Jump to content

Intel-მა წარადგინა რჩეული ფლაგმანი Core i9-12900KS - სიხშირე 5.5 გჰც-მდე და ფასი 739$


Recommended Posts

კომპანია Intel-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი ფლაგმანური ჩიპი Core i9-12900KS. კომპანია მას „მსოფლიოში ყველაზე სწრაფ პროცესორს“ უწოდებს. იგი იწარმოება Alder Lake-ის რჩეული კრისტალების ბაზაზე და უზრუნველყოფს ავტომატური აჩქარების მაღალ დონეს Core i9-12900K მოდელთან შედარებით. ტექნოლოგია Thermal Velocity Boost-ისა და Intel Adaptive Boost Technology-ს წყალობით Core i9-12900KS მოდელისთვის ხელმისაწვდომია ავტომატური აჩქარება 5.5 გჰც-მდე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

Core i9-12900KS ჩიპის შემადგენლობაში შედის რვა მაღალი წარმადობის P-ბირთვი და რვა ენერგოეფექტური E-ბირთვი 24 ვირტუალური ნაკადის დამუშავების მხარდაჭერით. P-ბირთვების სიხშირე შეადგენს 3.4 გჰც-ს. პროცესორის ერთ ბირთვს შეუძლია ავტომატური აჩქარება 5.5 გჰც-მდე. ამასთან, ყველა P-ბირთვის ავტომატური აჩქარების დონე 5.2 გიგაჰერცია. ენერგოეფექტური ბირთვები მუშაობს 2.5-დან 4.0 გჰც-მდე დიაპაზონში. Core i9-12900KS მოდელში ხელმისაწვდომია 14 მბ L2 და 30 მბ L3 ქეშ-მეხსიერება. PBP (PL1) და MTP (PL2) ენერგომოხმარების მაჩვენებლები შეადგენს 150 და 241 ვატს, შესაბამისად. პროცესორს აქვს ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი Intel UHD Graphics 770. 

image.jpeg 

Alder Lake სერიის სხვა მოდელების მსგავსად Core i9-12900KS-ში მხარდაჭერილია DDR5-4800 და DDR4-3200 სტანდარტების ოპერატიული მეხსიერება, აგრეთვე ინტერფეისები PCIe 5.0 და PCIe 4.0. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

პროცესორი Core i9-12900KS 5 აპრილიდან გაიყიდება, მისი სარეკომენდაციო ფასი 739 აშშ დოლარს შეადგენს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.