Jump to content

გრაფიკული პროცესორები Intel Arc 30 მარტს გამოვა


Recommended Posts

როგორც გამოფენა CES-ზე ითქვა, Intel მობილური გრაფიკული პროცესორების სერია Intel Arc A-ს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გამოუშვებს, ზუსტი თარიღია 30 მარტი. Intel-ის ვებ-გვერდზე აგრეთვე გამოჩნდა გარკვეული საინტერესო ცნობები, მაგალითად, წარმადობის რა დონეს უნდა ელოდონ მომხმარებლები Arc А სერიის პირველი მობილური გრაფიკული პროცესორისგან, აგრეთვე ცნობილი გახდა ინფორმაცია Project Endgame-ის შესახებ. 

image.png 

30 მარტს გაიმართება ლეპტოპებისთვის განკუთვნილი Intel Arc A-Series-ის გრაფიკის გამოშვების სპეციალური ღონისძიება, სახელწოდებით „თამაშის ახალი ეტაპი“. მოსალოდნელია, რომ მისი მსვლელობისას გახმაურდება უამრავი ტექნიკური დეტალი, აგრეთვე კომპანიის პარტნიორების პროდუქტების ფართო სპექტრი. Intel-ის ახალი გრაფიკული ტექნოლოგიები, რომელთა დემონსტრაცია უნდა შედგეს ღონისძიებაზე, მოიცავს Intel Deep Link-ს, XeSS-სა და ბევრ სხვას. 

Intel Arc სერიის პირველი დისკრეტული გრაფიკული პროცესორი, რომელიც ლეპტოპებში იქნება გამოყენებუი, იქნება Intel Arc A370M. ეს GPU იქნება პირველი, რომელიც გამოყენებული იქნება Intel Evo სისტემებში, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი შეძლებს უზრუნველყოს ავტონომიური მუშაობის რეალური ცხრა ან მეტი საათი Full HD გაფართოებაზე. ამავე დროს ახალი Arc სერიის გრაფიკული პროცესორები უზრუნველყოფენ გრაფიკული წარმადობის ორჯერ ზრდას. ეს განცხადება ეხება Intel Iris Xe 96EU-ს, რომლის სამუშაო სიხშირეა 1.45 გჰც-მდე. 

Intel მიგვანიშნებს, რომ Arc A370M-ის წარმადობას უზრუნველყოფს ტექნოლოგია Intel Deep Link, როგორიცაა Power Share, რომელიც ადრე Iris Xe Max გრაფიკაში გამოიყენებოდა. იგი სიმძლავრეს ანაწილებს პროცესორსა და გრაფიკულ პროცესორს შორის კონკრეტული დატვირთვის შესაბამისად. 

Arc A370M-ისა და სხვა გრაფიკული პროცესორების ზუსტი მახასიათებლები გამოქვეყნდება უახლოეს დროში, შესაძლოა თამაშების დეველოპერების კონფერენციაზე (GDC), რომელიც მომავალ ორშაბათს იწყება. Intel-მა დაადასტურა, რომ ამ ღონისძიებაზე განხილული იქნება რეითრეისინგის საკითხი GPU Arc-ში და ტექნოლოგია XeSS. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.