Jump to content

ეტალონური Nvidia RTX 4090 ვიდეო დაფების სიმძლავრე 600 ვატს შეადგენს


Recommended Posts

საწარმოო წყაროების თანახმად NVIDIA-მ პარტნიორებს გაუზიარა RTX 4000 სერიის ფლაგმანური გრაფიკული პროცესორების ეტალონური დაფების შესახებ ცნობები. დაფების სახელწოდებები იქნება RTX 4080, RTX 4080 Ti, RTX 4090 და RTX 4090 Ti. თავად გრაფიკული პროცესორები ჯერ არ გამოსულა, თუმცა ცნობილია, რომ გათვლილია 600 ვატამდე ენერგიის მოხმარებაზე. 

რამდენიმე ცნობილმა ინსაიდერმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ RTX 4080 და 4090 დაფების TDP-ის დონე 600 ვატი იქნება, ხოლო უფრო მაღალი დონის RTX 4090 Ti შესაძლოა მოიხმარდეს 800 ვატზე მეტს. 

Igor's Lab აცხადებს, რომ NVIDIA-მ მწარმოებელ კომპანიებს სთხოვა სრული 600 ვატი სიმძლავრით გაეტესტათ ეტალონური დაფები, რომლებსაც საკუთარი PCB-ის შესაქმნელად იყენებენ. ყველა RTX 4080 და RTX 4090 არ მოიხმარს 600 ვატს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაშ, ზოგიერთი მათგანი გაზრდილ ტაქტის სიხშირეებზე იმუშავებს. 

image.jpeg 

Igor's Lab-მა ეტალონური დაფის ფოტო მიიღო ჩინური მწარმოებლისგან და დაადასტურა მისი ავთენტურობა ორი სხვა წყაროს მეშვეობით. ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი აღმოჩნდა 12 ადგილი მეხსიერების მოდულებისთვის, რომლებიც იმაზე მიუთითებს, რომ GPU-ს ექნება ან 12, 24 გბ GDDR6X მეხსიერება. 

გარდა ამისა, დაფას აქვს ოცის ნაცვლად ძაბვის 24 გარდამქმნელი RTX 3090 Founder's Edition-თან შედარებით. ყველა ეს გარდამქმნელი და მოდული იკვებება ერთი კონექტორით 12VHPWR, რომელიც აგრეთვე ცნობილია, როგორც კვების კონექტორი PCIe 5.0 და მას შეუძლია 600 ვატის გადაცემა. Igor's Lab აღნიშნავს, რომ მწარმოებელი კომპანიები ქმნიან PCB-ებს, რომლებიც სრულად მოიხმარენ 600 ვატს, მაგრამ ეს არის მაქსიმუმი რაც მათ შეუძლიათ, რადგან PCIe 5.0 კონექტორს სწორედ ასეთი შეზღუდვა აქვს. თითოეული 12VHPWR კონექტორი დაკომპლექტებულია ოთხი 6+2-პინიანი Molex კონექტორით მიუხედავად იმისა, რომ კვების ბლოკების უმეტესობას ამ რაოდენობის სადენი არ გააჩნია. 

image.png 

ინსაიდერები ელიან, რომ NVIDIA გამოიყენებს RTX 3090-ის სამსლოტიან ჰაერის ქულერს RTX 4080-სა და RTX 4090-ში. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მწარმოებელი კომპანიები ამზადებენ 3.5-სლოტიან ჰაერის ქულერებსაც და განიხილავენ წყლის გაგრილების გადაწყვეტილებას, რომელიც AMD-ის მიერ RX 6900 XT LC ვიდეო დაფებში გამოყენებულის ანალოგიური იქნება. 

სევე ანალოგიური შეიძლება იყოს RTX 3090 Ti-სა და RTX 4080-ის PCB. Igor's Lab ვარაუდობს, რომ მწარმოებლებმა შესაძლოა RTX 3090 Ti გამოიყენონ RTX 4080 მოდელისთვის განკუთვნილი ქულერებისა და PCB-ის ტესტირებისთვის. 

