Jump to content

თერმო პასტის შეცვლა


Recommended Posts

რაიმე თერმოპასტა მირჩიეთ რა ასე 10-20 ლარის ფარგლებში თუ იქნება ვარგისი, და ალბათ ერთი თერმოპასტა მეყოფა CPU_ზე და GPU_ზეც ხომ? და ბარემ ისიც მითხარით დაახლოებით რამდენი გრამი უნდა დავაწვეთო პროცესორზე?

და საერთოდ რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოვცვალო თერმო პასტა? 

http://www.amazon.com/ARCTIC-MX-4-Carbon-Based-Thermal-Compound/dp/B0045JCFLY/ref=sr_1_1?s=electronics&ie=UTF8&qid=1392216874&sr=1-1&keywords=mx-4

http://www.amazon.com/Noctua-NT-H1-Thermal-Compound-Retail/dp/B002CQU14A/ref=sr_1_1?s=electronics&ie=UTF8&qid=1392217229&sr=1-1&keywords=Noctua+NT-H1

 

ორივე მაღალი ხარისხის თერმოპასტაა. რომელიც გინდა აირჩიე :) 

რამდენიმე "წვეთი" უნდა, ნახე youtube-ში ვიდეოები. ერთი "ტუბიკი" 10 და მეტ წასმას ყოფნის. თუ კარგად წაუსვი, 1 წელი და მეტიც არ სჭირდება გამოცვლა

Link to comment
Share on other sites

  • Replies 159
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images


დაახლოებით რამდენი გრამი უნდა დავაწვეთო პროცესორზე?
 თხელი ფენა რომ გაკეთდეს პროცზე ან ქულერზე, ან ორივეზეც შეილება, დაახლოებით 0.3-დან 0.5 გრამამდე :)
Link to comment
Share on other sites

რაიმე თერმოპასტა მირჩიეთ რა ასე 10-20 ლარის ფარგლებში თუ იქნება ვარგისი, და ალბათ ერთი თერმოპასტა მეყოფა CPU_ზე და GPU_ზეც ხომ? და ბარემ ისიც მითხარით დაახლოებით რამდენი გრამი უნდა დავაწვეთო პროცესორზე?

და საერთოდ რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოვცვალო თერმო პასტა? 

რიავიცი აბა, მე მაგალითად 5 წელია არ შემიცვლია ჩემ 9600 -ზე და კი მუშაობს ვირივით.    :D

Link to comment
Share on other sites

ესე იგი ბევრ მაღაზიაში ვიყავი მაგრამ ეს სახეობები კი არა საერთოდ არ ქონდათ თერმოპასტები :) როგორც ჩანს ამაზონიდან მომიწევს ჩამოტანა.

მანამდე ყველა ნაწილი გავხსენი (პრადიოტორები არმომიხსნია რა თქმა უნდა) და გავწმინდე გულდასმით :) და აგერ სურათი გადავუღე ტემპერატურებს და მემგონი ძაან კარგი თუ არა ნორმალურია ხომ? დაუტვირთავზე...

 

26e4cd26f15b.jpg

Link to comment
Share on other sites

tsulaia,  იდიალური ტემპერატურებია, მარა მთავარია სრულ დატვირთვაზე როგორ აქვს საქმე?

Link to comment
Share on other sites

სრულ დატვირთვაზე დაახლოებით 4-5 საათი რომ ვამუშავო 57-65 გრადუსამდე ადის (მაინც გააჩნია რას ჩავრთავ, შეიძლება არც ავიდეს ამხელაზე) და დაახლოებით ალბათ ასე 8-9 საათი რომ ვამუშავო 75 გრადუსამდე შეიძლება გაცხელდეს :( მაგრამ ასეთი დატვირთვით არ ვხმარობ ძირითადად. ისე ერთი კითხვა მაქვს რომელიღაც თამაშს ვთამაშობდი და რომ შევამოწმე ტემპერატურა 81 გრადუსი იყო ოღონდ ერთხელ ავიდა ტემპერატურა ამხელაზე მარტო და გმოვრთე რა თქმა უნდა კომპი :დ და რამეს დააზიანებდავითომ?



