Jump to content

Elden Ring (2022)


Recommended Posts

47 minutes ago, Harmony Lines said:

GOW-ს და შემდეგ A Plague Tale-ს ვგულშემატკივრობდი, გულით მინდოდა მოეგო ან ერთს ან მეორეს, მაგრამ გულით გილოცავთ სოულსის ფანებს, მე არ ვარ ჰარდქორის მოყვარული, არც რომელმე კომპანიის გულშემატკივარი და არც არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ დასაფასებელია ნამდვილად ის შრომა რაც ჩადეს ქრეათორებმა და 0-დან გამოიგონეს და შექმნეს სრულიად ახალი სამყარო და პერსონაჟები...

not my  style but respect. 

 

გაიხარე ვანო, გოვ -მაც ბევრი ჯილდო აიღო, თანაბარი შანსები ქონდათ ორივეს, ერთი ვერ ვითამაშე გოვ-ი , ჩამოქაჩული მაქს და რო მოვიცლი ჩაუჯდები 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ეჭვიც არ მეპარებოდა.ისეთი თამაშია 3 წელი ზედიზედ უნდა მიცენ 😄 ❤️❤️ მიაძაკი რამაგარი კაცია  როგორი მორცხვად დგას.მიყვარს მგონი ესჩემისა 😄❤️❤️ ის ლაწირაკი ბავშვი ვინაა ეგ ვერ გავიგე კიდე 😄

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

22 hours ago, Gamer-4ever said:

გაიხარე ვანო, გოვ -მაც ბევრი ჯილდო აიღო, თანაბარი შანსები ქონდათ ორივეს, ერთი ვერ ვითამაშე გოვ-ი , ჩამოქაჩული მაქს და რო მოვიცლი ჩაუჯდები 

ჰო მთავარი ჯილდოს გარდა თითქმის ყველა კატეგორია GOW-მ მოიგო სადაც წარდგენილი იყო, მაინც თავისი სიტყვა თქვა, მაგრამ ახალ ხილს მიცეს დაფასება, GOW-ი მაინც ისედაც ბევრ ტიტულს ატარებს და სანტა მონიკას თიმიც ბევრჯერ იყო დაჯილდოვებული და Elden Ring-ი კიდე მაინც ახალი ხილია და თან ბევრად პატარა თიმის შექმნილია ათჯერ ნაკლები რესურსით რაც სანტა მონიკა სტუდიოს აქვს და მაინც ასეთი დონე რომ დადეს იმსახურებდა დაფასებას და  ვფიქრობ სწორად გადანაწილდა ჯილდოები...)

დაიწყე GOW მგონია მოგეწონება მაგრად...

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

აქაც ეგ თამაში იმარჯვებს გეიმერების აპროსში (ნუ ჯერ 2686 გოლოსია მარტო) მეორეზე კი God of War: Ragnarok რომელიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სულ ცოტათი უსწრებს stray, თუმცა ელდერ სკროლს კარგი ატრივი აქვს მაინც მაგ გამოკითხვაში https://3dnews.ru

Link to comment
Share on other sites

ELDEN RING Colosseum რეიზორის ისო რელიზი დაიდო: https://www.torrentleech.org/torrent/240953777#torrentinfo ეგ ყოფილა 1.08.1 პაჩით უკვე

