#Skinhead Posted March 31, 2011 Share Posted March 31, 2011 (edited) უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში Dell AMD პროცესორის მქონე გადაწყვეტებს სულ უფრო და უფრო ხშირად უშვებს. მაგალითისათვის, მაისში მან მაღალმწარმოებლური სამაგიდო პერსონალური კომპიუტერების Studio XPS 7100 ხაზი წარმოადგინა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ AMD ჩიპებითაა აგებული, მათ შორის 6-ბირთვიანებზეც. თუმცა, ამ დღეებში მან სამაგიდო პროდუქტების სხვა სერია განაახლა ფლაგმანური პროცესორის Intel Core i7-980X @3,33 გჰც მხარდაჭერით. ხაზი Studio XPS 9100 გარეგნულად ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც მისი წინამორბედი და იგივე პორტები და თავისებურებები გააჩნია, მაგრამ კომპიუტერები შიგნიდან 525 ვატიანი კვების ბლოკით არიან აღჭურვილნი, რომელიც საკმარისია მძლავრი ორჩიპიანი გამაძლიერებლის Radeon HD 5970 2 გბ და Intel-ის ფლაგმანი პროცესორის დასაყენებლად. ამასთან, ოპერატიული მეხსიერების DDR3 მოცულობა შესაძლებელია 24 გბ-მდე გაფართოვდეს. აშშ-ში პერსონალური კომპიუტერის საბაზო მოდელი $950 ღირს. ამ ფასად მომხმარებელი მხოლოდ 4-ბირთვიან პროცესორს Core i7-920 @2,66 გჰც და უბრალო დისკრეტულ გრაფიკას NVIDIA GeForce G310 512 მბ მიიღებს, თუმცა, თითქმის $2000-ად უკვე ძალიან მძლავრი სათმაშო კონფიგურაციის აწყობაა შესაძლებელი. წყარო: engadget.com Edited March 31, 2011 by #Skinhead 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted March 31, 2011 Share Posted March 31, 2011 საშინელებაატექნიკური თვალსაზრისით ვამბობ. "ბრენდები" ვერასდროს იქნება ფასი/ხარისხი შეფარდებით შენით აწყობილ სისტემებზე უკეთესი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted March 31, 2011 Share Posted March 31, 2011 რა თქმა უნდა ან რითი ჯობია რომ მაგათი პროდუქცია ტოპ ბრენდების შენით შერჩეულ პროდუქციას რომელიც უფრო იაფი ჯდება და დაჟე უკეთესი პარამეტრები აქვს ვიდრე მაგ ბრენდის ნაწილებს და კეისებს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted April 1, 2011 Share Posted April 1, 2011 525 ვატი? რაღაც ძალიან ცოატა მეჩვენება მაგი I7 980X-ზე და HD 5970-ზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted April 3, 2011 Share Posted April 3, 2011 XPS სერიას ადრე კარგი ნოუთები ჰქონდა, მაგრამ ბრენდის სისტემების ყიდვა უაზრობაა მართლა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.