alchemist-ის შემადგენლობაში გამოიყენება GDDR6 მეხსიერება მონაცემთა გადაცემის სიჩქარით 16 გბ/წმ. მეხსიერების აჩქარება მობილური GPU-ების შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რაც ამყარებს ვარაუდს, რომ Intel-მა ვიდეოში აჩვენა Arc ვიდეო დაფის დესკტოპის მოდელის მახასიათებლები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.