Jump to content

Google-მა სმარტფონ Pixel 6a-ს რელიზი ივლისამდე, Pixel Watch-ისა კი მაისამდე გადადო


Magdalena

Recommended Posts

არაერთხელ გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კომპანია Google გეგმავს გამოუშვას სმარტფონი Pixel 6a და კომპანიის პირველი სმარტ-საათი Pixel Watch. თუმცა, როგორც ჩანს, მომხმარებლებს მოცდა კიდევ მოუწევთ. 

როგორც ჩანს, ამერიკული კომპანიის დაბალბიუჯეტური სმარტფონის გამოშვება მინიმუმ ივლისამდე გადაიდო. Pixel Watch-ის გამოსვლა კი საუკეთესო შემთხვევაში მაისშია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინსაიდერმა ჯონ პროსერმა განაცხადა, ისი აზრით, რეალურად, სმარტ-საათი უფრო გვიანაც შეიძლება გამოვიდეს. 

image.jpeg 

ამ დრომდე არსებული არაოფიციალური ცნობების თანახმად Google-ის პირველი სმარტ-საათის წარდგენა 26 მაისს უნდა მოხდეს. შესაძლოა, საათი სმარტფონთან ერთად დაანონსდეს. ინსაიდერის აზრით პროდუქტების შეფერხების ძირითადი მიზეზია დეფიციტი, რომელიც ბევრი კომპანიის ბევრ მოწყობილობას შეეხო. 

Pixel-ის ამჟამინდელი სმარტფონები საკუთარი წარმოების პროცესორ Google Tensor-ზე მუშაობს. სავარაუდოდ, Pixel 6a მოდელს ექნება იგივე პროცესორი Tensor GS101, რაც აქვს Pixel 6-სა და Pixel 6 Pro-ს. ჯერჯერობით ეს ყველაფერი დაუზუსტებელი ინფორმაციაა.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.