Jump to content

არაოფიციალურად: Apple ქმნის დასაკეცი ეკრანის მქონე MacBook-ს, დრეკადი iPhone-ის გამოშვება კი 2025 წლამდე გადაიდო


Magdalena

Recommended Posts

Display Supply Chain Consultants-ის (DSCC) ანალიტიკოს Ross Young-ის ინფორმაციი კომპანია Apple-მა, დიდი ალბათობით, დასაკეცი iPhone-ის გამოშვება 2025 წლამდე გადადო. მის ნაცვლად კომპანია დაკავდა დასაკეცი ეკრანის მქონე MacBook-ის შემუშავებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MacRumors 

DSCC-ის ახალ ანგარიშში, რომელიც Apple-ის სამომავლო დასაკეც მოწყობილობებს ეძღვნებოდა, Young-მა განაცხადა, რომ დრეკადი ეკრანის მქონე iPhone-ის გამოსლა, რომლის შესახებ ხმები გარკვეული პერიოდია ვრცელდებოდა, 2025 წლამდე გადაიდო. ადრე მიიჩნეოდა, რომ მოწყობილობის წარდგენა 2023 ან 2024 წელს შედგებოდა. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი არ სახელდება, თუმცა წყაროები აცხადებენ, რომ Apple უბრალოდ არ ჩქარობს დასაკეცი სმარტფონების ბაზარზე შესვლას. 

დრეკადი iPhone-ის რელიზის გადავადების მიუხედავად Apple იკვლევს  ბაზარზე დრეკადი დისპლეის მქონე ლეპტოპების შეტანის შესაძლებლობას, რაც ჩაანაცვლებს თავისთავად ეკრანს, კლავიატურასა და ტრეკპადს. ცნობილია, რომ კომპანია მომწოდებლებთან ერთად განიხილავს დაახლოებით 20-დუიმიანი დასაკეცი დისპლეის მქონე მოწყობილობას. Young-მა განაცხადა, რომ ასეთი ლეპტოპი შესაძლოა წარმოადგენდეს Apple-ის პროდუქტების ახალ კატეგორიას, რომელსაც ორმაგი დანიშნულება ექნება: იგი იმუშავებს როგორც ლეპტოპი სრულად გახსნილ მდგომარეობაში ან როგორც პლანშეტი ან მონობლოკი, როდესაც გარე კლავიატურა და მაუსი მიუერთდება. Young-მა დაამატა, რომ ხსენებული ზომის გათვალისწინებით მოწყობილობას შესაძლოა ჰქონდეს 4K ან მეტი გაფართოება. Young აცხადებს, რომ Apple-ის დრეკადი ეკრანის მქონე ლეპტოპი 2025 წელზე ადრე არ გამოვა. იგი ვარაუდობს, რომ მოწყობილობის ბაზარზე გამოსვლის გონივრული ვადებია 2026 ან 2027 წელი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.