Link to comment
Share on other sites

როგორც იქმა დავხურე მაგრამ ჩემი ნევრებიც წაიღო :D

Link to comment
Share on other sites

ესეც ELDEN RING წარმადობის ბოლო ტესტიროვკა აქტუალურ სისტემებზე: https://gamegpu.com/rpg/ролевые/elden-ring-test-gpu-cpu-2022 ნუ ბოლო პაჩით 1080P ჭირდება მაღალ ნასტროიკებზე მინიმუმ 3050 კარტა, მაგრამ მაინც მგონია რომ მაგ თამაშის დვიჟოკი უფრო გათვლილია 120ფპს-მდე სათამაშოთ, 180-200 არ დებს დაჟე 4090 რომ აჯახო და არა იმიტომ რომ გრაფიკა აქვს ძლიერი, უბრალოთ მეტის თავი არა აქვს და ვერ ანვითარებს ძალზე მაღალ ფპს, 2K კი 2060 სუპერი უნდა, ნუ 1080Ti ეყოფა მშვენივრათ, იდეაში მაგაზე მაღალ ფპს-საც დადებს, თუმცა ამდ 6000 სერიის კარტები ისეთ კარგ ფორმაში მაგ თამასში არ არიან, ნუ იგივე 6800 3070Ti დონეზეა, 6800XT კი უფრო 3080 10გბ უტოლდება მანდ, ნუ თებერვლის ტესტებში შევიხედე ეხლა თავიდან რომ გამოვიდა ეგ თამაში და იქ ლოკი ედო აშკარა 60ფპს, რომელიც ახალი პაჩებით მოხსნეს და პერფორმანსიც გაიზარდა, ნუ მინიმალური ფპს საკმაოთ გაზრდილა, იქ მშვენივრათ ეკავა 1080Ti 2K 60fps, მანდ წესით მეტიც იქნება ცოტათი, მე როგორც ვიცი თვითონ რეზკი ჩავარდნები შემცირდა მომენტებში რაც ქონდა პირველ პაჩებზე, ეხლა უფრო კარგათ უბერავს უკვე, თუმცა გარკვეული ლაგები შეიძლება დარჩა კიდე

Link to comment
Share on other sites

Last of us-ს გადაასწრო ჯილდოების რაოდენობაში და მსოფლიოში პირველი თამაში გახდა რომელსაც 324 ჯილდო აქვს.ძალიან მიხარია შესაბამისად რო დააფასა ეს თამაში ხალხმა

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

კიდევ ერთხელ შევაქებ თქვენის ნებართვით.ეს თამაში იმის მაგალითია, როგორ შეიძლება გენიალური თამაშის გაკეთება მარტო გეიმფლეის ხარჯზე.ვერცერთი იმენა ვერცერთი კომპანია ვერ ახერხებს ამას.ყველა გტენის ისტორიას,სენტიმენტებს,ცოლებს,ქმრებს,შვილებს.არ მაინტერესებს გერალტის, ვიღაც ცირი და ბებერი კაცის თხების ძებნა,არც არტურის გადაღეჭილი ისტორია.არ მინდა ამ თამაშებს შეურაწყოფა მივაყენო, მაგრამ თუ არ დაგაინტერესა ისტორიამ  არაფერი არ რჩება თამაშიდან.თამაშს რო ჩავრთავ მინდა ვითამაშო და გეიმფლეის ნახევარი რაღაც სინემატიკებში და ბლა ბლა-ში არ დავხარჯო.ამისთვის უკვე ხო ისედაც არსებობს ფილმები.ეს კაცი ეს ჩვენი მიაძაკი ახერხებს იმას, რო ხელოვნების ნიმუშებს ქმნის მხოლოდ გეიმფლეით.მიაძაკის მადლი გფარავდეთ.თუ ვინმეს საწინააღმდეგო აზრი აქვს ან ამაზე ან ზემოთ ხსენებულ თამაშებზე სიამოვნებით ვეკამათები.გარემოცვიდან გამომდინარე შორსაა ეგ ფუფუნება ჩემთვის :D

