Jump to content

NASA-მ მარსის ათვისების ვადა 2040 წლისთვის გადაიტანა - მთელი იმედი Starship-ს ემყარება


Recommended Posts

ამჟამად მარსის კვლევა ხორციელდება რამდენიმე როვერის მეშვეობით, რომლებიც იქ ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ გაგზავნა. ბოლოდროინდელი ასეთი ობიექტები იყო: ავტომატური სადგური Perseverance და ვერტმფრენი Ingenuity. ამასთან ორბიტაზე მოძრაობს რამდენიმე ორბიტალური სადგური, რომლებიც ატარებენ ამა თუ იმ კვლევას და დედამიწაზე ფოტოებს აგზავნიან. სამწუხაროდ, ამჟამად წითელ პლანეტაზე ადამიანის დასმა ოცნებად რჩება. ბევრი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მთელი კაცობრიობის გაერთიანებული ძალისხმევა საშუალებას მოგვცემს გავცდეთ შესაძლებლობის საზღვრებს. ამჟამად ხდება ლოკალური წარმატებები, რომელთა რეალიზაცია ძალიან რთულდება. მაგალითისთვის, დაგეგმილი მთვარის მისია Artemis არაერთხელ გადაიდო, აშშ-ს ჯერ არ ყავს რაკეტები, რომლებიც ასტრონავტებს წაიყვანს. 

image.jpeg 

მიიჩნევა, რომ 2024 წელს ეკიპაჟს შეეძლება მთვარის ორბიტის გარშემო რამდენიმე წრის გაკეთება, ხოლო დაშვება 2026 წლამდე გადაიდო, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ გეგმებია, რომლებიც მუდმივად კორექტირდება. არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს მთვარის მისია არ წარმოადგენს ტექნოლოგიურ გარღვევა, არამედ ეს არის „ხარკი ფემინიზმისა და ტოლერანტობისთვის, რადგან ეკიპაჟი ქალებისგან შედგება. ფაქტობრივად, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ აშშ-შიც კი ამ მიდგომას შიდა წინააღმდეგობა ხვდება. ჯერჯერობით ერთადერთი იმედი ილონ მასკია. გაურკვეველია, შეძლებს თუ არა იგი Starship-ის ყველა გამოცდის დასრულებას დაგეგმილ ვადებში, ასე რომ ამ დროისთვის NASA- მეცნიერებს მხოლოდ ფანტაზიები და ვარაუდები რჩებათ. 

გამოდის, რომ დღეს კაცობრიობის ყველა მისწრაფება მარსზე მოხვედრის შესახებ ერთ ადამიანზეა დამოკიდებული. ამასობაში სხვა ალტერნატივა არ არსებობს, რჩება მხოლოდ მილიარდერის ქარიზმის რწმენა. რამდენიმე დღის წინ NASA-ს წარმომადგენლებმა არაერთი საინტერესო განცხადება გააკეთეს, სადაც ისაუბრეს გამარჯვებებზე კოსმოსსა და ყველა სხვა ინდუსტრიაში. ცალკე აღინიშნა ზომები რასობრივი და ეკონომიკური უთანასწორობის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელს მსოფლიოში, მაგრამ იმ პირობით, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებდა წამყვანი პოზიციის დაკავებას. თუმცა ბევრად უფრო საინტერესოა კოსმოსური კვლევის პროგრამა. კოსმოსური სააგენტო გეგმავს ბიუჯეტიდან დამატებით 23 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფას. 

თანხა ამერიკელი ასტრონავტებისთვის სრულფასოვანი საცხოვრებელი სადგურის შექმნას მოხმარდება. ამჯერად ზუსტი თარიღები არ არის დასახელებული, მაგრამ მარსის პროგრამა ნაკლებად იმედისმომცემად გამოიყურება. NASA ირწმუნება, რომ 2040 წელს ამერიკელები წითელი პლანეტის ზედაპირზე დაადგამენ ფეხს. ამასთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ გახმაურებულა. უფრო მეტიც, ბოლომდე არ არის ნათელი, საუბარია მარსზე პირველად დაშვებაზე, თუ 2040 წლისთვის იქ სრულფასოვანი საცხოვრებელი სადგური აიგება. ნებისმიერ შემთხვევაში, ლონ მასკი აშკარად არ მოიწონებს მსგავს პირობებს, რადგან მან განაცხადა, რომ რამდენიმე წელიწადში ამერიკის მოქალაქეებს წითელ პლანეტაზე გადაიყვანს. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.