Jump to content

Intel-მა ისაუბრა ჩიპ Bonanza Mine-სა და მაინინგში მის შესაძლებლობებზე


Recommended Posts

image.png 

გარკვეული პერიოდის წინ გამოცხადდა, რომ Intel ქმნის ახალ ASIC ჩიპს სპეციალურად Bitcoin-მაინინგისთვის, სახელწოდებით - Bonanza Mine. ამჟამად გამოფენა ISSCC 2022-ზე ბევრი დეტალი გახდა ცნობილი ახალი მაინერული ჩიპის შესახებ: კომპანია ეცადა, მაქსიმალურად ბევრი ესაუბრა პროდუქტის საინტერესო მახასიათებლებზე. 

ჯერჯერობით ხელმისაწვდომია ცნობები BMZ1 ჩიპზე, თუმცა Intel-მა უკვე შექმნა ვერსია BMZ2, რომლის შესახებ მომავალში გააზიარებს დეტალებს. 

თავად ჩიპი BMZ1 შექმნილია კოპაქტურ კორპუს FCLGA-ში, კრისტალი ღია იქნება და მისი ზომაა 7х7.5 მმ. ჩიპის ზომა შეადგენს  4.14х3.42 მმ-ს, კრისტალის ფართობი კი - 14.16 კვადრატულ მილიმეტრს. ასეთი ზომები მეტად კომპაქტურია და კომპანიას უკეთესი პროდუქციის გამოშვების საშუალებას აძლევს, თანაც მაქსიმალური რაოდენობის ფირფიტების გამოყენებით. სილიკონის ერთ-ერთ ასეთ ფირფიტაზე ოთხი ათასამდე ჩიპი განთავსდა. Intel-ის ინფორმაციით გამოყენებული იქნება 7-ნანომეტრიანი ჩიპი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რომელი. 

ყველა ჩიპს აქვს 258 მაინინგ-ძრავი, რომელთაც კრისტალის ფართობის 90% უკავიათ. დანარჩენი მნიშვნელოვანი მახასიათებლები ასეთია: 

  • ენერგომოხმარების საშუალო მაჩვენებელია - 7.5 ვატი. 

  • ჰეშრეითის საშუალო მაჩვენებელია - 137 გჰეშ/წმ. 

  • სამუშაო სიხშირის დიაპაზონი - 1.35-დან 1.6 გჰც-მდე. 

  • ტემპერატურა - 75 გრადუსი ცელსიუსით. 

ერთ მაინერში მოცემულია 300 ჩიპი, რაც მფლობელს 40 ტჰეშ/წმ სიმძლავრით უზრუნველყოფს, საშუალო ენერგომოხმარება 3600 ვატს შეადგენს. რა თქმა უნდა, ეს არ გახლავთ საუკეთესო გადაწყვეტილება ბაზარზე, რადგანაც Bitmain S19j XP უზრუნველყოფს 140 ტჰეშ/წმ სიმძლავრეს თანაც მხოლოდ 3010 ვატის მოხმარების პირობებში. 

უნდა აღინიშნოს, რომ აღწერილი მახასიათებლები აქტუალურია პირველი ვერსიის ჩიპისთვის, თუმცა როგორც ზემოთ ვთქვით, მეორე ვერსიაც უკვე ხელმისაწვდომია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.