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

კამათს ნამდვილად არ ვაპირებ მაგრამ ეს თამაში ნამდვილადაა ერთერთი ისეთი რომელსაც 99% არასდროს ვითამაშებ. 0 მაქვს ინტერესი მსგავსი უისტორიო თამაშების მიმართ. რასაც ნაკლებში თვლი ეგ ჩემთვის დადებითია და პირიქით. არც არსებობს შანსი რომ სიმპათია გამიჩნდეს ამ სტილის თამაშების მიმართ. ერთადერთი რასაც ვაფასებ და ვაღიარებ არის არტი. ძალიან მაღალი დონის შესრულებაა პერსონაჟების. როგორც ადამიანს რომელსაც ცოტა რაღაც გაუგია კომპიუტერულ გრაფიკაში და ზოგადად ციფრულ მხატვრობაში ამ კუთხით თამაშის სიდიადეს ვაღიარებ. დანარჩენი კაპიკია ჩემთვის ამის ფასი, ისევე როგორც დარქ სოულის,  ა.შ. კლასიკური რპჯ ჟანრი არ მომწონს. შესაბამისად არც skyrim, oblivion-ი, მოროვინდი და ა.შ. ნახევარი საათი მაქსიმუმია. მიუხედავად ჩემი ანტიპატიისა საერთოდ არ ვფიქრობ რომ სხვაც ჩემსავით უნდა ფიქრობდეს. ასე რომ არ შევდივარ არავისთან პოლემიკაში. ვისაც მოსწონს ითამაშოს მაგრამ მე რატომ არ მომწონს მაგაზე მოდევება არ ღირს :D 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ნუ ზოგადათ RPG ძალიან ბევრნაირი ნაპრავლენია აქვს, კლასიკური პრჯ დაწყებული, ეგეთი ჰარდკორშიკებზე გათვლილი იაპონური rpg თუნდაც, რომლებსაც საკმარისზე ბევრი გეიმერი თამაშობს, არა მარტო იაპონელებს უსწორდება ეგ იგრები, არის უფრო პოპულარული ეგრეთ წოდებული ოპენ ვორლდ ეკშენ-რპჯ გოთიკა-ელდერ სკროლის ტიპაჟის, ცოტა მოგვიანებით კი ვიჩერის სერიაც გამოვიდა, არაა აუცილებელი ძალზე შიკარნი სიუჟეტი ქონდეს და საინტერესო პერსონაჟები, როგორც წესი მაგის გარეშეც ამართლებს ეგეთი თამაშები და ძალზე ბევრიც თამაშობს, იგივე ელდერ სკროლები,გოთიკები,ვიჩერები პირველ რიგში მახსენდება მაგ ჟანრიდან, არის კიდე ფანტასტიკური რპჯ კოსმოსის თემატიკაზე, როგორიც მაგალითათ KOTOR ორი ნაწილი იყო სტარ ვორსის სამყაროდან და მოგვიანებით მასს ეფექტის სერია თუნდაც, ეგეც ძალზე პოპულარული ჟანრია, მაგას ემატება კიდე პოსტ აპოკალიფსური რპჯ, ნუ პირველ რიგში გამოვყოფდი ფოლაუტის სერიას რა თქმა უნდა, ისე კლასიკურ ისომეტრიკულ რპჯ ეხლაც უშვებენ უფრო თანამედროვე გრაფიკით და სპეცეფექტებით, ნუ ბოლო წლებში რაც გამოვიდა მაგ ჟანრიდან გამოვყოფდი უფრო Hades,Disco Elysium,ცოტა უფრო ძველებიდან Divinity: Original Sin 1-2, ნუ მე რაც მაქვს დახურული პირველი დრაგონ ეიჯი იყო შედევრალური თამაში, ასევე მომეწონა საკმაოთ NWN ორი ნაწილი, მაგრამ ეგ დიდი ხნის წინ მაქვს უფრო დახურული 2010-მდე, რაც შეეხება დარკ სოულს, მე პირადათ არ მითამაშია თავის დროზე, ნუ მიზეზი უფრო ის იყო რომ ძალიან ბევრი რეიტინგული რპჯ მქონდა დასახური იმავე პერიოდში და იმათი დახურვა ვამჯობინე მაინც, ეგ იმას არ ნიშნავს რომ ეგ არ მომეწონებოდა საერთოდ ან არ ღირდა დასახურათ, მე ყველანაირი რპჯ მომწონს თითქმის, რედკათ რამე დავაიგნორო, ყველას თავისი მუღამი აქვს მაინც, თუმცა ყველაზე მეტათ მისწორდება ოპენ ვორლდ რპჯ, იგივე ელდერ სკროლსი და ვიჩერები თუნდაც პირველ რიგში, მასს ეფექტის და ფოლაუტის სერიაც საკმაოთ მომეწონა, ნუ ფოლაუტებიდან მარტო მესამე დავხურე თავისი ადონებიანათ, მასს ეფექტი კი ორი მაქვს დახურული და მესამეზე ასე 70% გავჩერდი 2018 იანვარში და აღარც გამიგრძელებია მაგის შემდეგ დახურვა, ვარ ეგრე ძველი სეივებით მაგ თამაშზე გაჭედილი, თუ მოვედი მუღამზე შეიძლება ისევ ჩავუჯდე გეიმინგს, სისტემაც შესაცვლელი მაქვს მაგრამ ვერც მაგას მოვაბი თავი ჯერ, ეს თამაში ძალზე მაღალი დონის ჩანს, თუმცა მოეწონება მარტო იმ გეიმერებს ვისაც რთული RPG მოსწონს ბევრი ჩხუკუნი და დრო რომ ჭირდება დასახურათ, სირთულეზე ვისაც ალერგია აქვს ან არ უყვარს საერთოდ ეგეთი მძიმე დასახური თამაშები, მეეჭვება მაგ თამაშმა დააინტერესოს, მელკი დეტალებზე აქვთ მაგარი ნამუშევარი მაგ თამაშზე, ბევრი წვრილმანი დასკანალნაა გათვლილი და დამუშავებული, არტიც საკმაოთ მაღალი დონისაა, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება გრჩება რომ თამაშს ისტორია საერთოდ არა აქვს, ან მეორეხარისხოვანია ეგ ყველაფერი, ამიტომ დიალოგებსაც ვერ ნახავ მაგ თამასში დიდათ და საინტერესო დისკუსიებს, ისე კიდე ერთი JPRG შედევრი თუ აქვს ვინმეს ნათამაშები, რამდენიმე თვის უკან პს-ზეც გამოვიდა კარგი პორტი სონის, Persona 5 royal ვგულისხმობ, კიდე ერთი სვერხსტრანი ტიპის რპჯ არა ამქვეყნიური ჩახლართული სიუჟეტით, მანდაც ძალიან მაგარი დამუშავებულია ყველაფერი, მაგრამ 100+ საათი ნდომია დახურვას და ძალიან ბევრი ჟანრია ერთმანეთში არეული, ბიტემაპი იქნება, სლეშერი, ადვენტურა,რპჯ თუ ეკშენი, ანიმეს მიხედვითაა ეგ თამაში აგებული, თუ შეტეხეს მოსინჯეთ, თუმცა შეიძლება არც ეგ მოეწონოს ბევრს, ჩუდაკავატი იგრები ვისაც მოსწონს არასტანდარტული ტიპის კაკ მინიმუმ უნდა დააინტერესოს მაგ თამაშმაც, თავის ჟანრში კი შედევრათ ითვლება და ბევრი თვლის ერთ-ერთ საუკეთესო JPRG რაც კი აქამდე გამოუშვიათ მთლათ საუკეთესოს თუ არა, მაგრამ ისეთი იგრაა ეგეც რომ ძალიანაც რომ მოინდომო შეიძლება ვერ ითამაშო დიდხანს და მალევე მიატოვო, თუმცა ვინც არ მიატოვა ყველა მურტლათ აფანატებს მაგ თამაშზე, საშინელი ჩამთრევი რაღაცა არისო რავი რას გაიგებ დატესტვის გარეშე