ხო, ვიდეო კარტა დაუტვირთავზე ძირითადად 26 %ზეა (ამის ქვევით ისედაც არ ჩამოდის) და როცა დავტვირტავ 65 %_ზე ზევით ვერ ვიხსენებ რომ ასულიყო.

Link to comment
Share on other sites


ტემპერატურა 81 გრადუსი იყო ოღონდ ერთხელ ავიდა ტემპერატურა
ეგ უკვე ბევრია, ან ქულერია სუსტი ან გაუმართავი, ან თერმოპასტა გაქვს გამოსაცვლელი


რამეს დააზიანებდავითომ?
არა (მთავარია ხშირად არ ადიოდეს მაგ ტემპერატურაზე)


ხო, ვიდეო კარტა დაუტვირთავზე ძირითადად 26 %ზეა (ამის ქვევით ისედაც არ ჩამოდის) და როცა დავტვირტავ 65 %_ზე ზევით ვერ ვიხსენებ რომ ასულიყო.
%-ებს თუ გიჩვენებს ეგ ქულერის ბრუნი იქნება, ტემპერატურა GPUz-თ ნახე

თერმოპასტა Arctic Silver 5 ან Arctic MX4 იყიდე

Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

ესეიგი რა მაინტერესებს თხლად უნდა წაუსვაო თერმო პასტაო და ამ ვიდეოში ნამდვილად არ უსვამს ეგრე თხლად

მემგონი რამდენიმე ვარიანტია საერთოდ ეს თერმო პასტები და მირჩიეთ რა რომელი ვიყიდო, აქვე რომ ვიყიდო ოღონდ გამოწერა არ მინდა ვერ დაველოდები, და რამდენი უნდა წავუსვა მიახლოებით ასე ბევრი როგორც აქ უსვამს?

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

BIG, რაც შეიძლება ნაკლები უნდა წაუსვა, ძალიან თხელი ფენა, თერმოპასტის ფუნქციაა ჰაერი გამოდევნოს და მიკრო ბზარები თუ ნაჩხაპნები შევასოს თავად პასტა გაგრილებაში არანაირ როლს არ თამაშობს იგი მხოლოდ სითბოს გამტარია ასე რომ რაც უფრო თხლად იქნება მით უკეთესად გაატარებს  და ყიდვას რაც შეეხება აქ ნორმალურს ვერ იყიდი თუ ხელზე არ იყიდე ვინმესგან 

Link to comment
Share on other sites

  • 9 months later...

Kargiii Ra es8lx.gif Ra Vuyo Mitxarit. 1 Tvis Win Igive Nagruzkaze Amxelaze ar Adioda Ras Sheidzleba Cvlileba Gamoewvia Ogond ar mItxrat Otaxis Temperaturaso 

Link to comment
Share on other sites

NoNaMe,

დასაწყისისთვის ქართულად წერე :)

 

ქულერი წესრიგშია?  გასაწმენდი ხომ არაა?

 

კვება რა გაქვს?

 

თერმოპასტა თუ შეცვლილა საერთოდ? 

Link to comment
Share on other sites

NoNaMe,

დასაწყისისთვის ქართულად წერე :)

 

ქულერი წესრიგშია?  გასაწმენდი ხომ არაა?

 

კვება რა გაქვს?

 

თერმოპასტა თუ შეცვლილა საერთოდ? 

გუშინ დავშალე ოტ ი დო და მაქსიმალურად გავწმინდე მტვრისგან . კვებას რაც შეეხება მაქვს Corsair TX 650, dtmpower ფორუმელი როა იმისგან ვიყიდე და არამგონია ცუდი რამე მოეცა. თერმოპასტას რაც შეეხება Yversi-ში ვიყიდე Deepcool Z3 გუშინ ეგეც წავუსვი მაგრამ დღეს ვიდეოები ვნახე და მივხვდი რო ოდნავ მეტი მომივიდა ამიტომ 5 წუთის წინ დავშალე გავწმინდე და თავიდან წავუსვი.