შეგახსენებთ, რომ RTX 3090 Ti პირველი ვიდეო დაფა იქნება 12VHPWR კონექტორით. არაოფიციალური ცნობებით ეს ვიდეო დაფა 400-500 ვატ ენერგიას გამოიყენებს. 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ახალი კონექტორი ახალი კვების ბლოკების გასასაღებლად, კარგი იდეაა :D 

Link to comment
Share on other sites

4060 მემგონი 250 ვატში ჩაეტევა მაინც, მაგრამ თუ 3080 დონის იქნება უკვე მშვენიერი ვარიანტი უნდა იყოს 1000$ იაფათ თუ იქნება უკვე ეგ მოდელი, 4090  მოდელი ისევ 1500$+ ფარგლებში ეღირება სულ მცირე, ნუ 250 ვატი უკვე აღარ ყოფნის მაღალ სიხშირეებზე და მაგდენი ტრანზისტორებით, ადრე ყოფნიდა ეხლა უკვე აღარ, ბანალურათ მაქსიმალურ აბაროტებს ვეღარ მიაღწევდა 250-მდე რომ შეეზღუდათ დენის მოხმარება მაგ ტოპოვი კარტებზე, როგორც ჩანს ისევ დიდ მატებაზეა ლაპარაკი მაგ სერიაზე, არ ვიცი შეიძლება 4060 კი რაზგონზე 300 ვატს გაცდეს უკვე, გამოჩნდება ეგ როცა გამოვა ეგ კარტები, 4060 შეიძლება ავიღო მომავალში, 650 ვატიანი გოლდი ეყოფა იმედია თერმალტეიკის ეგეთს 12600k-ზე

Link to comment
Share on other sites

აწი 2 სხვადასხვა შტეფსელი იქნება საჭირო კომპიუტერის ჩასართავად :)

ამერიკაში 1500 W-ია ხანგრძლივი დატვირთვა ხაზზე, ჩვენთან 2500 

ანუ წარმადობას ტრანზისტორების დაპატარავების/არქიტექტურის ოპტიმიზაციის ხარჯზე ვეღარ ზრდიან დიდად და გადავიდნენ ბრუტ-ფორსზე 

ისე ახალი კონექტორი (და ATX 3.0 სტანდარტი) საკმაოდ კარგი რამეა, თუ გაქვს მაგ სტანდარტის კვება, თეორიულად შეიძლება 600W-იანი კვება გქონდეს და 600W-იანი ვიდეო შეაერთო და ქვედა 4 პინიანი კონექტორით კომუნიკაცია ექნებათ GPU და PSU და ეცოდინება GPU რომ ვერ მიიღებს მაქსიმალურ კვებას და დაალიმიტებს თავს ავტომატურად

თუმცა რეალობაში არ ვიცი ვინმე თუ 4080 იყიდის შესაბამისი კვება არ იყიდოს :)

წარმაობაზე რას ამბობენ ნეტა? და PCI-E  gen 4 იქნება თუ gen 5? Direct Storage API რომ განვითარდება დასჭირდება ბლომად bandwidth (gen 4 არის მგონი მინიმალური მოთხოვნა ახლა)

Link to comment
Share on other sites

არა მე პირიქით მგონია, რომ შეძლეს გაზრდა მაგიტომაც მოუწიათ ვატების აწევა, ისე ვერ ეყოფოდა მაგდენი კაპასიტორებით და VRAM სკალირება 250 ვატის შეზღუდვით, ადრე აზრი არ ქონდა ვატების აწევა დიდათ არაფერს შეცვლიდა იგივე 500-700 სერია, 1000 ნელ-ნელა დაიწყო უკვე გაზრდა, მაგრამ ეხლა ისეთი ტემპით დაიწყო დაბუსტვა რომ 250 აღარ არის საკმარისი მაქსიმუმის გამოსაწურათ, ნუ კონექტორებიც გააძლიერეს მაგის გამო,იგივე ხდება პროცესორებშიც, 10-15% გამო არავინ გააორმაგებდა აქამდე ვატების მოხმარებას, მაგრამ თუ შეიძლება სიტყვაზე 20-30% აწევა კი აწევენ 250 ვატზე ან მეტზეც პროცესორზეც დენის მოხმარებას, ანუ აწევით წევენ, მაგრამ მაგას ვატების გაზრდაც ჭირდება კარგი სკალირებისთვის, ისე ვერ გაზრდიდენ მაგდენზე ეგრე მალე, ანუ ეხლა უფრო აქვს აზრი გაზრდას ვატების მოხმარების ვიდრე ადრე, რახან კარგათ იზრდება წარმადობაც

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.