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

On 1/4/2023 at 10:32 PM, MaKaSaRa said:

კამათს ნამდვილად არ ვაპირებ 

კამათში გეიმერული საინტერესო კამათი ვიგულისხმე მეგობარო.პოლემიკა და კამათი ჩვენი გეიმერების მოგონილია 😄❤️თან თემაც ცოცხალი იქნება და საინტერესო აზრიც დაიბადება.აი მაგალითად რატოა უინტერესო შენთვის ეს თამაში და ზოგადად rpg.მაია ასათიანი ხოარ ხარო არ მკითხო 😄

Link to comment
Share on other sites

dark souls - elden ring  ჩემი აზრით ერთერთი ყველაზე საინტერესო სთორითელინგიაქ დიალოგები და პერსონაჟები გენიალური თამაშებია მიაზაკი შეუდარებელია რაღაცა ჰიდეო ს იმედი მქონდა მაგ მხრივ რო რამე მაგარს გაკეთებდა მარა ჯერჯერობით არაფერი მსგავსი მიაზაკის ნაირი არ შეუქმნია 

რო ჩართავ და ვეღარ ვდგები re სერიებია მარრო ეხლა re 0 -  re  remaster ჩავიწერე კლასიკური იგრებია revalation 2 საც უბერავ ეგეც კარგია 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