Msi AfterBurner-დან Fan Speed მიყენია 100 %-ზე 2 ფანი აქვს და მეორეს აშკარად უჭირს მუშაობა დაატრიალებს გაჩერდება კიდე დაატრიალებს გაჩერდება და ასე უსაშველოდ მაგრამ თავიდანვე ეგრე იყო და ასე მაგრად არასდროს გაუცხელებია. Far Cry 4-ზე გავტესტე ეხლა იგივე სეთინგებზე ვამუშავებდი დაახლოებით ერთი თვის წინ  და ესე არ ცხელდებოდა და რა შეიცვალა ამ ერთ თვეში ვერ ვხვდები = |

Link to comment
Share on other sites

NoNaMe,

დადიატორი კარგად დაამაგრე?

 

კარგი თერმოპასტა გეცადა ჯობია

 

ფანიც დაშალე დაზეთე იქნებ უშველოს, კეისშიც მაქსიმალურად მოაწესრიგე გაგრილება :) 

Link to comment
Share on other sites

NoNaMe,

დადიატორი კარგად დაამაგრე?

 

კარგი თერმოპასტა გეცადა ჯობია

 

ფანიც დაშალე დაზეთე იქნებ უშველოს, კეისშიც მაქსიმალურად მოაწესრიგე გაგრილება :)

დამაგრებას რაც შეეხება თითქმის ეჭვიც არ მეპარება რაიმე პრობლემა იყოს ეგრეც რომ არ იყოს სანამ დავშლიდი პრობლემამ ხომ მანამდე იჩინა თავი. მანდ მითხრეს ამაზე ნორმალური არაფერი გვაქვსო სადმე თუ გეგულება კარგი ნორმალურ ფასში მირჩიე 50 ლარები რო აწერია მაინც არ ვარ მიმცემი ეგეთი გაბერილი ფასის პასტაში. ოლეინას ზეთი ვცადე მარა რავიცი არ უშველა მაინც გრუბად ტრიალებს დავგუგლე და იგივე კარტებზე იგივე პრობლემით ვნახე ბევრი თან ზუსტად იმ მხრის ფანი უტრაკებდათ რომელიც ჩემთან ატრაკებს ეტყობა ქარხნული წუნია. გაგრილებას ვერაფერს ვუშველი კეისში არაფრის ადგილი არ მაქვს რომ დავამატო ვიდეოს 2 ფანი უყენია ზავაცკოი პროცესორზე ქულერი მიყენია და გარკვეულ წილად ვიდეოსაც უბერავს ცოტას ისე ახლოსაა. ვობში შჩოტ არამგონია პასტის ან ფანის ბრალი იყოს აქამდე ხო ნორმალურად მუშაობდა სხვა რამე აზრი უკვე თქვენგან ჩემზე ჩახედულებისგან და მცოდნეებისგან მჭირდება = )

Link to comment
Share on other sites

NoNaMe,

ხვალ მოვიფიქროთ :D

=D კაკ სკაჟეშ, ხვალ კიდე დავშლი და სურათსაც დაგახვედრებ  = )

Link to comment
Share on other sites

107-საც მივუკაკუნეთ = ) cokbc.gif

ნუ აწვალებ არ დაწვა :D

 

დაშალე ერთხელაც და ახლიდან ააწყვე, სამაგრები ჯვარედინად, თანაბრად დაუჭირე

პ.ს

ამ თერმოპასტებზე ისეთი დეფიციტია რაიმე ნივთის გამოწერისას ერთი უნდა გამოვაყოლო და გასაყიდად დავდო :givi:

Link to comment
Share on other sites

ნუ აწვალებ არ დაწვა :D

 

დაშალე ერთხელაც და ახლიდან ააწყვე, სამაგრები ჯვარედინად, თანაბრად დაუჭირე

პ.ს

ამ თერმოპასტებზე ისეთი დეფიციტია რაიმე ნივთის გამოწერისას ერთი უნდა გამოვაყოლო და გასაყიდად დავდო :givi:

ერთი კი არა პარტია გამოიწერე და გაასაღე აგაშენებს ისეთი ბიზნესია  =D. სურათი რო გადავუღო მიხვდები თერმოპასტა ბევრი უსვია თუ ცოტა? ბევრი არ ესმევა შანსი არაა უფრო ცოტა შეიძლება იყოს რავიცი. იტოგში აქ რაგაც გვერდი იყო მგონი ან ფორუმზე ვიღაცა ნაწილებს აკეთებდა ყველა აქებდა მაგასთან ჰო არ მივიტანო იქნება უშველოს ფანს იმიტო რო ხელს რო ვადებ რომელი ფანიც ძიორგანიებით მუშაობს ის მხარე უფრო ცხელია მარა მაგან ჰა მაქსიმუმ 5 გრადუსი დააკლოს მეტი რა მაინც ძაან ცხელია =

Link to comment
Share on other sites


ერთი კი არა პარტია გამოიწერე და გაასაღე აგაშენებს ისეთი ბიზნესია  =D

:D

 

ხუმრობა იქით იყოს და მართლა საჭიროა ვინმემ ჩამოიტანოს, ადრე დამჭირდა უცბად და ნახმარში ახალზე მეტი გადავიხადე და აქეთ მადლობა გადავუხადე რომ გაყიდა  :D


სურათი რო გადავუღო მიხვდები თერმოპასტა ბევრი უსვია თუ ცოტა?

კი

 

ფანი ყველა ვარიანტში უნდა აამუშაო :)

Link to comment
Share on other sites

ჰოო ფანს ბაზარი არაა მარა ვერ ვნახულობ იმ გვერდს სადაც მაგ თემაზე იყო გახსნილი გვერდი, ვინმე ჩაინიკთანაც არ მინდა მიტანა უარესი არ დამართოს. დავშლი ეხლა გადავუღებ და განახებ

Link to comment
Share on other sites

NoNaMe,

წასმით მშვენივრადაა წასმული, მაგრამ თერმოპასტაა თუ კბილის პასტა? :D

 

მგონი ყველაზე კარგი ვარიანტია ამ კაცს მიუტანო http://www.overclockers.ge/index.php?/user/5156-avenger/

მაგ საქმეზე მუშაობს და ფანსაც მიხედავს თუ შესაძლებელია და თერმოპასტასაც ნორმალულს წაუსმევს :)

Link to comment
Share on other sites

NoNaMe,

წასმით მშვენივრადაა წასმული, მაგრამ თერმოპასტაა თუ კბილის პასტა? :D

 

მგონი ყველაზე კარგი ვარიანტია ამ კაცს მიუტანო http://www.overclockers.ge/index.php?/user/5156-avenger/

მაგ საქმეზე მუშაობს და ფანსაც მიხედავს თუ შესაძლებელია და თერმოპასტასაც ნორმალულს წაუსმევს :)

=D რავი რაც გითხარი ეგაა Deepcool როგორც ვიცი არაა ცუდი ბრენდი და მაგის პასტაა Z3 ქვია ეგეც ასე ნაქებ Yversi-ში მაქ აღებული. გენაცვალე შევეხმიანები შენ კაის მეტს რას მეტყვი თუ მიშველა ჰო კაი

Link to comment
Share on other sites

გაუმარჯოს, რადიატორის ზედაპირს დააკვირდი დეფორმირებული იქნება სავარაუდოდ თორემ მაგხელა ტემპერატურა სულ რომ კპილის პასტა ცაუსვა მაინც არ უნდა ქონდეს. თუ დეფორმირებული არაა მაშინ რაღაც არ უშვებს და ბოლომდე არ ედება GPU-ს რადიატორი..
პასტა მაქვს noctua NT-H1 თუ დაგჭირდება, მაგრამ როგორც გითხარი მაგხელა ტემპერატურა პასტის ბრალი ვერ იქნება.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.