Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობათ (იმედია შესაბამის განყოფილებაში გავხსენი)

 

მოკლედ დაერთებული მაქვს ერთი ცალი Deecool RF120 Led fan პირდაპირ motherboard-ზე,უკანა მხარეს ჰაერის გამტანად,ვაპირებ წინა მხარეზეც ვუყიდო ქულერები და მაინტერესებს როგორ დავაკავშირო რამდენიმე Fan, ინტერნეტში fan hub არსებობაც გავიგე მაგრამ არ ვიცი რომელი ვიყიდო ან სხვა ალტერნატივა თუ არის დასაკავშირებლად?

 

6615421-1582573569-1.jpg

Posted

ყველაზე მარტივი ასეთი რაღაც. უფრო რთული კონსტრუქციებიც არსებობს თუმცა თუ ბევრი ფანი არ გჭირდება ეგეც საკმარისია

  • Upvote 1
Posted
5 minutes ago, MaKaSaRa said:

ყველაზე მარტივი ასეთი რაღაც. უფრო რთული კონსტრუქციებიც არსებობს თუმცა თუ ბევრი ფანი არ გჭირდება ეგეც საკმარისია

აქ იყიდება?

  • 3 years later...
Posted

მე ვიყიდე ადრე Lian Li-ს ქეისის ფრიალები და იმათაც დასჭირდა ეგეთი fan hub-ი. ანუ მაგას მიამაგრებ ქეისის უკანა მხარეზე და მაგაზე დააერთებ მერე ფრიალებს. ზუსტი მოდელი უნდა მოიძიო ინტერნეტში. eBay-ზე იქნება დიდი ალბათობით, აქ თუ ვერ ნახე. 

54859099.jpg

Posted

ფენებს გააჩნია როლმებს ყიდულობ, ზოგს 6 პინიანი შესარჭობი აქვს და მარტო თავის ჰაბებზე ერთდება.

Posted
On 2/26/2022 at 10:09 PM, Undertaker said:

გამარჯობათ (იმედია შესაბამის განყოფილებაში გავხსენი)

 

მოკლედ დაერთებული მაქვს ერთი ცალი Deecool RF120 Led fan პირდაპირ motherboard-ზე,უკანა მხარეს ჰაერის გამტანად,ვაპირებ წინა მხარეზეც ვუყიდო ქულერები და მაინტერესებს როგორ დავაკავშირო რამდენიმე Fan, ინტერნეტში fan hub არსებობაც გავიგე მაგრამ არ ვიცი რომელი ვიყიდო ან სხვა ალტერნატივა თუ არის დასაკავშირებლად?

 

6615421-1582573569-1.jpg

გამარჯობა, რამოდენიმე ოპცია არსებობს იმისთვის ეგ რომ გააკეთო.

  • იყიდო ისეთი ფენები რომლების საშუალებითაც გააკეთებ daisy chain-ს. აი მარტივად რომ აგიხსნა რა არის, სურათით განახებ. ანუ ერთმანეთზე ამბავ 3 ცალ ფენს და ბოლო ფენის კაბელებს აერთებ მაზერზე (არ შეგეშალოს და 3 პინიანი argb კაბელი არ დააერთო 4 პინიან rgb კონექტორზე (თუ შენს მაზერს აქვს ეგეთი კონექტორი, თორემ დაწვავ ფენს და კონეკტორს, 3 პინიანზე 5 ვოლტი მოდის და 4 პინიანზე 12 ვოლტი). ანუ თუ argb 3 პინიანი კაბელი ექნება შენს ფენებს, მაგ 3 პინიან კაბელს არჭობ 3 პინიან კონექტორს (5 ვოლტი სადაც მოდის) და მეორე კაბელს (pwm) რომელიც არის 4 პინიანი არჭობ sys-fan 4 პინიან კონექტორზე. მე მაგალითად ეგრე მაქვს გაკეთებული ჩემს კეისში.

 Aa2eKdb.png 

  • მეორე ვარიანტია argb fan hub/controller იყიდო. ანუ მანდ, აერთებ შენს ფენებს მაგ ჰაბში, ჰაბს უერთებ სატა კაბელს და ჰაბიდან გამომავალ კაბელებს (pwm და argb) აერთებ მაზერზე. ჩემს პირველ კეისზე ეს მეყენა, მარა მაგ ჰაბს ფერების მხარდაჭერა არ აქვს და არც led ფენები მქონდა მაშინ. მეორე კეისი რაც ვიყიდე, იმას თავისი კონტროლერი მოყვა და ლედ ფენები, მარა პრობლემური აღმოჩნდა (ფერების რეჟიმს ხანდახან default-ზე აყენებდა თავისით და ვერაფრით ვერ გავიგე მიზეზი და Mystic Light-ის მხარდაჭერაც არ ქონდა, ამიტომაც გადავწყვიტე daisy chain-ით დაერთება). ამაზონზე ბევრნაირი ვარიანტი დევს ეგეთი ჰაბების, მაგრამ სიმართლე რომ გითხრა არ მქონია არცერთი და ვერ გეტყვი რომელი იყიდო. ჯიტეკშიც აქვთ ეგეთი ჰაბები. მგონი ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება daisy chain-ით გააკეთო წინა 3 ფენი ერთმანეთთან და შენი უკანა გამწოვი ფენი ცალკე, მეორე sys-fan2-ზე დააერთო. უბრალოდ როცა იყიდი ახალ ფენებს, დარწმუნდი რომ daisy chain-ის მხარდაჭერა ექნება, თუმცა უმეტესობა თანამედროვე ლედ ფენებს აქვთ. ასევე კარგად შეარჩიე ფენები, ზოგი ხმაურიანია. ამათ აქებენ ძალიან, მარა ჯიტეკში არ ქონდათ მაშინ რომ ვყიდულობდი. 120მმ ვერსია კი ქონდათ, მაგრამ 140მმ ზომის მინდოდა და ვერაფრით ვერ იპოვეს და ესენი ავიღე, მარა არ ვარ კმაყოფილი, თუ 25%-ზე მაღლა აუწევ სიჩქარეს ხმა აქვთ.

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.