რამდენი ფაქტორია ალბათ. არ მიფიქრია კონკრეტულად რა არ მომეონს ასე რომ შეიძლება ვერ ჩამოვაყალიბო მთლად სწორად. ნუ რაც მახსენდება ისაა რომ rpgების განცნობა მე რომ დავიწყე იყოს სულ ზოგადი, ვიღაც ტიპი რომელსაც მოთამაშე ქმნიდა და გარკვეულ როლს აკისრებდა. არ მომწონს მე ეგრე, მირჩევნია სიუჟეტი აგებული იყოს ერთ კონკრეტულ ტიპზე ან ტიპთა ჯგუფზე და მის გარშემო ვითარდებოდეს მოვლენები. ანუ კონკრეტული სახელი რომ ქვია უფრო ვგრძნობ ემოციურ კავშირს. თუ არ ვუთანაგრძნობ პერსონაჟს ისე არ მაინტერესებს რას იზავს. შესაბამისად ვერ განვეწყობი ინტერესით. კიდევ ის რომ კლასიკურ რპჯ-ებში რატომღაც მგონია რომ დაუხვეწავი და მოუქნელი ანიმაციებია. იქნია ხმალი მარკვნივ და მარცხნივ და 20 წლის უკანდელი ანიმაცია დიდად არ მხიბლავს. სკაირიმიც ეგრე იყო, გაშეშებული რომ დადიოდა პერსონაჟი. მოკლედ რეალიზმი მაკლია რა თამაშში. ძირითადად უზარმაზარი სამყაროები რომაა გარემოს დეტალიზაცია რაღაც ადგილებში მიფუჩეჩებულია. მხოლოდ ბოსფაითები კიდე არ მყოფნის..  იტერაციული თამაშები კაკრას ძაან მომწონს, სუპერრელისტური გრაფიკით როა მაგალითად დეტროიტი და მისი მსგავსები. ნუ ფლეისთეიშენის ექსკლუზივები რაც იყო მაგალითად ბიონიდ თუ სოულსი, ჰევი რეინი და ა.შ მაგათ გრაფიკა არაფერი მაგრამ უფრო მეტად ჩამთრევი აღმოჩნდა ჩემთვის ვიდრე ზედა პოსტში რაებიც ჩამოვთვალე rpgები.  ელდენ რინგ გადმოვწერე და აი არც გავცელილვარ მენიუს. მივხდი რომ მეზარებოდა 😁 ნუ ვნახოთ ოდესმე თუ უფრო მეტი დრო მექნება გამოყოფილი გეიმინგისთვის შეიძლება არ დამეზაროს და მოვსინჯო მაგრამ ისეთი რეჟიმი მაქვს და რაც ასაკი მემატება კიდევ უფრო ვიტვირთები ან უფრო მეტად ვიღლები არამგონია დიდად სავარაუდო იყოს ბევრ საათიანი ოფლაინ გეიმინგი ჩემთვის. უფრო ონლაინ შუთერებში ვერთობი მეგობრებთან ერთად ვიდრე რთული და გონების დასაძაბი მექანიკების შესწავლით. კიდევ შემოგაშველებთ საკამათო საკითხებს ახლა ცაიტნოტის რეჟიმში ვარ და არ მახსენდება უცებ რაღაცეები 😁

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

6 hours ago, MaKaSaRa said:

რამდენი ფაქტორია ალბათ. არ მიფიქრია კონკრეტულად რა არ მომეონს ასე რომ შეიძლება ვერ ჩამოვაყალიბო მთლად სწორად. ნუ რაც მახსენდება ისაა რომ rpgების განცნობა მე რომ დავიწყე იყოს სულ ზოგადი, ვიღაც ტიპი რომელსაც მოთამაშე ქმნიდა და გარკვეულ როლს აკისრებდა. არ მომწონს მე ეგრე, მირჩევნია სიუჟეტი აგებული იყოს ერთ კონკრეტულ ტიპზე ან ტიპთა ჯგუფზე და მის გარშემო ვითარდებოდეს მოვლენები. ანუ კონკრეტული სახელი რომ ქვია უფრო ვგრძნობ ემოციურ კავშირს. თუ არ ვუთანაგრძნობ პერსონაჟს ისე არ მაინტერესებს რას იზავს. შესაბამისად ვერ განვეწყობი ინტერესით. კიდევ ის რომ კლასიკურ რპჯ-ებში რატომღაც მგონია რომ დაუხვეწავი და მოუქნელი ანიმაციებია. იქნია ხმალი მარკვნივ და მარცხნივ და 20 წლის უკანდელი ანიმაცია დიდად არ მხიბლავს. სკაირიმიც ეგრე იყო, გაშეშებული რომ დადიოდა პერსონაჟი. მოკლედ რეალიზმი მაკლია რა თამაშში. ძირითადად უზარმაზარი სამყაროები რომაა გარემოს დეტალიზაცია რაღაც ადგილებში მიფუჩეჩებულია. მხოლოდ ბოსფაითები კიდე არ მყოფნის..  იტერაციული თამაშები კაკრას ძაან მომწონს, სუპერრელისტური გრაფიკით როა მაგალითად დეტროიტი და მისი მსგავსები. ნუ ფლეისთეიშენის ექსკლუზივები რაც იყო მაგალითად ბიონიდ თუ სოულსი, ჰევი რეინი და ა.შ მაგათ გრაფიკა არაფერი მაგრამ უფრო მეტად ჩამთრევი აღმოჩნდა ჩემთვის ვიდრე ზედა პოსტში რაებიც ჩამოვთვალე rpgები.  ელდენ რინგ გადმოვწერე და აი არც გავცელილვარ მენიუს. მივხდი რომ მეზარებოდა 😁 ნუ ვნახოთ ოდესმე თუ უფრო მეტი დრო მექნება გამოყოფილი გეიმინგისთვის შეიძლება არ დამეზაროს და მოვსინჯო მაგრამ ისეთი რეჟიმი მაქვს და რაც ასაკი მემატება კიდევ უფრო ვიტვირთები ან უფრო მეტად ვიღლები არამგონია დიდად სავარაუდო იყოს ბევრ საათიანი ოფლაინ გეიმინგი ჩემთვის. უფრო ონლაინ შუთერებში ვერთობი მეგობრებთან ერთად ვიდრე რთული და გონების დასაძაბი მექანიკების შესწავლით. კიდევ შემოგაშველებთ საკამათო საკითხებს ახლა ცაიტნოტის რეჟიმში ვარ და არ მახსენდება უცებ რაღაცეები 😁

