Jump to content

AMD ადასტურებს გეგმას, რომ Zen 4 პროცესორებსა და RDNA 3 ვიდეო დაფებს მიმდინარე წელს წარადგენს


Recommended Posts

image.jpeg 

AMD-ის გენერალურ დირექტორ ლიზა სუსთან საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებით რესურს PCGamer-მა აღნიშნა რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნტში, რომელთაგან ზოგიერთი საინტერესოა რიგითი მომხმარებლებისთის. პირველ რიგში, დამაიმედებლად ჟღერს განცხადებები საწარმოო სიმძლავრეებში დიდი მოცულობის ინვესტიციების ჩადებისა და მიწოდების ჯაჭვზე სერიოზული მუშაობის დაგეგმვის შესახებ. ამგვარი ინფორმაციის მოსმენა ბევრს სურდა, რადგან ვიდეო დაფების ხელმისაწვდომობის საკითხი ამჟამად არც ისე კარგადაა. კომპანია ამტკიცებს, რომ მისი მიზანი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა. მეორე - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ახალი თაობის Zen 4 პროცესორებისა და RDNA 3 ვიდეო დაფების გამოსვლა მიმდინარე წლისთვის არის დაგეგმილი. როგორც VideoCardz აღნიშნავს, კომპანიის პრიორიტეტულ ფანებს აქვთ შანსი ააწყონ მაღალი წარმადობის სისტემა მხოლოდ AMD-ის უახლესი კომპონენტების გამოყენებით. 

„რაც შეეხება 2022 წელს. ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია და ველით მნიშვნელოვან ზრდასა და წილის მატებას მიმდინარე პროდუქტების გაფართოების წყალობით, აგრეთვე სამომავლო Zen 4 პროცესორებისა და RDNA 3 გრაფიკული პროცესორების გამოსვლით. ჩვენ მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩავდეთ სიმძლავრის უზრუნველყოფაში, რაც აუცილებელია მიმდინარე და მომავალ წელს ჩვენი ზრდის მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა AMD-ის გენერალურმა დირექტორმა ლიზა სუმ. 

თუმცა PCGamer-ის სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს სხვა განცხადებაზე: „ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობას, რომ უზრუნველყოფილ იყოს შესაბამისობა გაყიდვებსა და რეალიზაციაში, რათა არ დავუშვათ მარაგების დაგროვება ბიზნესში“. ამიტომ არ არის მოსალოდნელი, რომ ბაზარი გაივსება ვიდეო დაფებით და ფასი შემცირდება - აღნიშნავენ ჟურნალისტები - გამყიდველები დიდხანს შეძლებენ მათ შენარჩუნებას მაღალ დონეზე. კრიპტოვალუტებში არსებულმა მდგომარეობამ შესაძლოა დააკორექტიროს ახალი მოდელების მიწოდება იმ შემთხვევაში, თუ Ethereum-ის გადასვლა PoS მოდელზე და კრიპტო ბაზრის მდგომარეობა მაინერებს ფერმების ლიკვიდაციისკენ უბიძგებს. თუკი კრიპტო ბაზარი კვლავ სიმაღლეზე იქნება, მაინერები ახალ PoW მონეტებს იპოვიან და გააგრძელებენ ვიდეო დაფების ფასებზე გავლენის მოხდენას. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.