Jump to content

Apple გახდა სმარტფონების უმსხვილესი მომწოდებელი გასული წლის მეოთხე კვარტალში


Magdalena

Recommended Posts

კვლევითი კომპანია Canalys-ის ანგარიშის თანახმად iPhone-ზე მოდიოდა 2021 წლის მეოთხე კვარტალში მიწოდებული ყველა სმარტფონის 20%-ზე მეტი. შედეგად გასული წლის ბოლო სამთვიან პერიოდში Apple გახდა სმარტფონების უმსხვილესი მომწოდებელი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

სპეციალისტების შეფასებით Apple-ის წილზე მოდიოდა სმარტფონების მსოფლიო მასშტაბის მიწოდების 22%. გაყიდვების ასეთი მასშტაბი განპირობებული იყო iPhone 13 სერიის მოდელებზე მაღალი მოთხოვნით, რომლებიც გასული წლის სექტემბერში გამოვიდა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Apple-ის მიწოდების მასშტაბი შესაძლოა უფრო დიდი ყოფილიყო, კომპანია იძლებული რომ არ გამხდარიყო მეოთხე კვარტალში სმარტფონების წარმოება შეემცირებინა ძირითადი კომპონენტების დეფიციტის გამო. Apple-ის პრიორიტეტულ ბაზრებზე შენარჩუნებული იყო ახალი iPhone-ების მიწოდების ადკევატური ვადები, თუმცა ზოგიერთ რეგიონში მომხმარებლებს დიდხანს უწევდათ ლოდინი, რომ სმარტფონები მიეღოთ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Canalys 

Apple-მა პირველობა წაართვა Samsung-ს, რომელიც მესამე კვარტალში ლიდერობდა სმარტფონების ბაზარზე. მეოთხე კვარტალში სამხრეთკორეული ტექნოგიგანტი ოდნავ ჩამორჩა ამერიკულ კონკურენტს - მასზე მოდიოდა მიწოდებული სმარტფონების 20%. ერთი წლით ადრე ამ კომპანიებს შორის სხვაობა უფრო არსებითი იყო და 5%-ს აღწევდა. უნდა აღინიშნოს, რომ მეოთხე კვარტალში Samsung ერთადერთი აღმოჩნდა სმარტფონების ხუთ წამყვან მწარმოებელს შორის, რომელმაც გასულ წელთან შედარებით წილის ზრდა დააფიქსირა. 

მესამე ადგილი დაიკავა Xiaomi-მ, რომელმაც, ისევე როგორც ერთი წლით ადრე, განახორციელა გაყიდული სმარტფონების 12%-ის მიწოდება. OPPO-მ და Vivo-მ დაიკავეს მეოთხე და მეხუთე ადგილები 9 % და 8 %-ით, შესაბამისად. თითოეული ამ კომპანიის წილი წლიური გამოთვლით 1%-ით შემცირდა. 

სმარტფონების მიწოდების საერთო მოცულობა წლის ჭრილში მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. ამის მიზეზი იყო მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა შეეხო მცირე კომპანიებს, ტექნოლოგიურ გიგანტებს კი - ნაკლებად. Canalys-მა აღნიშნა, რომ შესაძლოა რამდენიმე წელი გავიდეს, სანამ კომპონენტების მწარმოებლები შეძლებენ საწარმოო სიმძავრეების საკმარისად გაფართოებას ისე, რომ არსებული მოთხოვნა დააკმაყოფილონ. მოსალოდნელია, რომ ზოგიერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის დეფიციტი 2022 წლის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.