მივხვდი

პირველი რპგ მგონი გოთიკა იყო რაც გამეგონა და მენახა მარა თავიდნა დიდად არ მოწონდა ზოპგადად მე რპგ ები მარა ეხლა დიდ პრიორიტეტს ვანიჭებ 

ყველაზე  მეტად ეხლა ჰოგვართს ლეგასს ველოდები და საილენთ ჰილსის რემეიქს  ასევე რე4 ს 

Link to comment
Share on other sites

1 minute ago, ottko said:

დიდად არ მოწონდა ზოპგადად მე რპგ ები მარა ეხლა დიდ პრიორიტეტს ვანიჭებ 

თავიდან მეც ეგრე ვიყავი ზუსტად , ერთი ვიჩერის სერიებს ვთამაშობდი პირვლეს და მეორეს მეტი რპგ არც მქონდა ნათამაშები, მერე სკაირიმი რო გამოვიდა ყველაფერი შეცვალა , ძაან დამაინტერესა როგორც თამაშმა და გარემო ქონდა ძაან სასწაული ,ეხლაც რო ვთამაშობ თითქოს ჯადოს გიკეთებსო ისე გადავეშვები ხოლმე სკაირიმში , თან თამაშის დროს თავისი სოუნდები რო ირთვება ძაან ასწორებს , ქუესთებიც ერთიმეორეზე უკეთესები აქვს , მოკლედ ჩემთვის დღესაც შედევრია რა ერთერთი ყველაზე ფავორიტი თამაშია

 

პირველი სოულსი რო გამოვიდა ეგ უკვე ახალი ხილი იყო რპგ ჟანრში უფრო ექშენ რპგ-იყო , ძაან ძნელი და საერთოდ  ახალი ტიპის თამაში როგორც ეხლა აწერენ ჟანრში souls like ანუ განსხვავებულია  არ გავს თამაშებს რაც მანამდე იყო

ამ ფორუმზე თამაშობდენ და ბევრი დისკუსიებიც მიდიოდა , მეთქი რა ათამაშებთ ამ საშნელ თამაშს , გარემოს გულისთვის გადმოვწერე და ეგრევე წავშალე ეს რა ძაან რთული და გაუგებარი თამაშია თქო 

მერე გადმოვწერე lords of the fallen ი სოულსთან შედარებით ლაითი იყო და გამარტივებული , რო გავერკვიე ძაან მომეწონა , კარგათ დავამუშავე და 2 ჯერ დავხურე ისე გაასწორა , აი უკვე მაგის მერე დავიწყე სოულსის სერიები , დაუჭირე მუღამი და წაიღო , აი პირველი და მეორე ძნელი იყო სათამაშოდ და მესამე უკვე გალაითებული და ძაან მაგარი გამოუვიდათ თან ბლოდბორნის გარემო ქონდა 

