Jump to content

ილონ მასკი სერიოზულად ფიქრობს ახალი სოციალური ქსელის შექმნაზე, რომელშიც დაცული იქნება სიტყვის თავისუფლება


Recommended Posts

ელექტრომობილების ამერიკულ მწარმოებელ Tesla Inc.-ის გენერალური დირექტორი სერიოზულად ფიქრობს სოციალური ქსელისთვის განკუთვნილი ახალი პლატფორმის შექმნაზე. მილიარდერმა ამის შესახებ Twitter-ის მეშვეობით განაცხადა ერთ-ერთი მომხმარებლის შეკითხვის საპასუხოდ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: REUTERS/Patrick Pleul 

„შეგიძლიათ შექმნათ ახალი სოციალური მედიის პლატფორმა, @elonmusk? ქსელი, რომელიც შედგება ღია კოდის ალგორითმისგან, სადაც სიტყვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლების (პრინციპების) პატივისცემა უმნიშვნელოვანესია და სადაც პროპაგანდა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი? ვფიქრობ, რომ ასეთი პლატფორმა საჭიროა“, - ჰკითხა მასკს Pranay Pathole-მა, IT სპეციალისტმა ინდოეთიდან. - "სერიოზულად ვფიქრობ ამაზე", - უპასუხა მასკმა. 

მ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მასკმა ჩაატარა გამოკითხვა თავის Twitter-ზე, რომელშიც მან მომხმარებლებს ჰკითხა, თვლიდნენ თუ არა, რომ Twitter იცავ სიტყვის თავისუფლების პრინციპს. მომხმარებელთა 70%-ზე მეტმა უარყოფითად უპასუხა. 

image.png 

ფოტოს წყარო: Twitter 

ბოლო დროს ილონ მასკი აკრიტიკებს Twitter-სა და კომპანიის პოლიტიკას. მისი თქმით სოციალური ქსელი ძირს უთხრის დემოკრატიას სიტყვის თავისუფლების პრინციპების შეუსრულებლობის გამო. 

თუ მასკი გადაწყვეტს შექმნას ახალი პლატფორმა, ის შეუერთდება მზარდი რაოდენობის ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც თავს მიიჩნევენ სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლებად იმ იმედით, რომ მოიზიდავენ მომხმარებლებს, რომლებიც თვლიან, რომ არსებული პლატფორმები, როგორიცაა Twitter, Facebook * და YouTube, არ იცავენ სიტყვის თავისუფლების პრინციპებს. 

აღსანიშნავია, რომ ვერცერთი ახლადშექმნილი სოციალური ქსელი, მათ შორის, დონალდ ტრამპის Truth Social, Gettr, Parler და ვიდეო საიტი Rumble, ვერ მიუახლოვდა ზემოთაღნიშნულ პლატფორმებს აუდიტორიის წვდომით და პოპულარობით. 

*Facebook შედის იმ საზოგადოებრივ გაერთიანებებისა და რელიგიური ორგანიზაციების სიაში, რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება მათი საქმიანობის ლიკვიდაციის ან აკრძალვის შესახებ 2002 წლის 25 ივლისის №114-FZ ფედერალური კანონით გათვალისწინებული „ექსტრემისტული საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ " 

Link to comment
Share on other sites

ესეიგი ყველაფერზე ფიქრობს ილონი, აქტიურობს ძაან და როგორც მივხვდი სიახლეები უნდა რო შემოიტანსოს სამყაროში

ჩემი აზრით ყველაზე მეტი საჭიროება რაცაა დღესდღეობით ეა არის სიმსივნის წამალი ,ძაან დაგვიანდა და დროში გაიწელა , აი ეს პროექტი რო დაეფინანსებინა და შეექმნა აი ეგ იქნებოდა ყველაზე დიდი მიხწევა კაცობრიობის ისტორიაში , მაგრამ რატომღაც  ვერ დააყენეს საშველი , მარსზე  უნდა რო სიცოცხლე განავითაროს და აქ კიდე სიმსივნემ ლამისაა მთელი პლანეტა ამოხოცა , მაგას რაღაც საინტერესო აზრები მაინც აწუხებს და აი ბილ გეითსი კიდე მაგარი წუწურაქი გამოდგა , არაფერი არ მახსოვს მაგის გაკეთებული ერთი ვითომ კორონაზე ლაპარაკობდა რაღაცეებს და ეგ იყო , მთელი ფლი მაიკროსოფტს დაუტოვა, რაღაცა გააკეთე სასიკეთე ო კაცობრიობისთვის ამდენი ფულის პატრონი რო ხარ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.