ელდერ რინგზე აღარ დავწერ წინა გვერდებზე საკმაოდ ვაქე და აღარაა საჭირო რამე დავწერო 

ვიჩერ 3 -ზეც აღარ დავწერ ეგეც შედევრია ჩემთვის 

 

Link to comment
Share on other sites

ადრეც ბევრჰჯერ დამიწერია ამ ფორუმზე მაგრამ გეიმინგში, ნუ როცა ვთამაშობდი ისევ აქტიურათ პს-ზე 2004-ან ას 2018-მდე ყველაზე მეტათ ჟანრებიდან უპირატესობას ვანიჭებდი რპჯ ჟანრს, ეხლაც რომ დავიწყო გეიმინგი არაფერი შეიცვლება, მიყვარს უბრალოთ გაშლილ სამყაროში აქეთ-იქით ხეტიალი და საიდკვესტების შესრულება, რომლებიც ხშირათ კარგათ ჯდება შიკარნი ასნავნოი კვესტებთან რაც ეგეთ იგრებშია, მარტო ასნავნოი კვესტებისთვის რპჯ მე არასდროს დამიხურია, ყველაფერს ვასრულებდი ხოლმე, მაგ მხრივ რამე შეზღუდვები რპჯ რაც შეეხება არ მაქვს, მაგრამ უპირატესობას ვანიჭებ მაინც ელდერ სკროლსის-ვიჩერის ტიპის ოპენ ვორლდ ეკშენ-რპჯ,იქნება ძლიერი სიუჟეტი თუ არა პირველხარისხოვანი ჩემთვის მაგ ჟანრში არაა, საერთო გარემო თუ მომეწონა და სქემა თამაშის უკვე მაინტერესებს ეგ ჟანრი, გრაფიკას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ თუ ძალიან მოძველებული გრაფიკა არა აქვს თამაშს, ნუ უკვე რომ ეტყობა რომ ძალიან ნიტოა მაინც ვთამაშობდი ხოლმე, ბევრ მათგანს HD ტექსტურ პაკებით, იგივე მასს ეფექტი 3 სანამ რემასტერი გამოვიდოდა ხოშიან ვიდზე მყავდა მოყვანილი, ეგეთს არაფერი უჭირდა, მითუმეტეს თვითონ თამაში ძალიან მაღალი დონისაა, რპჯ შემდეგ მომწონს პირველ რიგში GTA ტიპის იგრები, რა თქმა უნდა მაგაში შევა RDR2, თუმცა ეგ უკვე ვესტერნია და მანქანების მაგივრათ ცხენებით დადიხარ აქეთ იქით, მომწონს აგრეთვე ეკშენ-ადვენტურები, ეგაა ალბათ მეორე ასნავნოი ჟანრი, რახან GTA თვითონ GTA გარდა იშვიათათ რამე მეთამაშოს, მაგეების გარდა ვთამაშობდი აგრეთვე სტატეგიებს (მანდაც კონკრეტული სტილის სტრატეგიებს ვანიჭებდი უპირატესობას და დანარჩენს ვტოვებდი ხოლმე), არკადულ რეისინგებს და შუტერებს, თუ მაღალი დონის იგრებია რამე დიდ პრიორიტეტს მაგ სამ ჟანრს არ ვანიჭებდი, თუმცა უფრო მეორე პლანზე იყო მაგ ჟანრის იგრები, გააჩნია მაინც დონეს თამაშის, ეხლა რა არ მომწონს, საერთოდ არ მიზიდავს ონლაინი არა აქვს მნიშვნელობა ჟანრს, არც კი მისინჯია სერიოზულათ იმდენათ არ მომწონს კონცეპცია ონლაინ თამაშების და რაც უნდა აკეთო თამასში არც ეგ მომწონს, თამაშების ნაწილი უკვე სპორტულ შეჯიბრსაც ემსგავსება რასაც ვერ ვიტან თამაშებში, ანუ კიბერსპორცმენის სული არ მაქვს და არც მქონია არასდროს სურვილი, მაგის გარდა ვერ ვიტან სიმულაციებს, ლუბოი ტიპის და ნაპრავლენიის, არაფერი არ მომწონს სიმებიდან, სოფტ სიმებს რაც შეეხება, რეისინგებში თუ ურევია არკადაც მაშინ ვითამაშო შეიძლება ეგეთიც, JRPG ფაქტიურათ არაფერი არ მაქვს ნათამაშები, მაგრამ თუ ვითამაშებდი პირველ რიგში მაგ დარკ სოულსებს ალბათ და Persona 5 royal მაინტერესებს, საუკეთესო იაპონური ანიმე RPG რაც კი ოდესმე შეუქმნიათ, მითუმეტეს პს-ზე გამოვიდა უკვე და დენუვოს დაცვა ჯერ არ შეუტეხიათ, ანუ ჩემთვის ნომერ პირველია რპჯ, ბოლო პლანებზე კი შუტერი და არკადული რეისინგები დგას, ხო ვთამაშობ სლეშერებსაც, როგორც ერთ-ერთ ეკშენ-ადვენტურის პოდვიდს, ნუ რაც ითამაშება ასე თუ ისე კლავა-მაუსით, მე სხვა რაღაცას სათამაშოთ არასდროს ვიყენებდი, დაჟე საცოდავი უბრალო კლავა-მაუსით ვუბერავდი ხარდზე ადრე იგრებს და მაინც ვხურავდი ხოლმე, ეხლა რაც მაქვს მაგაზე დახურვა უფრო ადვილია რა თქმა უნდა, მექანიკურ გეიმერულ კლავას და ოპტიკურ სწრაფ მაუსს ვგულისხმობ, გაცილებით ადვილდება მაგაზე რესპონსი და იგრავოი პროცესიც, დანარჩენი რეაქცია ტაიმინგებზეა ყველაფერი დამოკიდებული და წინასწარ უნდა განსაზღვრო ერთი ხოდით წინ ხშირათ და ადვილია ეგრე უკვე რთული მონაკვეთების დახურვა, ბევრს ვიცი ამ ფორუმზე ევასება ჰორორები, არც ეგაა ჩემთვის ასნავნოი ჟანრი, მაგრამ არც ნეგატიურათ ვარ განწყობილი, რეალურათ ძალზე მაღალი რეიტინგი თუ აქვს საშვალო არ დავაიგნორებ, თავის დროზე დახურული მაქვს დედ სპეისის ორი ნაწილი და მომეწონა ორივე ძალიან, მაგრამ რეზიდენტები გარკვეული მიზეზების გამო არ დამიხურია, არ მაქვს არც ასასინები დახურული პირველის გარდა, ეგრე დაჯდა უბრალოთ, იგივეს თქმა შეიძლება კოდის სერიაზე, მეოთხე ნაწილი ბოლო იყო რაც დავხურე, სხვა შუტერებს ვხურავდი და რატომღაც შემდეგი ნაწილები აღარ დამიხურია, კომიქსებსაც არ ვუყურებ ნეგატიურათ, მაგრამ არც ეგაა ჩემთვის პრიორიტეტში, თავის დროზე დავხურე ბეტმენის ორი ნაწილი და ძალზე მაღალი დონის იგრებია ორივე, ანუ მე თუ კარგი იგრაა რეალურათ 88-90% დონის მაინც მინიმუმ არასდროს არ ვაიგრნორებდი ეგეთს მაგ ჩამოთვლილ ჟანრებში რაც ჯდება, tbs ისე ძალიან არ მომწონს, მაგრამ Persona royal 5 მოვსინჯავდი, მიუხედავათ იმისა რომ 100 საათზე მეტი დრო უნდაო მაგ თამაშის მთლიანათ დახურვას, ნუ მანდ ათასნაირი ჟანრია კიდე, არა მარტო TBS,ძალიან სტრანი იგრაა, მთავარი აქცენტი შეიძლება ბოსფაიტებზეა გაკეთებული მაინც, ფაქტიურათ სლეშერ-ბიტემაპი გამოდის, TBS კვესტოვი-ადვენტურის დროს ხდება უფრო

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...
  • 3 weeks later...

ტრადადადააა dlc გამოდის..fromsoftware-ის დლც თან როგორც წესი ერთ თამაშს უდრის

elden-ring-dlc-shadow-of-the-erdtree.jpg

Link to comment
Share on other sites

7 minutes ago, vechny said:

ტრადადადააა dlc გამოდის..fromsoftware-ის დლც თან როგორც წესი ერთ თამაშს უდრის

 

შენ დაამთავრე ეს იგრა? 

Link to comment
Share on other sites

Just now, მიშკა said:

შენ დაამთავრე ეს იგრა? 

კი აბა რა.140 საათი დამჭირდა

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.